კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკში ამთავრებს ზრდას ქართული მთის ძაღლი და რამდენი აქვს მას ნაყარი?
პასუხი: დიდი ზომის ძაღლები ზრდას და საბოლოო დახვეწას 3-დან 4 წლამდე ამთავრებენ. ქართულმა მთის ძაღლმა შეიძლება 10-12 ლეკვი დაყაროს. როგორც წესი, წელიწადში ორჯერ არის შესაძლებელი მათი გამრავლება. სხვათა შორის, ქართული მთის ძაღლისგან შეიძლება დაახლოებით 15 ჯიშის გამოყვანა, რადგან მათში გენეტიკური პოტენციალი ძალიან დიდია – სელექციონერმა შეიძლება გამოიყვანოს პატარა ქართული მთის ძაღლი, საშუალო სიმაღლის ან პატარა ბანჯგვლიანი მთის ძაღლი; ასევე, ეზოს მთის ძაღლი, წყალში მოცურავე  ან გლეხის ძაღლი. თუმცა ჯერჯერობით ჯობია, არც გააკეთონ ასეთი რამ, რადგან იმ ცოდნის დონე, რაც ამისთვის აუცილებელია, ჩვენში ნაკლებად არის.
კითხვა: მაინტერესებს, ითვლება თუ არა ფრანგული ბულდოგი ემოციურ ჯიშად?
პასუხი: ფრანგული ბულდოგები ძალიან ემოციურები და ტემპერამენტიანები არიან. ტემპერამენტი ძაღლის ნიჭიერების საზომად ითვლება. როცა ინგლისელი ექსპერტი მსაჯობს, შეიძლება, ძაღლს ბევრი რამ აპატიოს აგებულების მხრივ, მაგრამ ტემპერამენტის არქონას არაფრით არ აპატიებს. ტემპერამენტი ძაღლებს მოძრაობაშიც ეტყობათ. თუ ძაღლს ტემპერამენტი არ აქვს, ჯობია მის გამრავლებას თავი დავანებოთ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, თავისნაირ ნაყოფს იძლევა.
კითხვა: მაინტერესებს, ადამიანისთვის საშიში ჯიშია თუ არა სტაფი?
პასუხი: თუ სტაფმა ადამიანზე გაიწია, რა თქმა უნდა, საშიშია. როგორც წესი, სტაფორდები უმიზეზოდ არ მიდიან ადამიანზე. თუ მას გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ უკვე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ ვინმე მისი პატარა ზომით მოტყუვდება, ძალიან შეცდება. თუ კავკასიური ნაგაზი დაგესხა თავს, დაგკბენს, ძირს დაგაგდებს და მერე ზევიდან დაგყურებს, მაგრამ, თუ სტაფი დაგესხა თავს, სანამ ოდნავ მაინც ტოკავ, ბოლომდე ჭამას დაგიწყებს. მებრძოლი ძაღლია და სანამ არ მოგკლავს, არ გაჩერდება – მათ სისხლში აქვთ საქმის ბოლომდე მიყვანა.
კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, რა სიმპტომები აქვს ექინოკოკოზით დასნებოვნებულ ძაღლს?
პასუხი: ექონოკოკოზით დასნებოვნებულ ძაღლს აღენიშნება სიგამხდრე, კანის ალერგიული რეაქციები, ფაღარათი ან შეკრულობა. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, ჩაუტაროთ პროფილაქტიკის დეპერმოფიზია ყოველ 3 თვეში ერთხელ.
კითხვა: ჩვენს ძაღლთან ერთად პირველად მივდივართ დასასვენებლად სოფელში. მაინტერესებს, თუ ძაღლმა შემთხვევით მდინარეზე ან ეზოში ბასრ საგანზე სხეულის რომელიმე ნაწილი დაიზიანა, ჭრილობისა და სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: ჭრილობა შეიძლება იყოს ღრმა და ზედაპირული, ასევე ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, დაჟეჟილი, გაფლეთილი, ნაკაწრი ან ნაკბენი. სისხლდენა ახასიათებს ყველა ჭრილობასა და ტრავმას, მისი ინტენსიობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ქსოვილია დაზიანებული. ნაკვეთი ჭრილობის ნაპირები სწორია და ხასიათდება ძლიერი სისხლდენით. ასეთ ჭრილობებს ძირითადად იწვევს ბასრი საგნები – ლითონისა და მინის ნაჭრები. ნაკბენი, დაჟეჟილი და გაფლეთილი ჭრილობები ხასიათდება ნაკლები სისხლდენით, ძლიერი ტკივილით და ცუდად ხორცდება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჭრილობის დროს ძაღლი კარგავს სისხლს და ჭრილობა არის ინფექციის კერა. ამიტომ, ჭრილობის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეაჩეროთ სისხლდენა, დაამუშავოთ ჭრილობა და შეახვიოთ შემდეგნაირად: თავდაპირველად უნდა გაიკრიჭოს ან გაიპარსოს ბეწვის საფარველი ჭრილობის ირგვლივ. დამუშავდეს ჭრილობა ჯერ წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ – სპირტით, იოდით ან ბეტადინის ხსნარით. ბოლოს კი უნდა დაედოს ნახვევი სტერილური დოლბანდით, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება.

скачать dle 11.3