კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მილიარდერები ტოვებენ შვილებს მემკვიდრეობის გარეშე

„ფორბსის” მილიარდერთა გარკვეულ ნაწილს მთელი კაპიტალი მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მამებმა და ბაბუებმა მათ წარმატებული ბიზნესი და დიდძალი ქონება დაუტოვეს სამართავად და ისინიც ღირსეულად განაგრძობენ წინაპრების დაწყებულ საქმეს. თუმცა, „ფორბსის” მილიარდერთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არ აპირებენ თავიანთი კაპიტალის მემკვიდრეობით გადაცემას და შვილებს მოუწოდებენ, რომ არც კი იფიქრონ მილიარდიან ქონებაზე და საკუთარი ძალებით მოახერხონ ცხოვრების აწყობა. „თბილისელების” ამ რუბრიკაში სწორედ იმ მილიარდერებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც უარი თქვეს მემკვიდრეებზე.
ბილ გეითსი
„მაიკროსოფტის” დამაარსებელს პლანეტის ერთ-ერთი, ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი აქვს. ბოლო წლებია, ის სტაბილურად ინარჩუნებს მეორე პოზიციას „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში. თუმცა, იმ კაპიტალის შენარჩუნებასა და მის შთამომავლებზე – სამ შვილზე გადაცემა ბილ და მელინდა გეითსები არ აპირებენ. „მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთელი ფული ჩემი შვილების ხელში აღმოჩნდება, მათთვის ისევე როგორც საზოგადოებისთვის, ეს დამღუპველი იქნება”, – განუცხადა 2010 წელს გაზეთ „სანს” ბილ გეითსმა. ცნობილია, რომ ბილ გეითსი, თითქმის მთლიანი ქონების დახარჯვას ქველმოქმედებაზე აპირებს და იგივეს მოუწოდებს სხვა მილიარდერებსაც.
ნაიჯელა ლოუსონი
თავისი პირველი მილიონები ნაიჯელა ლოუსონმა, წარმატებულმა მწერალმა და ტელეწამყვანმა შეძლებულ გალერისტსა და კოლექციონერზე, ჩარლზ საატჩიზე დაქორწინებამდე გამოიმუშავა. ამერიკაში მას „პორნო საკვების დედოფლად” მოიხსენიებენ. განსაკუთრებული ნაიჯელა შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და პრივილეგიებითაც სარგებლობდა, თუმცა მას გადაწყვეტილი აქვს, შვილებს ეს პრივილეგია ჩამოართვას. „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ჩემს შვილებს ფინანსურ დახმარებაზე უარი ვუთხრა”, – ამის თქმის შემდეგ ნაიჯელას მისამართით კრიტიკის მთელი ტალღა წამოვიდა. ლოუსონი კი ახლაც იმ აზრზეა, რომ მისმა შვილებმა თვითონ უნდა მიხედონ თავს.
ბუნ პიკენსი
წარსულში ბუნ პიკენსი გაზეთებს ყიდდა ქუჩაში, ახლა კი სანავთობო იმპერიის და 1,4-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელია. თუმცა, გეითსის მსგავსად, მასაც გადაწყვეტილი აქვს, შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს და სიკვდილამდე მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმაროს. ბუნ პიკენსს  რამდენჯერმე ჰკითხეს, თუ რას უპირებს ის თავის ქონებას და მისი პასუხი ცალსახაა: „მე არ ვარ სიმდიდრის მემკვიდრეობით გადაცემის მომხრე. ასეთ მემკვიდრეობას მხოლოდ ბოროტება მოაქვს”.
უორენ ბაფეტი
ზღაპრულად მდიდარმა „ომაჰელმა ორაკულმა”, ფილანტროპმა უორენ ბაფეტმა უკვე დაწერა ანდერძი. მისი დიდძალი ქონების 99 პროცენტი ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო შვილებს, მხოლოდ 1 პროცენტით დაკმაყოფილება მოუწევთ. „სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ ჩემს შვილებს მილიარდების გარეშე ვტოვებ. მე მათ იმდენს ვუტოვებ, რამდენიც საკმარისია, რომ სწორი გზა აირჩიონ და იმუშაონ და არა იმდენს, რომ გზას აცდნენ და საერთოდ არ იმუშაონ”.
მაიკლ ბლუმბერგი
ნიუ-იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ხელფასი ერთი ამერიკული დოლარია, ხოლო მისი კაპიტალი – 19,5 მილიარდი ამერიკული დოლარი. გარდა ამისა, ბლუმბერგი ცნობილი ფილანტროპია, რომელიც მრავალმილიონიან დახმარებებს უწევს რიგ არაკომერციულ ორგანიზაციებს, ისეთებს, როგორიცაა: კარნეგის კორპორაცია, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და სხვა. ბლუმბერგს გაცხადებული აქვს, რომ მისი კაპიტალი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. სავარაუდოდ, ეს მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება და ბლუმბერგის ორივე ქალიშვილს მამის ქონებასთან დამშვიდობება მოუწევს.
