კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ და რამდენი უნდა ვსვათ მინერალური წყალი


მინერალური წყალი ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მინერალური წყლები მტკნარი წყლებისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, სუნით, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება.
მინერალური ეწოდება წყალს, რომლის ერთ ლიტრში ზოგადი მინერალიზაცია აღემატება ერთ გრამს და შეიცავს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ გაზს, ამა თუ იმ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს და ასე შემდეგ.
მინერალური წყლები იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, ზედაპირულ და სიღრმისეულ წყლებად.
მაგალითად, ბორჯომის მინერალური წყალი ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანთა ჯგუფს განეკუთვნება. ის შეიცავს ნახშირორჟანგს და ამიტომ უწოდებენ ნახშირმჟავა წყლებს. სოდა, რომელიც ბორჯომის ძირითადი კომპონენტია, ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავში და ხვდება სისხლსა და ლიმფაში. იქ კი, ანეიტრალებს მჟავე პროდუქტებს და აძლიერებს ორგანიზმის ტუტიანობას.
თუ ბორჯომის წყალს ავადმყოფი მიიღებს ჭამამდე ერთი საათით ადრე, ეს გამოიწვევს კუჭის სეკრეციული ფუნქციის დაქვეითებას, ხოლო, თუ ამ წყალს დალევს ჭამამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე ან ჭამის დროს, მაშინ, სეკრეციის ფუნქცია გაძლიერდება.
ვისაც აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, დღეში სამჯერ, საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე, უნდა დალიოს ერთი ჩაის ჭიქა შემთბარი, გაზგასული ბორჯომი.  დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, ბორჯომის წყალი ადამიანმა უნდა დალიოს იმავე დოზით, ისევ შემთბარი და გაზგასული, ოღონდ, ჭამამდე ხუთი წუთით ადრე. კუჭის ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე კატარის დროს, ეს წყალი ავადმყოფმა უნდა დალიოს საჭმლის მიღებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე და იმავე რაოდენობით. სანაღვლე გზების ანთების დროს კი მინერალური წყალი დალიეთ შემთბარი, ერთი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.
საშარდე გზების დაავადების დროს, სასურველია, ავადმყოფმა მინერალური წყალი დალიოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, მაგალითად, დღეში ხუთჯერ ან ექვსჯერ, ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა.
ქრონიკული დაღლის სინდრომი სერიოზული დაავადებაა და ის ემოციურ ადამიანებს ემართებათ
ქრონიკული დაღლის სინდრომი სერიოზული დაავადებაა. მას ახასიათებს ძლიერი დაღლის შეგრძნებები, კუნთების ტკივილი, ძილიანობა და დეპრესია. ასევე, შესაძლოა, ახლდეს ცხელება. ეს ჩივილები შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, ზოგ შემთხვევაში კი – წლების განმავლობაშიც.  ქრონიკული სინდრომის დადასტურება საკმაოდ რთულია, რადგან, ავადმყოფები ხშირად უჩივიან ძლიერ დაღლას. ამით დაავადებულად ის ადამიანი ჩაითვლება, რომელსაც, სულ მცირე, ნახევარი წლის განმავლობაში აღენიშნება მუდმივი და სწრაფი დაღლა, ან, მისი შრომისუნარიანობა წინანდელთან შედარებით ძალიანაა დაქვეითებული.
შესაძლოა, ქრონიკული დაღლის შედეგს იწვევდეს ქრონიკული ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც იმუნური, ნერვული და კუნთოვანი სისტემები ზიანდება, ან, შესაძლოა, სინდრომს რამდენიმე ვირუსიც იწვევდეს. ვირუსების გააქტიურებას კი ხელს უწყობს დეპრესია, ძილის რეჟიმის დარღვევა, არასწორი კვება, შეზღუდული აქტივობა, სუფთა ჰაერის ნაკლებობა და ასე შემდეგ.
ქრონიკული დაღლის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ მეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემა და თანდაყოლილი იმუნური სისუსტე. ასეთ ადამიანებში ხშირია დეპრესია. ამ დაავადებით კი, ძირითადად, 30 წლის შემდეგ ავადდებიან და, ისინი, ხშირ შემთხვევაში,  ემოციური, განათლებული ადამიანები არიან, რომლებსაც სტრესული სამსახური აქვთ.
სამწუხაროდ, ამ დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს, გამოიყენება მხოლოდ ანტივირუსული საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები. ამ დროს აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ საკვები რაციონი.
ქრონიკული დაღლის სინდრომს არ უკავშირებენ ვიტამინების ან მინერალების ნაკლებობას, მაგრამ, საკვები, რომელიც კალორიებს საკმარისი რაოდენობით შეიცავს, ავადმყოფზე დადებითად მოქმედებს. კარგია ცხოველური ცხიმებისა და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება; ასევე, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, შეიპინგი, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, ფეხით სიარული.
მუდმივი გადატვირთვა ავადმყოფის მდგომარეობას ამძიმებს. თუ გსურთ, ამ დაავადებას იოლად მოერიოთ, ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმის გრძნობას და საკუთარ თავს თვითონვე დაეხმარეთ.

