კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პირველი სიყვარული“

და დამშეული შვილები

„იუნისეფის“კვლევის თანახმად, ამ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში 22 პროცენტით შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობამაც იკლო –  28-დან 25 პროცენტამდე.
კერძოდ, კვლევაში ვკითხულობთ: „საქართველოში 16 წლამდე ასაკის დაახლოებით 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში (სულ ოთხი ამდენი გვყავს)“. ამიტომაც, საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ კვლევაში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად რეკომენდაციებიცაა მოცემული და ისინი მომავალ სამ-ხუთ წელზეა გათვლილი.
ამის პარალელურად, მომავალზე გათვლილი გეგმები აქვს ბათუმის მერიასაც. უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი ქანდაკება, ამჯერად, „პირველი სიყვარული“ დაიდგმება და, როგორც ჩვენი საზღვაო ქალაქის მესვეურები უბნობენ, ის „სკულპტურულ-ალეგორიული კომპოზიცია იქნება (ერთი სიტყვით, ალეგორიების გარეშე ერთი დემოკრატიული დღეც არ გვაცოცხლოს ღმერთმა).“
არც დეტალურ აღწერას გვზარდებიან (მოვიხმობ ციტატას ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებიდან): „ქანდაკება ორფიგურიანია. ბიჭის და გოგოს (უნდა იყოს: ვაჟისა და გოგონას, მაგრამ, ვაპატიოთ ბათუმის მერიას ეს მცირეოდენი უცოდინრობა) ფიგურები ერთმანეთს სათუთად ეხებიან, მოკრძალებას და გრძნობას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ.“
მეტიც, გვპირდებიან, რომ „ქანდაკება იქნება კონტაქტური (ვითომ, ჩვენც შეგვეხებიან სათუთად, მოკრძალებითა და გრძნობით?!),“ რაც, მერიისავე განმარტებით, ტურისტებს მასთან ჩამოსხდომისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებას მისცემს.
ქანდაკება, წესითა და წინასწარი მოლოდინებით, ზღვის სანაპიროზე განთავსდება, აქ კვლავ ციტატას მოვიხმობ მერიის განცხადებიდან: „რათა კომპოზიციის ფონი იყოს უკიდეგანო ზღვა და მზის ჩასვლისას გათამაშდეს ბუნებრივი სურათი – ზღვაში ჩამავალი მზე შეყვარებულების ხელებში.“
ხოლო, ეს ყოველივე რომ გათამაშდეს, ბიუჯეტში ფულიც უნდა ათამაშდეს, ამიტომაც ბათუმის საკრებულო ამ ხვატში რიგგარეშედ შეიკრიბა და დაადგინა, რომ, უკვე დასადგმელ 160 000-ლარიან ქანდაკებას 28 800 ლარი დაუმატოს, მეორეს კი 55 000 ლარი აკმაროს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში 16 წლამდე 77 000 ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს, იქნებ, სანამ მზეს მოვაქცევთ შეყვარებულთა ხელებში, მშიერი მოზარდები მოგვექცია განვითარების ნორმალურ პირობებში?!

скачать dle 11.3