კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ აუპატიურებდა და აჭრიდა თავებს ჯალათი ჩეკისტების უდანაშაულო შვილებს

საშინელი გზავნილები
– აი, გეთაყვა, ჩემი ქვითარი. ჩემს სახელზე ამანათია, – თქვა სამოციოდე წლის მამაკაცმა და ფოსტის ახალგაზრდა თანამშრომელ გოგონას შტამპიანი ქვითარი გაუწოდა.
გოგონამ ქვითარს დახედა და საცავისკენ გაემართა, შემდეგ მალევე დაბრუნდა უკან და ჭაღარას საშუალო ზომის ამანათი გაუწოდა, რომელიც ხაკისფერი ქსოვილით იყო შეფუთული, თეთრი საღებავით კი მიმღებისა და გამომგზავნის მისამართები და სახელები ეწერა.
ჭაღარამ ამანათს დახედა, თავი გააქნია და თქვა:
– ჰმ, კოტოვი ვიქტორი, თანაც კიევიდან. ნეტავი ვინაა ან საიდან მიცნობს?
ჭაღარამ ამანათი ფოსტის კუთხეში მოიტანა და ვიტრინის გასწვრივ დადო. შემდეგ ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და ყუთი გახსნა. შიგნით რომ ჩაიხედა, გაფითრდა, შემდეგ კი იღრიალა და გულგახეთქილი დაეცა ქვის იატაკზე.
ამანათში ადამიანის მოკვეთილი თავი იდო. სოსო შელიამ, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, თავი პროზექტურაში გაგზავნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რომ რამე კვალი აღმოეჩინათ.
გულგახეთქილი ჭაღარა მამაკაცი თადარიგის მაიორი ფილიპე გამცემლიძე აღმოჩნდა. კიევიდან გამოგზავნილ ამანათში კი მისი ერთადერთი ვაჟის, ნესტორის თავი იდო. 21 წლის ნესტორი კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის ფრიადოსანი სტუდენტი იყო. პედაგოგებიც და სტუდენტებიც მას დადებითად ახასიათებდნენ.
გამომძიებელი სოსო შელია პირადად გაემგზავრა უკრაინის დედაქალაქში და დაადგინა, რომ ნესტორი კერძო ბინაში ცხოვრობდა ქირით. შელია ამ ბინაში მივიდა და ნესტორის უთავო სხეული სწორედ იქ აღმოაჩინა. ათი დღის მოკლული ახალგაზრდის გვამს მატლი ესეოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი გამცემლიძე ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. სხეულიდან მას „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტის ოთხი ვაზნა ამოუღეს. ოთახშივე იპოვეს ალესილი სისხლიანი ხანჯალი, რომლითაც მას თავი მოჰკვეთეს. გარდა ამისა, ორგანიზმში მოკლულს ალკოჰოლის დიდი დოზა აღმოუჩინეს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მოკლულმა და მკვლელმა სპირტიანი სასმელი დალიეს.
გამცემლიძეები უთვისტომონი აღმოჩნდნენ, მათ არც ნათესავები აღმოაჩნდათ და არც მოყვარე, ამიტომ ისინი სახელმწიფომ დაკრძალა. გამომძიებელი ძალიან დააინტერესა გამცემლიძეების ისტორიამ. პროფესიული ინტერესის გარდა, მას ადამიანური ცნობისმოყვარეობაც ამოძრავებდა.
სოსო შელიამ დაადგინა, რომ თადარიგის მაიორი გამცემლიძე ძველი ჩეკისტი იყო და თავის კოლეგებშიც კი უსასტიკესი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. შელია თავის ნაცნობთან, ასევე ძველ ჩეკისტთან, ნოდარ კიკაბიძესთან მივიდა და ჰკითხა:
– ბიძია ნოდარ, შენ ძველი ჩეკისტი ხარ და ფილიპე გამცემლიძეს თუ იცნობდი?
