კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გაანეიტრალოთ საცხოვრებელში არასასიამოვნო აურა და გაანადგუროთ კონფლიქტებისა და ჩხუბის გამომწვევი საშიში „ვირუსები“

მერწმუნეთ, იმ დროში ვცხოვრობთ, როცა სასწაულების ნამდვილად უნდა ვირწმუნოთ. ირგვლივ უამრავი ამოუცნობი და ამოუხსნელი ფაქტი ხდება და, თუ ადამიანი პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკაში ჩახედული არ არის, ვერ მიხვდები, რა ხდება მის თავს, მაგალითად, რატომ ეცვლება უეცრად გუნება-განწყობა, რატომ იწყებს უმიზეზოდ სკანდალს ოჯახის წევრებთან, ერთი ხელის მოსმით ანგრევს წლებით შექმნილ ურთიერთობასა და ოჯახს და ასე შემდეგ. ამ დროს ჯანმრთელობაც სერიოზულად ზიანდება და ნერვული აშლილობა უძილობის, დეპრესიისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება. სწორედ ამ თემაზე ვთხოვეთ საუბარი ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნატოს, რომელიც, წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ამ კუთხით მოღვაწეობს.

ნატო: უხილავი თუ ხილული დაავადებებით არა მარტო ადამიანები, არამედ, სახლებიც ავადდება. ასეთ სახლებში გამუდმებული აყალმაყალი, კონფლიქტი და გაუგებრობებია. არადა, სახლი ჩვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ადგილი უნდა იყოს, იქ უნდა ვისვენებდეთ და არა ვიძაბებოდეთ. თუ სახლში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკაში გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი დაავადებით ავადდება. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ენერგეტიკულად სუსტი ადამიანი, უარყოფითი ემოციებისა და განცდებისგან დაცლას ვერ ახერხებს სახლის გარეთ, შეაქვს ის სახლში და იქ იცლება. ეს უარყოფითი ენერგია კი სახლში იბუდებს, გროვდება და, საბოლოო ჯამში, საცხოვრებლის დაავადებას იწვევს. ის, თავის მხრივ, მოქმედებს იქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე და კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციებს, რაც გაუგებრობებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება.
– გეთანხმებით, მსგავსი უსიამოვნებები ბევრ ოჯახშია, მაგრამ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია?
– რასაკვირველია, შესაძლებელია, თუ ადამიანმა ისწავლა საკუთარი ემოციებისა და განცდების მართვა, ასევე, იმ რეაქციებსა და ენერგიებზე ზემოქმედება, რომლებიც მისკენ მოემართება მეორე ადამიანისგან. აქვე ერთ ხერხს გასწავლით: მოკლედ, თუ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას თქვენ მიმართ აგრესია წამოვიდა და იგრძენით, რომ ეს აგრესია შიგნიდან გაწვებათ, ანუ,  ქვეცნობიერად მომართული ხართ იმისთვის, რომ ვინმეს „დაეტაკოთ“ და ეს უარყოფითი ემოცია მისკენ მიმართოთ ხმამაღალი კამათით, ემოციითა და კონფლიქტით, მაგრამ, ეს ვერ მოახერხეთ, მთელი დღის განმავლობაში ამ ნეგატიური მუხტის „შენახვის” შემდეგ კი სახლში ბრუნდებით, სადაც ოჯახის წევრები გხვდებიან, თქვენდაუნებურად, მათზე ხარჯავთ ამ ენერგიას. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ენერგეტიკულად გადაძაბული ხართ უარყოფითი ემოციით, სახლის ზღურბლის გადაკვეთამდე, კართან, მოკეცეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ფეხით სამჯერ ახტით. შემდეგ ხელები ისე დაიქნიეთ, რომ ენერგია ქვევით გაუშვათ. სახლში შესულმა კი, სასწრაფოდ მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ იოლი და მარტივი მეთოდია, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ეფექტი აქვს. ამ დროს სხეულიც დუნდება, უარყოფითი ენერგიაც წყალს მიჰყვება და ის საშიში ემოციისა და კონფლიქტის გამომწვევი „ვირუსები” სახლის ზღურბლს მიღმა რჩება. ასევე, კარგია ამ მიზნით, იისფერი ან ყვითელი ფერის სანთლების დანთება. მათი კვამლი სახლს დაავადების საშუალებას არ აძლევს და იქ დაგროვილი კონფლიქტისა და ჩხუბის გამომწვევ საშიშ „ვირუსებს” მთლიანად ანადგურებს.
– ბევრ კარზე მინახავს დაკიდებული ათასგვარი თილისმა – გიშრის თვალი, ჩინურ მაღაზიაში ნაყიდი, ეგრეთ წოდებული „ავი თვალისგან” დამცავი თილისმები. ეს თუ იცავს ჩვენს საცხოვრებელს გარედან შემოსული უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან?
– გეთანხმებით, მსგავსი რამეები მეც მინახავს, მაგალითად, ცისფერი ქვა, რომელსაც შუაგულში გიშრის თვალი აქვს ჩასმული, ნალი, ხის ტოტი, „ბულავკების” აცმა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნივთი თავისებურად გვიცავს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან ბინაში, მაგრამ, თუ ამ ემოციებით გარეთ თავად  დაიხუნძლეთ და ასეთი „დაავადებული” შეხვედით სახლში, მაშინ ეს ვერ გიშველით. ასეთი თილისმები შემოსასვლელ კარზე მაგრდება და უცხო თვალისა და გარშემო მყოფების ავი ზრახვებისგან იცავს სახლს. სხვები შორიდან ვერ აზიანებენ სახლის აურას, თქვენ კი მასში შედიხართ და ამაში ხომ არის განსხვავება? ასე რომ, კარზე დაკიდებული თილისმა იცავს თქვენს სახლს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ამ სახლში მცხოვრები ადამიანები კი უნდა ზრუნავდნენ მის შიგნიდან დაცვაზე.
