კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დატოვა მარინა ბერიძემ „რუსთავი 2“, რატომ გადავიდა დუტა სხირტლაძე „იმედზე“ და ვიხილავთ თუ არა „ჯეოსტარს“ ახალ სეზონზე

 ბოლო დროს ორი ყველაზე პოპულარული არხი საქართველოში ახალი მუსიკალური პროექტების ანონსებს აკეთებს. ქასთინგები დაიწყო, „საქართველოს ვარსკვლავი” და „ახალი ხმა” ეძებენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ნიჭიერებას ახალი პროექტებით გამოავლენენ. თუმცა, „ჯეოსტარის” ახალი სეზონის მომლოდინე ადამიანებში უამრავი კითხვა გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2-ის“ სახე, დუტა სხირტლაძე, „იმედზე“ წაიყვანს ახალ პროექტს; რომ „რუსთავი 2-ის“ მთელმა მუსიკალურმა რედაქციამ, მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, სამსახური დატოვა. გადავიდნენ თუ არა ისინი „იმედზე”, იქნება თუ არა „ჯეოსტარი” და ჩვენთვის საინტერესო სხვა კითხვებზე ყველა ჩართულმა მხარემ გვიპასუხა.
გეგა ფალავანდიშვილი: ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი თუ რატომ მოხდა მუსიკალური რედაქციის „რუსთავი 2-დან“ წასვლა. მე მარკეტინგის განყოფილების დირექტორი ვარ, მარინა ბერიძე კი მუსიკალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდნენ იმ მუსიკალურ პროექტებზე, რომლებიც ჩვენს არხზე გადიოდა და უნდა გასულიყო ახალ სეზონზე, მათ შორისაა „პოპ აიდოლი”, რომელსაც „საქართველოს ვარსკვლავი” ერქმევა და რომლის ქასთინგებიც უკვე დაიწყო. მარინა ბერიძე და მთელი მუსიკალური რედაქცია სხვა არხზე გადავიდა სამუშაოდ, რაც ჩვენგან ნამდვილად არ მომდინარეობდა – მათ ან უკეთესი პირობები შესთავაზეს, ან მობეზრდათ ის, რასაც ამდენი წელი აკეთებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი აუხსნიათ.
– ანუ, პროექტი „ჯეოსტარი” აღარ იქნება?
– არა, ეს იყო „პოპ აიდოლის” ფორმატი, რომლის მესვეურებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვპატიობდნენ ფორმატულ ცვლილებებს, ახლა კი მოგვთხოვეს, რომ ზუსტად მივყოლოდით ფორმატს. ამიტომ, ფორმატშიც და სახელწოდებაშიც ცვლილებები შევიდა. მარინა ბერიძესა და მუსიკალურ რედაქციას ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა ემუშავათ ამ პროექტზე, თუმცა, ასე აღარ მოხდება.
– ალბათ, ამით მაინც შეგექმნათ პრობლემები, დროებითი ვაკუუმი შეიქმნა – ამდენი თანამშრომლის ერთბაშად წასვლა ძნელია.
– არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. საქართველოში რა გამოლევს მუსიკოსებსა და მუსიკის პედაგოგებს. მათ სხვა ადამიანები ჩაანაცვლებენ, რომლებთანაც უკვე ნალაპარაკებიც გვაქვს და შეთანხმებულებიც ვართ. მარინა ბერიძე და სხვა პედაგოგები აკეთებდნენ საქმეს და ჩვენ მათ პრომოუშენს ვუკეთებდით, ახლა მათ სხვა, უფრო ცნობილი მუსიკოსები ჩაანაცვლებენ. ჩვენი არც ერთი პროექტი არ ყოფილა ცუდი ან საშუალო, ყველა კარგი იყო და იქნება და, ეს მხოლოდ გუნდის დამსახურებაა. თუ გუნდიდან ვიღაც მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი იშლება. ყველა პროექტს გუნდი აკეთებს და არა ცალკეული ადამიანი, ამიტომ, მერწმუნეთ, ახალი პროექტიც ძალიან წარმატებული იქნება.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „საქართველოს ვარსკვლავზე” იმუშავებენ?
– ამაზე, ალბათ, უფრო დეტალურად გიორგი ხაბურძანია დაგელაპარაკებათ.
(სამწუხაროდ, გიორგი ხაბურძანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, – ავტორი).
დათო იმედაშვილი: 20 სექტემბრიდან „იმედის” ეთერში გავა პროექტი „ახალი ხმა”, რომლის წამყვანიც იქნება დუტა სხირტლაძე. ამ პროექტზე მუშაობს „დისფიქჩერზი”, მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობს რუსა მორჩილაძე.
– ანუ, ამბავი იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური რედაქცია მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, ამ პროექტზე სამუშაოდ გადმოვიდა, ჭორია?
– დიახ. კონკრეტულად ამ პროექტზე მარინა ბერიძე ნამდვილად არ მუშაობს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მარინა თავისი გუნდით უკვე „იმედზეა”, მაგრამ, კონკრეტულად რომელ პროექტებზე იმუშავებს, ეს ნამდვილად არ ვიცი.