– „პალაჩას“? – ჰკითხა კიკაბიძემ.
– რა ერქვა? – გაუკვირდა სოსოს.
– რამ გაგაკვირვა, შე კაცო?! ფილიპე ძველი ჯალათია და ჩეკაში მას „პალაჩა“ შეარქვეს, რადგან, ადამიანებს სასტიკად აწამებდა. „პალაჩები“ ჩვენს უწყებას არ აკლდა, მაგრამ ფილიპე გამორჩეული სადისტი იყო. მას შეეძლო, ადამიანი ცოცხლად ისე გაეტყავებინა, წარბიც არ შეეხარა. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს მოკლული, მაგრამ, შენ ეს რაში გჭირდება?
შელიამ დაწვრილებით მოუყვა კიკაბიძეს ყველაფერი და ბოლოს დაამატა:
– ნოდარ ბიძია, მისი შვილი კარგი პიროვნება იყო და მამამისს სულაც არ ჰგავდა. მე დაწვრილებით გამოვიკვლიე მისი ამბები და ამას წყალი არ გაუვა.
– გასაგებია, გასაგები... სამწუხაროდ, კარგი ადამიანები ეწირებიან ხოლმე წინაპრების ცოდვებს. დარწმუნებული ვარ, რომ პალაჩაზე შური იძიეს.
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ, ვინ?
– ეს ყველაზე რთული დასადგენია. პალაჩას ათასობით მტერი ჰყავდა და ამის გაკეთება თითოეულ მათგანს შეეძლო. ასე რომ, თივაში ნემსის ძებნა მოგიწევს. ამიტომ, გიჯობს, არქივს თავი დაანებო და ფაქტები გამოიძიო.
– ფაქტები და ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერია, ეს სუფთად გაკეთებული საქმეა, – მიუგო კიკაბიძეს შელიამ, გამოემშვიდობა და წავიდა.
გამცემლიძეების დასაფლავებიდან 3 კვირის შემდეგ, ასეთივე საშინელი გზავნილი კიდევ ორმა ადამიანმა მიიღო: 62 წლის ანზორ გეწაძემ და 60 წლის იუსუპ კრულაშვილმა თავიანთი შვილების – 20 წლის თინა გეწაძისა და 23 წლის მემედ კრულაშვილის მოკვეთილი თავები, ასევე, ფოსტით მიიღეს, თუმცა, ეს ამანათები უკვე ქუთაისიდან და ბათუმიდან იყო გამოგზავნილი. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ამანათის გამომგზავნის აღწერილობა ასეთი იყო: საშუალო სიმაღლის წვერიანი მამაკაცი, რომელიც თვალებზე ჩამოფხატულ ქუდს ატარებდა, დადიოდა კოჭლობით და ხელჯოხს ხმარობდა.
ნესტორ გამცემლიძისგან განსხვავებით, რომელიც კიევში ცხოვრობდა და სწავლობდა, გეწაძე და კრულაშვილი თბილისში ცხოვრობდნენ. შელიამ დაადგინა, რომ ისინი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ქალაქიდან არ გასულან. აქედან გამომდინარე კი, ივარაუდა, რომ მკვლელმა მოკვეთილი თავები ბათუმსა და ქუთაისში თბილისიდან ჩაიტანა. შელია არ შემცდარა, რადგან მოკლულთა ცხედრები თბილისში აღმოაჩინეს. ისინი ჯერ გაუპატიურებულები, შემდეგ კი მოკლულები იყვნენ. შელიამ იქაც ორი ხანჯალი აღმოაჩინა.
სოსო შელია კვლავ ნოდარ კიკაბიძეს ეწვია დახმარების სათხოვნელად, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დაამატა:
– გეწაძისა და კრულაშვილის ამბები, ჩემი აზრით, ავიწროებს ძებნის არეალს. ვფიქრობ, რომ ამ „ტრიოს“ რაღაც საშინელება ჰქონდა ჩადენილი და შურისმაძიებელი სწორედ კონკრეტულ დანაშაულზე უხდის სამაგიეროს.