– ბევრი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ გარკვეული კრისტალები სახლის აურაზე და მასში მცხოვრებ ადამიანებზე ახდენს გავლენას. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
–  სანამ ამაზე კომენტარს გავაკეთებ, გეტყვით, რომ, იმ ოჯახში, სადაც სულ ჩხუბი, კამათი და დავიდარაბაა, საკმაოდ მძიმე ენერგია გროვდება, რაც ადამიანშიც აღწევს, იბუდებს და შემდეგ, შეიძლება, პირველივე შემხვედრზე  გადმოინთხეს. იმ ადამიანის აურა, ანუ ენერგეტიკული გარსი, რომელიც სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული ან დაზიანებულია, ადვილად ექცევა ენერგოვამპირის მახეში, მისი სამიზნე ხდება და, შედეგად, საკმაოდ სერიოზულ ხიფათს აწყდება. თუ ადამიანი უხეშობს, ბილწსიტყვაობს ან ცდილობს, ყოველთვის უარყოფითი აზრები გადმოაფრქვიოს, ესე იგი, მასში უარყოფითი ენერგიაა მოჭარბებული, რომელიც თქვენთვის ძალიან საშიშია. ამიტომ მას დროულად უნდა გაეცალოთ და ასე დაიცვათ საკუთარი თავი. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ საკუთარი ძალებითაც შეუძლია დაეხმაროს თავსაც და გარშემო მყოფებსაც, შექმნას ირგვლივ პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო. ეს არცთუ ისე ძნელია. როგორც იტყვიან, მთავარია, კაცმა მოინდომოს და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს, ახლობლებს სიამოვნებდეთ თქვენთან სტუმრობა, ეს გარემო თავად უნდა შექმნათ. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. მაგრამ, აქვე გაფრთხილებთ, რომ ქვებს დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრათ. გახსოვდეთ, რომ არასდროს შეინახოთ სახლში შავი ფერის კრისტალები და მინერალები. კარგ განწყობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის ოჯახში თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი და, ზოგადად, ღია ფერის ქვები. ეს ეხება სახლის მოწყობასაც. მაგალითად, როდესაც სამზარეულოში მეტლახს აგებთ ან კაფელს აკრავთ, ის შავი ფერის არ უნდა იყოს. არადა, რატომღაც, დღეს მოდაში შემოვიდა მუქი ფერის სამშენებლო მასალით სააბაზანოს, სამზარეულოსა თუ ჰოლის მოპირკეთება. ეს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და, შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და, ზოგადად, ცხოვრებაზე, ასევე მუქად ანუ უარყოფითად აისახება. იგივე ითქმის სამკაულზეც. როდესაც ამა თუ იმ ქვისგან დამზადებულ სამკაულს ხელში იღებთ, ის მსუბუქი, ოდნავ თბილი უნდა იყოს და მასთან შეხება გსიამოვნებდეთ. ზოგიერთი კრისტალი, თუ კარგად დააკვირდებით, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ ხელისგულზე. ამიტომ ამბობენ, რომ კონკრეტული ყელსაბამის, საყურის ან ბეჭდის გაკეთების დროს თითქოს სუნთქვა გვიჭირს და მოხრჩობის გრძნობა გვეუფლებაო. ეს სწორედაც იმ ქვების ბრალია, რომლითაც ესა თუ ის სამკაულია მოჭედილი. ვფიქრობ, მსგავს რამეებში ყველა ქალი კარგად უნდა ერკვეოდეს და ბრმად არ უნდა ატარებდეს იმ სამკაულს, რომელიც მასზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ახლად შეძენილი ქვები და მისგან დამზადებული სამკაულები სახლში შეტანამდე, გამდინარე ონკანის ცივ წყალს უნდა შეუშვიროთ. ეს მას ყოველგვარ ცუდს „ჩამოურეცხავს” და უფრო უვნებელი გახდება თქვენთვის. თუ ძვირფასი ლითონის სამკაულია, მაგალითად, ოქროსი ან ვერცხლის, ის კვირაში ერთხელ მაინც, ცოტა ხნით აუცილებლად უნდა გააჩეროთ გამდინარე ცივი წყლის ჭავლის ქვეშ, რომ უარყოფითი და „ჭუჭყიანი” ენერგიები „ჩამოირეცხოს” და ამისგან დაცული იყოთ. ეს ასევე ეხება სახლში არსებულ ძვირფასი ლითონის ჭურჭელსაც, მაგალითად, ლანგარს, სასანთლეს, კოვზს, ჩანგალს, საყვავილეს და ასე შემდეგ.
– ის აზრი, რომ გარკვეული ხეების ტოტებსა და ქერქს შეუძლია, ადამიანი ნეგატიური აზრებისა და შეგრძნებებისგან „განკურნონ“, მართალია?
– რაც შეეხება ხეებს, მათ ნამდვილად შეუძლიათ საცხოვრებლის ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიების გამოდევნა და მისი განეიტრალება. გირჩევთ, ნეგატიურ ზონებში დადოთ მუხის, არყის ან ვერხვის ხის პატარა ტოტები ან ქერქის ანათალი. ოდითგანვე ცნობილია, რომ ხე შეიწოვს ნეგატიურ ენერგიას. ასევე, კარგია, თუ ღვიის ტოტს დადებთ შესასვლელ კართან – ის ავ ძალებს არ უშვებს სახლში. როცა მაღაზიაში ან ქუჩაში ყიდულობთ ქოთნით მცენარეს, უმჯობესია, მიწას სახლში შეტანამდე  ნაკურთხი წყალი მოასხუროთ.

скачать dle 11.3