კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ განათებასა და ტემპერატურაზე ხარობს კარგად სოლეიროლია?
პასუხი: მცენარეს კარგი განათება სჭირდება. ამ პირობებში ის იზრდება კომპაქტური, მწველ მზეში კი ფოთლები დაუჭკნება. იტანს -5 გრადუს ტემპერატურასაც. სიცხეში რტოები უწვრილდება და უშნოდ უგრძელდება. იდეალური ტემპერატურაა 10-16 გრადუსი.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს კარგად მარაოსებრი პალმა?
პასუხი: სჭირდება გაბნეული შუქი, ამიტომ დადგით ფანჯარასთან, სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ აღწევს. ზამთარში მინიმუმ 8-10 გრადუსსა და ზაფხულში 18-25 გრადუსზე სწრაფად გაიზრდება. აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთრის თვეებში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც შეამცირეთ. სითბოში მაღალი ტენიანობა სჭირდება. ყავისფერი და შემჭკნარი ფოთლები მოაცილეთ. ზაფხულში მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. მისთვის საუკეთესო ადგილი სასტუმრო ოთახი ან ჰოლია. ამ მცენარის სამშობლო ჩინეთი და იაპონიაა. ბუნებრივ გარემოში ტყის ქვედა ზოლში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახის დაჩრდილულ ადგილზე ყოფნასაც გაუძლებს. არსებობს ამ მცენარის ჭრელი ფორმებიც, რომლებსაც ანალოგიური პირობები სჭირდება.
კითხვა: როგორ მოვუაროთ გერანს? 
პასუხი: გერანს ესაჭიროება ნახევრად ჩრდილი, ასევე, ყვავილობის დროს ეცადეთ, არ გაიტანოთ მზეზე. გაზაფხულზე დაუმატეთ ხსნარების სახით ვიტამინების ნაკრები. მცენარე ყვავილობის დროს არ გასხლათ და მხოლოდ შემოდგომით გადარგეთ. გერანი მრავლდება, როგორც თესლით, ასევე, გაყოფითა და კალმით.  კალამი შეგიძლიათ აიღოთ შემოდგომით. ეს მცენარე იოლი მოსავლელია და არ არის პრეტენზიული. საქართველოში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის გერანები – როგორც მრავალწლიანი, ასევე, ერთწლიანები. ამიტომ, ეცადეთ, შეიძინოთ მრავალწლიანები. ზამთარში შეიტანეთ სახლში და გამოაზამთრეთ 15-20 გრადუს ტემპერატურაზე. ეს მცენარე გამოიყენება პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.
კითხვა: როგორ მოვუაროთ ზაფხულის სიცხეში ციკასს, რომელსაც ფოთლები გაუყვითლდა?   
პასუხი: გახსოვდეთ, რომ ციკასის ოჯახი საგოვანაა და არა პალმა. ზაფხულის სიცხეებში მცენარე უფრო კარგად გრძნობს თავს და უყვარს გაფანტული მზის სხივები. კარგად გრძნობს თავს, როდესაც არ აწუხებს შუადღის მწველი მზე, ამიტომ, კვირაში ერთხელ, საღამოობით, ფოთლები დაუნამეთ. მცენარის სამშობლო ტროპიკებია და ამიტომ ნიადაგს ნუ მიიყვანთ გამოშრობამდე. სწორედ მიწის გამოშრობა იწვევს მცენარის ფოთლების გამოშრობასა და გაყვითლებას. ამიტომ, მორწყეთ ყოველ მესამე დღეს.  ციკასი საქართველოს პირობებში არ ყვავის, თუმცა ის ტოვებს ამონაყრებს, რომლითაც შესაძლებელია მისი გამრავლება.
კითხვა: რა მინერალები სჭირდება ქოთნის მცენარეებს, რომ ფოთლები არ დაყაროს და მთელი ზაფხული იყვავილოს?
პასუხი: მცენარე კარგად რომ განვითარდეს და ზაფხულში კარგად აყვავდეს, უამრავი რამ არის საჭირო: უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ბევრ მცენარეს არ უყვარს ცხელი და მწველი მზის სხივები, ამიტომ, დაიცავით ის გადაწვისგან; ეცადეთ, ხშირად დანამოთ, გაუფხვიეროთ ნიადაგი, მისცეთ ნაკელისგან დამზადებული სითხე; აუცილებელია, რომ მცენარე ყოველ ორ წელიწადში გადარგოთ და კალიუმისა და კალციუმის სახით დაუმატოთ მინერალები. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გადარგვისას ზედმეტად არ შეაჭრათ ფესვთა სისტემა. კარგად რომ იყვავილოს, მცენარეს ესაჭიროება ზაფხულში გარეთ დადგმა აივანზე, არ უყვარს ორპირი ნიავი. ეცადეთ, მცენარეს ხშირად არ შეუცვალოთ ადგილი. კარგია, თუ მას წვიმიან ამინდში გარეთ გაიტანთ. არასდროს დატოვოთ მცენარის ლანგარზე დაწრეტილი წყალი. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ის დაავადდეს.

скачать dle 11.3