მიირთვით შავი ქლიავი და დაიზღვიეთ თავი სიმსივნისგან
შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს: ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.
შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროსაც.
ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.
ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.
შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია – ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს, ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიიღოს მოწამლულმა ადამიანმა.
ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის ორი კვირის განმავლობაში მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი.
ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან, ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

თუ ნერვები მოგეშალათ, ჭამეთ ნიგოზი
თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება კონკრეტული პროდუქტებითაც შეგიძლიათ, მაგალითად:
ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.
ნიგოზი – თუ ნერვები მოშლილი გაქვთ, მიირთვით ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, B  და C ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო, მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.
სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების ახალგაზრდობის წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.
რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B  ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან, ასევე, კვებავს თავის კანს, რაც  სასიკეთოდ მოქმედებს თმის ხარისხზე.
ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს ორგანიზმს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.

ვაშლის კურკა კიბოსგან გვიცავს, გარგარის კურკა კი – გულის დაავადებებისგან
 ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ ვაშლის კურკა კიბოსგან გვიცავს, გარგარის კურკა კი – გულის დაავადებებისგან.
ვაშლის თესლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის – იოდს. თუ დღეში ვაშლის ექვს ცალ თესლს შეჭამთ, იოდის ნაკლებობა აღარ შეგაწუხებთ, და მოგიწესრიგდებათ ფარისებრი ჯირკვლისა და ტვინის მუშაობაც. ვაშლის თესლში, ასევე, არის ვიტამინი B1,  რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისება აქვს, გარდა ამისა, ის ამცირებს გადაღლის შეგრძნებას.
სხვადასხვა ინფექციისა და გაციებისგან თავის დასაცავად, ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით ორი ვაშლის გულსა და თესლს, დადგით ნახევარი საათით და შემდეგ დალიეთ დღეში ორჯერ.
გარგარის ნაყოფიც და კურკაც მდიდარია კალციუმით, რკინითა და სხვა ელემენტებით. ამ ხილის კურკით შემდეგი წამალი შეგიძლიათ მოამზადოთ: მაგალითად, გულის დაავადების სამკურნალოდ დალიეთ კურკის გულის ნახარში. თავად კურკის ნედლი გული კი, ჭიების გამოდევნის კარგი საშუალებაა.
ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ერთი სადილის კოვზი გარგარის კურკის გულზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.

პაპანაქება სიცხეში ემოციურ დატვირთვას მოერიდეთ და სწორად შეარჩიეთ საკვები პროდუქტები
პაპანაქება სიცხე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ჰიპერტონიითა და გულით დაავადებულ ადამიანებზე. ამ დროს მეტი დატვირთვით მუშაობს გული და ადამიანს დისკომფორტის შეგრძნებას უქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ საკვები, რადგან ასეთ პერიოდში კვებითი მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები ხშირია.
სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გული გაწუხებთ და ხვდებით, რომ სუსტად გრძნობთ თავს. ჯობია, დილა-საღამოს იმუშაოთ, შუადღისას კი ჩრდილში დაისვენოთ.
ასევე, ზაფხულის პაპანაქებაში უნდა მოერიდოთ სტრესულ და მღელვარე სიტუაციაში ყოფნას. ამ დროს ემოციური დატვირთვა ძალიან საშიშია.
მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება, სისხლძარღვთა სპაზმი გამოიწვიოს. დღის განმავლობაში სვით სითხეები. აჯობებს თუ მინერალურ წყალს დალევთ, რადგან ის მიკროელემენტების ბალანსს აღადგენს ორგანიზმში.
სიცხეში იმუნიტეტი და ამტანობა საგრძნობლად ქვეითდება. ჩვენ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ მცხუნვარე მზის დროს და ეს ენერგია აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ.

скачать dle 11.3