კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5 ვიტამინი ქალის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

ხშირი და ლამაზი თმა, მაგარი ფრჩხილები, აბრეშუმივით ნაზი კანი, სხივიანი მზერა, კარგი აღნაგობა – ამ ყველაფერზე ნებისმიერი ქალი ოცნებობს, მაგრამ, ოცნება რეალობად მაშინ იქცევა, როცა ჩვენს რჩევებს შეასრულებთ.
უამრავ ვიტამინს შორის, რაც ბუნებაში არსებობს, „ქალის ვიტამინებს“ მიეკუთვნება A, B9, E, H და PP ვიტამინები, რომელთაგან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს:
ვიტამინი A (რეტინოლი) აუმჯობესებს მხედველობას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. მას ნორმაში მოჰყავს კოლაგენის სტრუქტურის სინთეზი და აღდგენა (კოლაგენი ხომ კანის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს მის სიმკვრივეს, სინორჩესა და ჯანმრთელ ელფერს). გარდა ამისა, მეტად საჭირო ელემენტია გასახდომი თუ სამკურნალო დიეტების დროს. ამიტომ, ეს ვიტამინი აუცილებლად უნდა მიიღოთ ნატურალური პროდუქტების სახით, ანუ, დიეტის მენიუში შეიტანეთ: ახალი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძე, კვერცხის გული (განსაკუთრებით სასარგებლოა მწყრის კვერცხი), სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი, გოგრა, გრეიპფრუტი, კენკრეული და ასე შემდეგ.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) აუცილებელია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენისთვის. მისი საჭირო რაოდენობით მიღება საგრძნობლად ამცირებს ანომალიებს ახალშობილებში, ასევე, იცავს კიბოს წარმოქმნას ქალის ორგანიზმში (სარძევე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში). ფოლიუმის მჟავას შეიცავს: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, რუხი ბრინჯი, მარცვლეული, პარკოსნები, ფორთოხალი, ნესვი, გარგარი, გოგრა, ბანანი, სოკო, თხილი და ნიგოზი, ღვიძლი, ხორცი, კვერცხის გული, თევზი, რძის პროდუქტები, ყველი, საფუარი.
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) აფერხებს ორგანიზმის დაბერებას და აძლიერებს სისხლძარღვებს. მას „ახალგაზრდობის ვიტამინს“ უწოდებენ. ის ყველაზე ძლიერია ვიტამინ-ანტიოქსიდანტებს შორის; ვიტამინი E ანელებს უჯრედების დაბერებას, აძლიერებს სისხლძარღვებს, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს. E ვიტამინის ნაკლებობა ქალებში იწვევს მენსტრუალური ციკლის მოშლას და ამცირებს სქესობრივ ლტოლვას. ტოკოფეროლს შეიცავს: მცენარეული ზეთი, ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლეული, გაღივებული ხორბალი, მწვანე ბარდა, ბროკოლი, თხილი და ნიგოზი, ავოკადო, კრევეტები, პომიდორი, ისპანახი.
ვიტამინი H (ბიოტინი) ამაგრებს თმის ძირებსა და ფრჩხილებს; ხელს უწყობს თმის ბოლქვებში ახალი, ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნას, რადგან, ახდენს მათ დაყოფას; ასევე, ამაგრებს ფრჩხილის ქსოვილს და, შესაბამისად, ფრჩხილები აღარ იმტვრევა და იქერცლება. გარდა ამისა, იცავს კანს გამოშრობისა და სხვადასხვა გართულებისგან. ბიოტინს შეიცავს: ღვიძლი, კვერცხის გული, საფუარი, რძე, რუხი ბრინჯი.
ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) ავსებს ორგანიზმს ენერგიით და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, გავლენას ახდენს კანის ფერზე, აძლიერებს თმის ძირების კვებას, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, წმენდს კანს გამონაყარის დროს. თუ ცივ თვეებში კანი გამოგიშრათ, გახდა ფერმკრთალი, დაიწყო აქერცვლა, ასევე, დაგეწყოთ თმის ძლიერი ცვენა, გაამდიდრეთ თქვენი მენიუ იმ პროდუქტებით, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს PP ვიტამინს: ცეხვილი პური, ბურღულეული, ლობიო, სოკო, ღვიძლი, მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, არაქისი.
რადგან უკვე იცით, რომელ ვიტამინს რომელი პროდუქტი შეიცავს, თავადვე შეადგინეთ თქვენი დიეტის მენიუ 5-6-ჯერადი კვებით. ქვემოთ კი გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც მოცემულია ხუთივე ვიტამინის დღიური ნორმა:
ვიტამინი A – 1,5 მილიგრამი;
ვიტამინი B9 – 0,2-0,4 მილიგრამი;
ვიტამინი E – 8 მილიგრამი;
ვიტამინი H – 0,1-0,3 მილიგრამი;
ვიტამინი PP – 15-25 მილიგრამი.

скачать dle 11.3