კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ამ ორი ავტომობილიდან („ნისან „იქსტრიალი” და „სუბარუ ფორესტერი”), რომლის შეძენას მირჩევთ? მინდა ორხიდიანი, იაპონური წარმოების, მარჯვნივსაჭიანი ავტომობილი. რომელი უფრო პრობლემური, ნაკლებად ხარჯიანი და მისაღებია ჩვენი პირობებისთვის?
პასუხი: „ნისან იქსტრიალი” აშკარად სჯობნის „ფორესტერს” ყველა იმ პარამეტრში, რომელიც კითხვაში გქონდათ ჩამოთვლილი. მაგრამ, არის კიდევ რაღაც ნიუანსები: „ფორესტერი” გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე „ნისანი”. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომელი ავტომობილი როგორი ძრავით არის აღჭურვილი და რამდენად გვესაჭიროება სიმძლავრე. რადგან, თუ „სუბარუ” ნებისმიერი კუბატურის, მაგრამ, არატურბირებული ძრავით არის აღჭურვილი, მაშინ სიმძლავრე ნაკლები აქვს, თუმცა, საკმაოდ პრაქტიკულია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაგრამ, მას მაინც უფრო მეტი საწვავი სჭირდება, ვიდრე იმავე კუბატურისა და სიმძლავრის მქონე „ნისანს”. თუ ჩვენ ტურბირებულ „სუბარუს” ვიყიდით, ის ძალიან მძლავრი და აგრესიულია, მაგრამ, ძრავა ძალიან ფაქიზ მოპყრობას და უზომოდ ბევრ საწვავს მოითხოვს. „ნისანის” შემთხვევაში, თუ მხოლოდ სიმძლავრე გვინდა, იაპონურ ვერსიაში არსებობს ერთი კომპლექტაცია, ისიც, ტურბირებული ძრავათი, მაგრამ, ისიც ასევე ფაქიზია, თუმცა ნაკლებად, ვიდრე „სუბარუ” და შედარებით ნაკლებ საწვავსაც მოითხოვს, თუმცა, საერთო ჯამში, მასაც ბევრი საწვავი სჭირდება. რაც შეეხება ინტერიერისა და ექსტერიერის შედარებას, ამაშიც „ნისანი” სჯობნის „სუბარუს”: სალონი უფრო პრაქტიკული აქვს, ხელსაწყოების დაფა უფრო მდიდარი და ავტომობილის მართვისას უფრო თავდაჯერებული ხარ. მოკლედ, ერთადერთი, რითაც შეიძლება „სუბარუმ” მოგვხიბლოს, ფასი და დაკიდების სისტემის გამძლეობაა. 
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჟიგული”, რომელსაც დილაობით ხშირად აქვს დაქოქვის პრობლემა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რა ვუშველო?
პასუხი: „ჟიგული” კარბურატორიანი სისტემით არის აღჭურვილი. კარბურატორს აქვს საწვავის შესვლის მაკონტროლებელი სარქველი, („კლაპანი”), რომელიც საკმაოდ ხშირად გამოდის მწყობრიდან: ედება ჭუჭყი, ან ცვდება, გვერდით მისაბჯენ ადგილს იკეთებს და აღარ იკეტება და ამის შედეგად ძრავაში დიდი რაოდენობით საწვავი ჩაედინება, რაც იწვევს მის „გაგუდვას“. ეს იცის ბევრმა მძღოლმა, რომელსაც კარბურატორიანი ავტომობილი ჰყოლია ან ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის სარქველის არდახურვის მიზეზი, შეგიძლიათ, მას რაიმე ბლაგვი საგანი ჩაარტყათ და ეს მშვენივრად შველის. ასევე, შეგიძლიათ, აიღოთ რაიმე ხისტი, ბლაგვი საგანი, პატარა ჩაქუჩი ან ეგრეთ წოდებული „კლუჩი” და ოდნავ მიუკაკუნოთ კარბურატორს – ასე ამით ძალიან მარტივად მოახერხებთ მისი სარქველის დახურვას და ავტომობილი ჩვეულებრივად იმუშავებს, თან, საკმაოდ დიდხანს შეგიძლიათ, მხოლოდ ჩარტყმის იმედად იყოთ.
კითხვა: მყავს „მერსედესი ცე 230” კომპრესორი, 1998 წლის მოდელი. მაინტერესებს, რა ხარისხის ბენზინი უნდა ჩავასხა, რომ მისმა ძრავამ კარგად იმუშაოს? თუ შემიძლია, ამ მოდელით „ვიგონკაო”, ანუ, თუ აქვს საკმარისი სიჩქარე?
პასუხი: ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა მიგეთითებინათ, რომელი ქვეყნიდან არის ჩამოყვანილი თქვენი ავტომობილი და რომელი ქვეყნისთვის შეიქმნა. „მერსედესის” ეს მოდელები შექმნილია ამერიკისთვისაც, ევროპის ქვეყნებისთვისაც და იაპონიისთვისაც. თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, შეგიძლიათ, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინი ჩაასხათ, რადგან ამერიკული მოდელები სწორედ ყველაზე დაბალი ოქტანობის მქონე ბენზინზეა გათვლილი (ამერიკაში მხოლოდ ასეთი ბენზინი იყიდება). თუ იქ მაღალი ოქტანობის საწვავს ჩაასხამთ, როგორიც ჩვენთან, ვთქვათ, „პრემიუმი“ ან „ავანგარდია“, აღარაფერს ვამბობ „სუპერზე“, შესაძლოა, თქვენს ძრავას პრობლემებიც შეექმნას, ასეთი შემთხვევები კი საქართველოში ყოფილა. თუ ევროპული მოდელია, მაშინ აუცილებლად მაღალი ხარისხის ბენზინი უნდა ჩაასხათ. რაც შეეხება „გონკაობას”, ის ყველა ავტომობილით არის შესაძლებელი, გააჩნია მძღოლს. „გონკაობა” გაგიადვილდებათ, თუ თქვენი ავტომობილი მართვის მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. სისწრაფე ამ ავტომობილს საკმარისი აქვს, მაგრამ, მის გამოცდას ქალაქის ქუჩებში არ გირჩევთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი“, ცე კლასის, 2002 წლის. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით გასულ ზაფხულს, შევცვალე წინა დაკიდების დეტალები, მაგრამ ახლა მეუბნებიან, რომ ისევ შესაცვლელია. „ბრაკი” შემხვდა თუ ასე ხშირი შუალედებით სჭირდება ამ დეტალებს შეცვლა?
