კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?
პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული თხევადი სასუქით. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი გამოშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ეხმეა  ზამთარში იტანს 15 გრადუს ტემპერატურას, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია – 27 გრადუსს. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას ეხმეას კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე ჭკნება, თუმცა, თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს. ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ადიანტუმი?
პასუხი: ადიანტუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. თუ ფესვები გამოუშრა, ფოთლები მოეჭმუჭნება. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, ადიანტუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ტენს არ მოაკლებთ, ადიანტუმი მალე გაიზრდება. თუ მისი ფორმა აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. ეს პროცედურა გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ. ტენიანობის შესანარჩუნებლად კარგია, თუ ამ მცენარეს სააბაზანოში დადგამთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, ასპლენიუმი როგორ გავახარო?
პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება. ამიტომ, მზისგულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ, ფრთხილად, რადგან იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს უხვად მორწყეთ. ზამთარში, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, ჯობია, მთელი წლის განმავლობაში 18-24 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფოთ.
კითხვა: ბინაში მაქვს „ფრთიანი“ პალმა. როგორ მოვუარო, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: პალმის ეს სახეობა ნელა იზრდება, მაგრამ, თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ძალიან ლამაზ მცენარეს მიიღებთ. ზამთარში ის ყველაზე ნათელ ადგილას გადაიტანეთ – სიჯანსაღისთვის მას კარგი განათება და კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე. სრაფად იზრდება 22-23 გრადუსზე. ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსი უნდა იყოს. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთარში, როცა ტემპერატურა და სინათლე ნაკლებია, მიწას შეშრობა აცადეთ და მცენარე შედარებით იშვიათად მორწყეთ. იმისთვის, რომ პალმამ სასურველი ფორმა არ დაკარგოს, ხშირი განიავება და ოდნავ ტენიანი ჰაერი სჭირდება. ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. თუ ეცდებით, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, თქვენი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან „ფრთიანი“ პალმა ოთახის პირობებში ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს ისხამს.

скачать dle 11.3