– როგორ მოახერხეთ დუტას დაყოლიება, მრავალი წლის განმავლობაში ის ხომ „რუსთავი 2-ის“ სახე იყო?
– არაფერი განსაკუთრებული, კარგი შეთავაზება გავუკეთეთ – ეს შოუ-ბიზნესია! როდესაც სადღაც უკეთესს გთავაზობენ, იქ მიდიხარ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
მარინა ბერიძე: ვერავინ იტყვის, რომ რაიმე კარგი პირობების გამო წავედი სადმე, რადგან, არსად არ წავსულვარ. ყველამ იცის, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც კარგ პირობებზე გაიყიდება, ეს სისულელეა. ასე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ წავიდოდი სხვაგან. ყველამ იცის, რომ მარინა ბერიძე სიმართლის მთქმელია, – ეს ერთი! მეორეც – არ მოხდა ჩვენი თანხვედრა გემოვნებაში. ვერასდროს გავაკეთებ პროექტს, სადაც მუსიკა მე არ მიმყავს.
– ამბობენ, რომ გაუგებრობის თავი და თავი „ჯეოსტარი” იყო?
– რასაკვირველია! ჩემი პერსონა ყოველთვის იყო გაიგივებული „ჯეოსტართან”, ეს მეამაყება. ბრენდი შეიქმნა და ამაში ლომის წილი მიგვიძღვის მე და ჩემს მუსიკალურ რედაქციას – ამას ყველა ხედავდა. ძალიან სასაცილოა, რომ ისე გადაწყდა „ჯეოსტარის” გაუქმება, რომ მე საქმის კურსში არ ჩამაყენეს. ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და მართლა ძალიან საწყენი იყო ასეთი დამოკიდებულება. უნდა დაწყებულიყო ახალი პროექტი, რის შესახებაც საქმის კურსში არავის ჩავუყენებივარ.
– არ მოგეწონათ „საქართველოს ვარსკვლავი”?
– მე არ ვიცი, რა არის „საქართველოს ვარსკვლავი”. არავითარი დეტალები არ ვიცოდი და ხაბურძანიასთან დიალოგი არ მქონია. შეიძლება, არხის დირექტორმა გარკვეულწილად ჩამაყენა საქმის კურსში, მაგრამ, ერთი თვით და თვე ნახევრით ადრე, როდესაც რებრენდინგი დაიწყო, დეტალურად ამის შესახებ პროდიუსერისგან უნდა მომესმინა განმარტება. რაც უნდა კრეატიული იყოს მუსიკალური პროექტი, მუსიკა წამყვანია. შეიძლება, არ ვიცი ტელევიზია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ, მაგრამ, ძალიან კარგად ვიცი მუსიკა. თვე-ნახევრით ადრე, მუსიკალური პროდიუსერი საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რას აპირებს მისი არხი.
– ამდენი წელი, სხვადასხვა ტიპის უამრავ პროექტზე მუშაობდით  და ახლა მოხდა რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც თქვენი წამოსვლა გამოიწვია?
– როდესაც „ვარსკვლავების აკადემიაზე” დავიწყეთ მუშაობა, იქ ყველაფერი გარკვეული იყო, რა მიმართულება ჰქონდა პროექტს, რა უნდა გაგვეკეთებინა, რა რეპერტუარი ჰქონოდათ, ჩვენ ვატარებდით ქასთინგებს. მე ბევრი რამე კი არ ვიცი, ვიცი ნიჭიერი ადამიანის პოვნა, მისი დაკვალიანება და, ზუსტად ვიცი, რა უნდა იმღეროს მან. ვერასდროს ავიტან კარნახს არა მუსიკოსისგან, თუ რა უნდა გავაკეთო. რა ვქნა?! ყველას თავისი ხასიათი აქვს! მე რომ არ ვიყიდები, ეს იცის მთელმა საქართველომ.
– ამბობენ, რომ თქვენ უკვე „იმედზე” ხართ.
– არსად არ ვარ. ვიყავი კეიტ ჯარეტის კონცერტზე და ახლა ჯაზ-ფესტივალზე ვარ. გეტყვით, რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, ძალიან ბევრი და მათ შორის „იმედიდანაც.“ მაგრამ, არასდროს ფულზე არ გავყიდულვარ.
– გადაწყვეტილება „იმედთან“ დაკავშირებით ჯერ არ მიგიღიათ?
– არა. „იმედზე” მუშაობენ ჩემი მეგობრები, ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები, მათ ძალიან კარგად იციან თავისი საქმე და შუაში არ ჩავუხტები. არასდროს არავისი ადგილი არ დამიკავებია. მივედი არხზე, სადაც არ იყო მუსიკა და ეს არხი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტებით და, ვერავინ იტყვის, რომ ეს ჩემი და ჩემი გუნდის დამსახურება არ არის; ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ჰონორარს ან ფულს გავკიდებივარ. არასდროს სამსახური არ მიძებნია, უბრალოდ, იქ ვარ, სადაც ვჭირდები. და თუ შვიდი წლის ერთად მუშაობის შემდეგ ჩემივე არხს აღარ ვჭირდები და თვე-ნახევრით ადრე არ მაგებინებს, რა ტიპის რებრენდინგი კეთდება, მიმაჩნია, რომ ჩემი ასაკისა და რანგის მუსიკოსისთვის და იმ მუსიკოსებისთვის, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ, ეს ცოტა შეურაცხმყოფელია, მე კი შეურაცხყოფას ვერ ვიტან.