– არც ესაა შეღავათი, – თავი გააქნია კიკაბიძემ და დაამატა, – ისინი ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ და მათ ბევრი ადამიანი აწამეს. ამიტომ, შენ უამრავი საქმის გადახედვა მოგიწევს, რასაც წლები დასჭირდება.
– ამ საქმეში ერთი ნიუანსია, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დამეხმაროს.
– რა ნიუანსი?
– ის, რომ, იმ სამმა ადამიანმა, დანაშაულის შინაარსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვიღაცის შვილი გააუპატიურა და თავი მოჰკვეთეს, ახლა კი ის გამწარებული შურისმაძიებელი მათ ანალოგიურს უკეთებს.
– თავის მოკვეთის რა მოგახსენო, მაგრამ, მათ ძალიან ბევრი ადამიანი გააუპატიურეს და ამ კუთხით დამნაშავის ძებნა დიდს არაფერს მოგიტანს.
– აბა, რა ვქნა, ნოდარ ბიძია?
– ჯერ ის მითხარი, გეწაძემ და კრულაშვილმა როგორ გადაიტანეს ეს საშინელება?
– გეწაძე, ისევე, როგორც გამცემლიძე,  ადგილზევე მოკვდა ინფარქტით, კრულაშვილი კი, დღეს დილით გარდაიცვალა არამიანცის საავადმყოფოში.
– კარგი იქნებოდა, რომ ერთ-ერთ მათგანს მაინც ეცოცხლა და დაგეკითხა.
– სხვათა შორის, დაკითხვა ვცადე და კრულაშვილმა ერთადერთი სიტყვის თქმა მოასწრო და სულიც ამოაყოლა.
– რა სიტყვის?
– რა და, როდესაც ვკითხე, ეჭვი ხომ არავისზე გაქვთ-მეთქი, მან თქვა – „მაკნატუნა“...
– მაკნატუნა? დარწმუნებული ხარ, რომ მან ეს სახელი ახსენა? – იკითხა კიკაბიძემ.
 – კი, ასი პროცენტით...
 
„მაკნატუნა“
„მაკნატუნას“ სახელის გაგონებაზე ნოდარ კიკაბიძე აფორიაქდა და ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ ისევ სავარძელში ჩაჯდა და შელიას უთხრა:
 შეუძლებელია, სოსო, რომ ამ საქმეში მაკნატუნა იყოს ჩართული. კრულაშვილი ალბათ, ცოდვებმა შეაწუხა. როგორც ჩანს, მაკნატუნას ამბავიც ამ საზიზღარი ტრიოს მოწყობილია. ამის ეჭვი ყოველთვის მქონდა, მაგრამ, ვერ ვამტკიცებდი.
– ვერაფერს ვხვდები, ნოდარ ბიძია, გამაგებინე, რა ხდება?
