კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მონათლული“

დემოკრატიული სიო

ჯერჯერობით პარლამენტის ქუთაისური შენობა კვლავ ხარაჩოებშია, თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იმ ოთხ კედელს, ამ ოთხი კედლისგან განსხვავებით, დემოკრატიულმა სიომ უკვე ჩამოუბერა.
ჩამოუბერა, ვინაიდან, გასული კვირის მიწურულს პარლამენტის მშენებარე შენობის წინ მუშების საპროტესტო აქცია გაიმართა: ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მეტიც, დაიქადნეს, თუ თანხას არ გაუსტუმრებდნენ, სამსახურში არ გამოცხადდებოდნენ (მათი თქმით, ხელფასი მაისიდან არ მიუღიათ).
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას კიდეც ეწვივნენ და იქ შეკრებილებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ.
მეორე მხრივ, გასულ კვირასვე, გაფიცვა ფეროშენადნობშიც მოეწყო და იქაური მუშები ხელფასების 35-პროცენტიანი მატებით დააიმედეს.
შესაძლოა, პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან ამ ორ მოვლენას კავშირი არ ჰქონდეს და დამთხვევა შემთხვევითი იყოს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მშრომელთა მიერ მოწყობილი გაფიცვებითა თუ სოციალური თემატიკის საპროტესტო აქციებით ჩვენი ნორჩი დემოკრატია მაინცდამაინც განებივრებული არ გვყავს, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ჩვენს კანონმდებლებს დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული სიო შეჰყვეთ.
ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის ჯერაც დაუმთავრებელი შენობა დემოკრატიულად უკვე „მოინათლა“, რაც „მოქცევისთვის“ ერთობ კარგი დასაწყისია!

скачать dle 11.3