– დუტასთან დაკავშირებით რა მოხდა?
– ვერაფერს გეტყვით, რადგან ის არც მინახავს. რა თქმა უნდა, მისთვისაც საწყენი იქნებოდა, როდესაც სხვა მხრიდან გაიგო, რომ „ჯეოსელი” აღარ არის იქ, სადაც უნდა იყოს. და როდესაც ადამიანი „ჯეოსელის” სახეა, ცოტა ადრე უნდა ჩააყენო საქმის კურსში. მართლა ძალიან ღირებული პროექტი იყო „ჯეოსტარი” არა მარტო „რუსთავი 2-თვის“, არამედ, მთელი საქართველოსთვის. ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელმაც შექმნა ვარსკვლავები და ნამდვილად მეამაყება, რომ მისი სახე ვიყავი, ისევე, როგორც დუტა და, თუ „ჯეოსელი” და „ჯეოსტარი” აღარ არის, თვე-ნახევრით ადრე მაინც უნდა ვიცოდეთ.
– ანუ, ყველაფერი მაინც „ჯეოსტარიდან” დაიწყო.
– დიახ და, ეს არ უნდა გამეგო პოსტ-ფაქტუმ და მგონი, ეს ნორმალურია.
– როგორი იყო „რუსთავი 2-ის“ პოზიცია, რატომ აღარ უნდოდათ იმ პროექტის გაკეთება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული იყო?
– არ ვიცი, ამაზე პასუხი ვერ მივიღე, იმიტომ, რომ ეს გაიგივებული იყო ჩემთან – ასე იყო ნათქვამი კულუარებში. მთელი მსოფლიო ეძებს ადამიანს, ვისთანაც პროექტს გააიგივებს და, მეამაყება, რომ ჩემს შემთხვევაში ეს მოხდა. მათი მხრიდან კონკრეტული არგუმენტი არ მომისმენია. „ნიჭიერი” მთლიანად „რუსთავი 2-თან“ არის გაიგივებული, მაგრამ, ეს არ არის ვოკალის კონკურსი...
– მათ სცადეს ჟიურის შეცვლა და არ გამოვიდა?
– ნუ არ გამოვიდა და რა ვქნა?! ესეც თვალნათლივ ნახა ჩვენმა მაყურებელმა.  მე თუ ვკიდებ პროექტს ხელს, ბავშვები მე უნდა შევარჩიო. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და, რა ვქნა, ვეღარ შევიცვლები.
 ამ ფაქტის მიმართ „ჯეოსელის” დამოკიდებულებაზე გვესაუბრება ირმა ცქიტიშვილი: როგორც იცით, „ჯეოსტარი“ პირველად ცხრა წლის წინ, „ჯეოსელის“ ინიციატივით, ტელეკომპანია „მზის“ ეთერში გამოჩნდა.  პროექტი ძალიან ჩქარი ტემპით განვითარდა და მასშტაბურობა შეიძინა. ის ძალიან მალე იქცა ყველასთვის (განურჩევლად ასაკისა) საყვარელ პროექტად.  მისი განვითარების მეორე ეტაპი „რუსთავი 2-ს“ უკავშირდება, სადაც პროფესიონალთა გუნდის ერთობლივი მუშაობით პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა.  ამავე პერიოდში მოხდა ლიცენზიის შეძენა, Fremantle Media-გან, რომლის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გავლის შედეგად, პროექტში მცირე ცვლილებები შევიდა. ასევე, მაშინვე ითქვა,  რომ სახელი „ჯეოსტარი“ უცვლელი ყოფილიყო, რადგან, ეს სახელწოდება ძალიან ცნობილი იყო და მათი ფორმატის პოპულარიზაციაში დიდ წვლილს შეიტანდა, რაც გამართლდა კიდეც.
წელს, რადგანაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გადაწყვიტა სახელწოდების შეცვლა, „ჯეოსელმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეენარჩუნებინა „ჯეოსტარი“, რომელსაც ძალიან დიდი ნიშა აქვს საქართველოს მუსიკალური განვითარების სფეროში.  დამეთანხმებით, რომ  „ჯეოსტარი“ ასოცირდება ნიჭიერ მომღერლებთან, ხარისხიან მუსიკასთან, ცოცხლად შესრულებასთან  და, ჩვენ, „ჯეოსელს“, არ გვაქვს უფლება, ამაზე ვთქვათ უარი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს მართლაც სახალხო პროექტი თავისი განვითარების კიდევ ერთ, ახალ ფაზაში გადავიდა.

скачать dle 11.3