კიკაბიძემ პაუზა გააკეთა და შელიას უთხრა:
– მაკნატუნა, იგივე კოტე დოდაშვილი, განათლებული იურისტი იყო და „ჩეკას“ თანამშრომელთა ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იმ პატიოსან კაცს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა. მათი ოჯახი სოლოლაკში ცხოვრობდა, მთაწმინდისკენ მიმავალი გზის პირას, საკმაოდ უკაცრიელ ადგილას. ერთხელ ის და მისი ცოლ-შვილი სასტიკად ამოხოცეს, შემდეგ კი დაწვეს. ამ საქმეს მე ვიძიებდი და ყველა დეტალში ვიყავი ჩახედული. დღესაც თვალნათლივ მახსოვს ყველა ნიუანსი. ისინი ისე იყვნენ ამობუგულები, რომ მხოლოდ პატარა თამარის ექსპერტიზის ჩატარება მოხერხდა, რომელიც გაუპატიურებული იყო. ორი ბავშვი უკვალოდ იყო გამქრალი. მოგვიანებით  ერთ-ერთი მათგანი საკანალიზაციო მილში ვიპოვეთ გაჭედილი, მეორე კი წყალმა წაიღო. იმ დღეებში დიდი წვიმიანობა იყო. ჭის  ბადეზე ბავშვის კაბის ნაფლეთები იყო შემორჩენილი და ამით დავრწმუნდით, რომ პატარა გოგონა წყალმა წაიღო. მისი ზომებიდან გამომდინარე, ის ბადეში გაეტია. როგორც გითხარი, ეს საქმე მე მიმყავდა და, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სწორედ გამცემლიძეზე, გეწაძეზე და კრულაშვილზე მქონდა ეჭვი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კოტე დოდაშვილს იმ უწმინდურ „ტრიოზე“ უამრავი კომპრომატი ჰქონდა და მათი საქმეების გამოძიებას აპირებდა. მე სამივე  გადავამოწმე, მაგრამ, იმ ნაძირლებს ალიბი აღმოაჩნდათ – მკვლელობის დღეს ისინი გორში იმყოფებოდნენ ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე.
– თუ მათ რკინის ალიბი ჰქონდათ, მაშინ კრულაშვილს რატომ შეაწუხებდა სიკვდილის წინ სინდისი?
– მართალი ხარ, მაგრამ, ასეთ საშინელებას იმათ გარდა მაშინ სხვა ვერავინ ჩაიდენდა და დღემდე ეჭვის ჭია მღრღნის.
სოსო შელია ამანათების გამომგზავნის კვალს მიჰყვა და სენსაციური აღმოჩენა გააკეთა. ფოსტის ქუთაისელმა ახალგაზრდა თანამშრომელმა გოგონამ მას უთხრა:
– ამანათი რომ მომაწოდა იმ მოხუცმა, სახეზე შევხედე და მივხვდი, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და გრიმი ეკეთა. ამიტომაც დავეჭვდი.
მამაკაცი, რომელიც ფოსტის თანამშრომელმა გოგონამ ახსენა, კონსტანტინე კიღურაძე აღმოჩნდა. ის წარმოშობით ქუთაისელი, პროფესიით მსახიობი იყო და სოჭის თეატრში მუშაობდა. შელიამ მასზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესა და ხუთი დღის შემდეგ ის ვინმე ანა კოვალენკოსთან ერთად დააკავეს, თუმცა, სინამდვილეში, კოვალენკო  გაუჩინარებული ანა დოდაშვილი იყო, რომელიც ნოდარ კიკაბიძეს წყლის მიერ გატაცებული ეგონა. დაკავებულმა ქალ-ვაჟმა დანაშაული აღიარა, ანამ კი სოსო შელიას უთხრა:
– მთელი ჩემი ოჯახი ჩემ თვალწინ გააუპატიურეს და დახოცეს, რასაც მე კედლის სამალავიდან ვუყურებდი. მაშინ 10 წლის ვიყავი და მოძალადეები კარგად დავიმახსოვრე. ჩვენი სახლი ჯერ კიდევ იწვოდა, როდესაც ბიძაჩემთან გავიქეცი და მას ყველაფერი მოვუყევი. მან კი, ჩემი უსაფრთხოების მიზნით, ჩემი დახრჩობა გაითამაშა. შემდეგ სოჭში გამაპარა და თავის ჯარის მეგობარს, ვიქტორ კოვალენკოს მიმაბარა. კოწია კი, მე ავიყოლიე და მას მხოლოდ გაუპატიურებასა და თავების გამოგზავნაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ნაძირლების უდანაშაულო შვილები კი, მე დავხოცე და თავებიც მე მოვაჭერი.
ანა დოდაშვილსა და კოწია კიღურაძეს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით ქალი ორთაჭალის ციხეში ჭლექით გარდაიცვალა.

скачать dle 11.3