უილიამ ბარონ ჰილტონი
ჰილტონს, როგორც ასეთი ცნობილი გვარის წარმომადგენელს ეკადრება, „ჰილტონ ჰოტელ კორპორაცია” აბარია, რომელიც მას მამისგან, კონრად ჰილტონისგან ხვდა წილად. თავის დროზე კონრად ჰილტონმა თავისი ქონების 97 პროცენტი ქველმოქმედებისთვის დაუტოვა ანდერძით, თუმცა უილიამმა სასამართლოში გააპროტესტა მამის ანდერძი და მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბრუნება მოახერხა. ამჟამად, უილიამის შთამომავალი, პერის ჰილტონი იგივე მდგომარეობაშია. ბაბუამისმა მისთვის ქონების მხოლოდ 3 პროცენტის დატოვება გადაწყვიტა და ეს თანხაც მან ჰილტონის დანარჩენ 5 შვილიშვილთან ერთად უნდა გაიყოს.
ჯინ სიმონსი
ლეგენდარული ჯგუფ „ქისის” სოლისტმა ჯინ სიმონსმა, მძიმე ცხოვრებისეული გზა განვლო, სანამ დიდძალი კაპიტალის მფლობელი გახდებოდა. ის  ისრაელში დაიბადა, შემდგომ ნიუ-იორკში გადასახლდა. იქ დააარსა ჯგუფი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამჟამად სიმონსი დარწმუნებულია, რომ მისმა შვილებმა – ნიკიმა და სოფიამაც იგივე გზა უნდა განვლონ, რაც თვითონ გაიარა. ამიტომ ის სამასი მილიონი დოლარი, რომელიც ჯინ სიმონსს აქვს, სავარაუდოდ, ქველმოქმედებას მოხმარდება. „მათ უნდა ისწავლონ დილით ადრე გაღვიძება და სამსახურში წასვლა,” – განუცხადა ჟურნალისტებს ჯინ სიმონსმა, როდესაც კითხვა მემკვიდრეების შესახებ დაუსვეს.
ბერნარდ მარკუსი
ბერნარდ მარკუსი რუსი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატში. მან დააარსა კომპანია „ჰოუმ დეპორტი”, სამშენებლო მასალებით მოვაჭრე კომპანია, რომელმაც ის 1,5-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელად აქცია. ამჟამად მარკუსი ძირითადად, ქველმოქმედებით არის დაკავებული, თანხებს რიცხავს თავისი სახელობის ფონდში ან გიგანტურ აკვარიუმებს აშენებს ატლანტაში. მემკვიდრეებად მარკუსმა მისი ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი უმწეო ადამიანები და ღარიბი ოჯახების შვილები აღიარა, ხოლო საკუთარ შვილებს ის ერთ დოლარსაც არ უტოვებს, მათ თავად უნდა მოიწყონ თავიანთი ცხოვრებაო.
ტედ ტერნერი
„სიენენის” „მამამ“, მილიარდერმა ტედ ტერნერმა სახელი ფილანტროპობით გაითქვა. ტერნერს მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, თუნდაც ორგანიზაცია „იუნაითედ ნეიშენს ფაუნდეიშენზე”. ტერნერს სამი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს, მაგრამ ისინი აშკარად დიდძალი ქონების გარეშე დარჩებიან, რადგან ჯერ კიდევ 2010 წელს ტერნერმა პრესას და ტელევიზიას განუცხადა, რომ მთელი თავისი კაპიტალი დახარჯული აქვს და შიშობს, საკუთარი დაკრძალვის ხარჯების დაფარვაც კი გაუჭირდება.
ენდრიუ ლოიდ უებერი
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტომა, როკ-ოპერების მამამ, ენდრიუ ლოიდ უებერმა, კარიერის განმავლობაში არაერთიასეული მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, ეს ფული მის შვილებს არ შეხვდება. უებერი მთელი კაპიტალის მუსიკალური განათლების განვითარებაზე დახარჯვას აპირებს. „ვფიქრობ, ჩემი ფულის ჩადება ხელოვნებაში უფრო მართებული იქნება, ვიდრე ის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები მილიონერებად ვაქციო” – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში „იესო ქრისტე სუპერსტარისა” და „ოპერის მოჩვენების” ავტორმა.

скачать dle 11.3