კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკვდავი საქმეები

მზრუნველი თვალების სითბო

როგორც იტყვიან, მისი საქმეები უკვდავია და ეს მოსაზრება ვრცელდება განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრზე, ბ-ნ შაშკინზე, რომელმაც, მას შემდეგ, რაც მისებურად გამოარეფორმა განათლების ქართული სისტემა, თავდაცვასაც გადასწვდა (შესაძლოა, გადააწვდინეს და თავად მას კვლავაც განათლებაში ერჩივნა). ასეა თუ ისე, ის წავიდა, მაგრამ, მანდატურები დარჩნენ. მეტიც, მანდატურთა მთავარი გამზრდელი (პოლიციის აკადემიის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ქ-ნი დეკანოიძე) ამიერიდან სრულიად არაოკუპირებული საქართველოს განათლების სისტემას მიუძღვება განათლებულთა ცივილიზებულ ოჯახში (არადა, გამძღოლი ჰაერივით აუცილებელია, რადგან, ეს განათლებულ-ცივილიზებული მსოფლიო არც ამ ჩვენი საჯარო სკოლების ატესტატს აღიარებს და არც ამ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებს).
მაგრამ, ჩვენ ისევ ჩვენს მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ: არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მანდატურთა სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კერძოდ, ხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ (მომყავს ციტატა): „დამკვირვებლად გადაამზადეს მანდატურები, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან“, საუბარია 1 000-მდე მანდატურზე.“
შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვენ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ამ განცხადებით დაინტერესდნენ და  აღკვეთონ მანდატურთა ხელით არჩევნებზე დაგეგმილი  ქმედებები.
ჩვენ, ცხადია, არ ვუწყით, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით (თუმცა, გუმანი გვეუბნება, რომ, სავარაუდოდ, გულთანაც არ გაიკარებენ), მაგრამ,  ვიცით (განათლების სამინისტრო დღენიადაგ ამას გვიჩიჩინებს), რომ საჯარო სკოლებში მანდატურთა გამოჩენამ შეამცირა დანაშაული, გაზარდა მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი და, ლამის ბოლომდე ამოძირკვა სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა (ყოველ შემთხვევაში, სკოლის წმიდა კედლებში). ჰოდა, რაკი ვიცით, მანდატურები არათუ არჩევნებზე, დამკვირვებლებად არც სახლებში გვაწყენდა: ბევრ მავნე ჩვევას გადაგვაჩვევდნენ!

скачать dle 11.3