კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაგეგმა მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაყაჩაღება და სად დატოვა მან სეიფზე მიბმული ქალი

38 წლის მაკა ახალაშვილი ლომბარდის დაცვის  თანამშრომელმა, ვასიკო მესხიშვილმა სამსახურში გვიან ღამით, სეიფზე მიბმული იპოვა. ქალს თვალები შავი ნაჭრით ჰქონდა ახვეული. მამაკაცმა დაკეტილი ოფისის  რკინის კარის გახსნა სამაშველო სამსახურის დახმარებით შეძლო. ნაცემ ქალს ტანსა და სახეზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები ჰქონდა. დაცვის თანამშრომელმა ქალის  გათავისუფლებისთანავე  შემთხვევის ადგილზე  სამართალდამცველები გამოიძახა, რომლებსაც დაზარალებულის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოხმობა დასჭირდათ.
ამონაწერი ვასიკო მესხიშვილის ჩვენებიდან: „სამსახურში ღამის 10 საათზე მივედი. ამ დროს შენობაში ყველა ოფისი  იკეტება და შენობაში მხოლოდ მე ვრჩები,  თუმცა, ჩემთან  მხოლოდ მთავარი შესასვლელი კარის გასაღები ინახება,  ჩემი ოთახი კი სამსართულიანი  შენობის პირველ სართულზეა, გვიან ღამით ოფისში უცნობმა მოქალაქემ მომიკაკუნა და მითხრა, მეორე სართულზე ვიღაც ქალი შველას ითხოვსო. მაშინვე მეორე სართულზე ავედი – ვიფიქრე, ალბათ, ლომბარდში ვინმე დარჩა-მეთქი. ოფისიდან მაკა შემომეხმიანა. დიდი ხანია, რაც მას ვიცნობ. მაკა განწირული კიოდა: დროზე კარი გახსენი და პოლიციას  დაურეკე, ამ საზიზღარმა კაცმა ეს როგორ გამიბედაო.  ვერაფერს მივხვდი, რა ხდებოდა. რკინის კარს მე ვერ გავხსნიდი და ამიტომ სპეციალისტები გამოვიძახე. ოთახში რომ შევედი, დავინახე,  რომ მაკა სეიფზე იყო მიბმული და თვალები ახვეული ჰქონდა, სეიფი ფანჯრებთან ახლოს დგას, მაკამ სანახევროდ შეძლო ფანჯრებამდე მიჩოჩებულიყო და მოახერხა რომ ქუჩაში გამვლელი  მოქალაქისთვის ხმა გაეგონებინა. მაკას თვალებიდან სახვევი მე ავხსენი, პოლიციის მოსვლამდე, გამწარებულმა მაკამ ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან და სადღაც დაიწყო რეკვა, მაგრამ, ვისაც ურეკავდა, იმის ტელეფონი გამორთული იყო.  გამწარებულმა მაკამ მაშინვე პოლიციაში დარეკა, მალე ექიმებიც მოვიდნენ და მაკას სახე დაუმუშავეს, რადგან თვალებსა და მთელ სახეზე „სინიაკები” ჰქონდა.”
სამართალდამცველებმა  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაზარალებულმა მაკა ახალაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც თავს დაესხა და ოქროს ნივთები და 3 000 ლარი გასტაცა, მისი ყოფილი ქმარი, მალხაზ  მათიაშვილი იყო. 