პასუხი: ზოგადად, „მერსედესს” ძლიერი, კარგი ხარისხის დაკიდების სისტემა აქვს და იშვიათად გამოდის მწყობრიდან. ხშირად ხდება ისე, რომ ერთი კონკრეტული დეტალია გამოსაცვლელი და ხელოსნები და თვითონ ავტომობილის პატრონებიც სისტემის სხვა დეტალებსაც ცვლიან – ბარემ რბილად იაროსო. თქვენს შემთხვევაშიც, ალბათ იგივე მოხდა. აქ შეძენილ დეტალებში რთულია, გაარჩიო, რომელია ხარისხიანი და რომელი – არა. საერთოდ, ძალიან იშვიათად შევხვდებით ხარისხიან დეტალს, ვინაიდან, ის ძალიან ძვირიც ღირს; უხარისხო დეტალი ისედაც ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან და, მით უმეტეს, თუ ბევრი ასეთი დეტალი აქვს მანქანას, იმის ალბათობა, რომ ან ერთი გამოვა მწყობრიდან და ან მეორე – დიდია. ასე რომ, თუ მომავალში რაიმე ექნება შესაცვლელი, მხოლოდ ის კონკრეტული დეტალი შეცვალეთ, რომელიც იმ მომენტში საჭიროებს გამოცვლას. მაგალითისთვის: ხშირ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული „შარავოის” შემოწმებისას, თუ ის თავისუფლად მოძრაობს, ხელოსნები ამბობენ, კარგი იქნება, თუ მას შევცვლითო, არადა, კარგია ის „შარავოი”, რომელიც თავისუფლად მოძრაობს, მაგრამ არ აქვს რყევა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „აუდი ა4”, 2004 წლის, დიზელის საწვავ სისტემაზე. ამ ბოლო დროს ცოტა წვას მოუმატა და, შევამჩნიე, რომ ძრავას მაღალი ბრუნვის დროს ავტომობილი თითქოს სისინს იწყებს, თან, ეს სისინი სადღაც გარედან მესმის, შეიძლება ითქვას, რომ „გლუშიტელიდანაც” კი.  ნორმალური და ამ მოდელისთვის დამახასიათებელია ეს ხმა თუ რამე პრობლემა აქვს? ეს წვა და ხმა ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის?
პასუხი: კარგია, როდესაც კითხვა ასე დეტალურად არის დასმული. უფრო მარტივია დიაგნოზზე მსჯელობა. თქვენი ავტომობილის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაიბიდნა მაყუჩი ან მაყუჩისკენ მიმავალი მილის რომელიმე სექტორი. სასწრაფოდ უნდა ინახოს და მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან, გარდა იმისა, რომ წვას მოუმატებდა, შეიძლება, ძრავას გადახურებაც კი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულის ძალიან ცხელი დღეებია და ძრავას გაგრილება ისედაც უჭირს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯეტა”, 1998 წლის. ამას წინათ, ბათუმში მგზავრობის დროს, ავტობანზე უმუხრუჭოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ მომიწია მუხრუჭის გამოყენება. დავაჭირე ფეხი პედალს და მუხრუჭმა არ დაიჭირა, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამძაბა. სიჩქარის დაგდება მოვახერხე გადაცემათა კოლოფით და, როდესაც მუხრუჭს განმეორებით დავაჭირე, ჩვეულებრივ დაიჭირა. რა იყო ამის მიზეზი?
პასუხი: როგორც ჩანს, მოხდა სამუხრუჭე ხუნდების სამუხრუჭე დისკისგან დაშორება და პირველ დაწოლაზე არ ეყო სითხე იმისთვის, რომ მუხრუჭი მოქმედებაში მოსულიყო. ხოლო დაშორება, შეიძლება, გამოწვეული ყოფილიყო სამი მიზეზით, რასაც საფუძვლად უდევს ავტობანის ტალღოვანი ზედაპირი: პირველი – ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდებს მწყობრიდან აქვს გამოსული ან საერთოდ არ აქვს პატარა ზამბარასავით ან წვრილი ლითონივით მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ხუნდების მიბჯენას დისკოსთან; მეორე – მწყობრიდან იყო გამოსული ბორბლის ღერძის საკისარი („ცაპკის პაჩებნიკი”); მესამე – საბურავს ან ბალანსი ჰქონდა დარღვეული, ან – დისკი გაღუნული. კარგი იქნება, თუ მომავალში გრძელი მანძილის უმუხრუჭოდ გავლის ნაცვლად, პერიოდულად გამოვიყენებთ მუხრუჭს, თუნდაც ის საერთოდ არ გვჭირდებოდეს ან, ავტობანზე გასვლამდე აღმოვფხვრით ზემოთ ხსენებულ პრობლემებს.

скачать dle 11.3