ამონაწერი მაკა ახალაშვილის ჩვენებიდან:  „მე და ჩემი მეუღლე 3 წლის წინ დავშორდით,  ის მალე სხვა ქალზე დაქორწინდა, მეც, ბოლო ერთი წელია, რაც სხვა მამაკაცთან ვცხოვრობ, თუმცა, ჩემი ყოფილი ქმარი სულ მაძახებდა, რომ პირველად მე ვუღალატე. ჩვენ შვილის გარდა არაფერი აღარ  გვაკავშირებს. ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 15 წლის წინ  მისი აგარაკი გავყიდე, ფული საერთო საქმეში ჩავდე და  იმ ფულს მთხოვდა. ამ თემაზე სასაუბროდ რამდენჯერმე დამირეკა და სამსახურშიც მომაკითხა, მაგრამ, მასთან საერთოდ არ მინდოდა ლაპარაკი.  ჯერ მაშანტაჟებდა, მემუქრებოდა, ბავშვს ვეტყვი, ოჯახის დანგრევა შენი ბრალი რომ იყოო და რაღაც სისულელეებს იგონებდა, როცა მიხვდა, რომ ამ გზით ვერაფერს გახდებოდა, შეურაცხყოფაზე გადავიდა. მე ვუთხარი: იმ ფულის დაბრუნების იმედი ნუ გექნება, ის ფული ორივემ ერთად დავხარჯეთ, ჩემგან  კაპიკს ვერ მიიღებ და, რაც გინდა, ის გააკეთე-მეთქი. ამაზე ძალიან ვიჩხუბეთ. ერთხელ სამსახურშიც მომივარდა და ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, ლამის ხელით შევეხეთ ერთმანეთს. იმ დღეს დილიდან დამიწყო რეკვა. მივხვდი, რომ ნასვამი იყო და ჩხუბში არ ავყევი, ცოტა ხნით ტელეფონიც კი გავთიშე, რომ ზედმეტად  ნერვები არ მომშლოდა.  საღამო ხანს  ერთმა ნაცნობმა კლიენტმა ოქროს სამკაულები მოიტანა ლომბარდში.  სამკაულების გატანაც კი  ვერ მოვახერხე, რადგან უკვე გვიანი იყო. იმ საღამოს სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი –  ერთი კლიენტი  უნდა მოსულიყო და მას ველოდებოდი, თან ანგარიშების გასწორება დავიწყე.  ჩემ გარდა მეორე სართულზე აღარავინ იყო. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა,  როცა  მოულოდნელად მალხაზი დამადგა თავს. ჩხუბით არ მოსულა, თორემ, ვიეჭვებდი, რომ ცუდი განზრახვით იყო მოსული; პირიქით, შემოსვლისთანავე გამეხუმრა კიდეც: ერთი ქორწილი კიდევ რომ გადავიხადოთ და თავიდან დავქორწინდეთ, თანახმა ხარო?! ცუდად ხუმრობ-მეთქი, ვუთხარი. ახლოს რომ მომიჯდა, ალკოჰოლის სუნი მეცა და მივხვდი, რომ ნასვამი იყო. იმის მიუხედავად, რომ თავიდან არ ავყევი, ბოლოს მაინც ამიყოლია ჩხუბში. მეორე სართული თანამშრომლებისგან  მთლიანად დაცლილი იყო, მალხაზს ვუთხარი, ახლავე ადექი და  წადი, მეც მალე უნდა გავიდე-მეთქი.  უცებ კარს მივარდა,  ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.  სკამზე ვიჯექი, თავზე დამადგა და შემომეხვია. მოგერიება დავიწყე, მაგრამ, თავი არ დამანება.  ჟინმორეული ყვიროდა, ისევ ჩემი გახდებიო. ტანსაცმელი შემომახია, თან მცემდა და ისე გამეტებულად, ნამდვილი მხეცი იყო.  ხმამაღლა ღრიალებდა: შენ ხომ ჩემი იყავი, ახლა  რატომ არ მნებდებიო.  ჩემი დამხმარე არავინ იყო, ამიტომაც, თავი ვერ დავაღწიე. როცა ჟინი მოიკლა, ცოტა ხანში სახეში მუშტი დამარტყა – ხომ არ გგონია, შენი სიყვარულით ვკვდები, რომ მიღალატე, ამას ვერასდროს დავივიწყებო  და ცემა დამიწყო. ისეთი გამხეცებული იყო, თავს ვერ ვიცავდი. უცებ, არ ვიცი, საიდან, ალბათ, ქურთუკიდან, დიდი სკოჩი ამოიღო და სეიფთან მიმათრია: შენი ხელით გამოიღე, აქ რას ინახავო. კიდევ ვცადე გაძალიანება. სეიფი ღია იყო, ხელი შემაყოფინა და რკინის კარი რამდენჯერმე მთელი ძალით მიარტყა, ლამის ხელი მომამტვრია, თან ყვიროდა, ეს ხელები ძვლებში უნდა გადაგამტვრიოო. მალხაზმა სეიფიდან ჩემი კლიენტის დატოვებული ოქროს სამკაულები გამოიღო, მერე კი ხელჩანთა წამართვა, სადაც 3 000 ლარი მქონდა.  ბოლოს ისევ სეიფთან მიმიყვანა და სკოჩით მიმაბა, მერე ჩემი შარფი აიღო თვალები ამიხვია. მანამდე ჩემი ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში. ვთხოვე, ასე დაბმულს ნუ დამტოვებ-მეთქი, მაგრამ, კარი დაკეტა და წავიდა. ნახევარი საათი ვცდილობდი  შეკრული კვანძის გახსნას, მერე თვალებიდან სახვევის მოხსნაც ვცადე, მაგრამ, ვერ შევძელი. კივილი დავიწყე, ვიცოდი, რომ ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა – დარაჯი  პირველ სართულზეა   და მეორე სართულზე იშვიათად ამოდის, რადგან, მეორე-მესამე სართულების ოფისები უფრო ადრე იკეტება. ბოლოს როგორც იქნა, ერთი ხელი გავითავისუფლე და ფანჯრისკენ მივჩოჩდი. თითოეული მოძრაობისას   ტკივილი მკლავდა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. ფანჯარა გამოვხსენი და, მიშველეთ-მეთქი, – დავიყვირე. შემთხვევითი გამვლელების იმედზე ვიყავი დარჩენილი. მართლაც, სწორედ ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა მიხსნა – დარაჯთან მივიდა და უთხრა, მეორე სართულზე ქალის კივილი ისმისო”.     
  სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გაქცეული მალხაზ მათიაშვილის ძებნა დაიწყეს,  მისი რამდენიმე სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ კი თავად  დაზარალებულისგან შეიტყვეს. ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებმა გაქცეულ დამნაშავეს ორკვირიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს – ის  მაღალმთიან სოფელში ნათესავთან იმალებოდა.  დაკავებულმა მალხაზ მათიაშვილმა ჩადენილი დანაშაული  თავდაპირველად უარყო – ეგ ქალი თაღლითია, რომელიმე საყვარელი გაკოჭავდა და დააყაჩაღებდაო, – განაცხადა, მაგრამ, მაკა ახალაშვილთან დაპირისპირების შემდეგ  აღიარა, რომ ყოფილ ცოლთან დასაყაჩაღებლად მისვლა  წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. სამართალდამცველებმა მისგან  ფული და ძვირფასეულობა  ვეღარ ამოიღეს, რადგან, რამდენიმე დღეში მალხაზ მათიაშვილს ფულიც შემოხარჯვოდა  ვალებში  და  ოქროს სამკაულების გაყიდვაც მოესწრო.
 – გაუპატიურებას არ ვაპირებდი, მაგრამ, თვითონ გამომიწვიაო – დაადანაშაულა ყოფილი ცოლი ბრალდებულმა, რომელიც,  გამწარებული ცოლის წყალობით, კიდევ ერთ ძველ დანაშაულში ამხილეს: 
   მაკა ახალაშვილმა სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ წლების წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ მათი საერთო ნაცნობის ბინიდან ოქროს ძეწკვი და ბრილიანტისთვლიანი საყურეები მოიპარა. ყოფილი ქმარი ცოლის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მალხაზ მათიაშვილს ვიოლა კარაპაკოვის სახლიდან ოქროს სამკაულები მოეპარა. გამოძიებამ ვიოლა კარაპაკოვის კვალს ქალაქ როსტოვში მიაგნო. მისი დაკითხვის შემდეგ კი ათი წლის წინ ჩადენილ დანაშაულსაც მოეფინა ნათელი: ვიოლა კარაპაკოვმა განაცხადა, რომ მისი ბინიდან მართლაც დაიკარგა ოქროს ნივთები სწორედ მაშინ, როდესაც მის სახლში ცოლ-ქმარი – მაკა ახალაშვილი და მალხაზ მათიაშვილი იმყოფებოდნენ, თუმცა, დაზარალებულმა ამის შესახებ პოლიციაში  არ განაცხადა: ეს ოჯახი ჩემთვის იმდენად ახლობელი იყო, პოლიციაში არ განვაცხადე, თუმცა, მეც სწორედ მალხაზზე მქონდა ეჭვი, რადგან იმ პერიოდში ბევრი ვალი ჰქონდაო, –  განაცხადა დაზარალებულმა კარაპაკოვმა.  სასამართლომ მალხაზ მათიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი  მუხლით გაასამართლა – ყოფილი ცოლის გაუპატიურების, დაყაჩაღების, ფიზიკური ძალადობისა და  ათი წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის მას 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

скачать dle 11.3