კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეინარჩუნე ბრინჯაოს ფერი ზაფხულის ბოლომდე

გგონიათ, რომ სოლარიუმში მიღებული ბრინჯაოსფერი რუჯი მაინც „სხვანაირად“ ეფექტურია?! სულ ტყუილად ფიქრობთ ასე. დაუჯერეთ ჩვენს რჩევებს და თქვენი ნამზეური გაცილებით უფრო ეფექტური და ხანგრძლივი იქნება, თან ისე, რომ, არ დაიწვებით და, შესაბამისად, კანი არც აგექერცლებათ და არც აგიჭრელდებათ.
მაშ, ასე:
1. ზღვაზე წასვლამდე 3 დღით ადრე დაგჭირდებათ სკრაბი (მთელ სხეულზე), რომელიც არ შეიცავს ხილის მჟავებს – ასე მოიშორებთ ზედა, გარქოვანებულ ფენას, კანი თანაბრად გლუვი გახდება და, შესაბამისად, თანაბრად გაირუჯება.
2. რაც უფრო ნაკლებად დაგეწვებათ და აგექერცლებათ კანი, მით უფრო თანაბარი იქნება ნამზეური, ამიტომ, გარდა იმისა, რომ პლაჟზე დიდხანს არ უნდა იწვეთ ერთ პოზაში (ანუ, ხშირად უნდა იცვალოთ გვერდი), აუცილებელია, წაისვათ მზისგან დამცავი კრემი. პირველი 3 დღის განმავლობაში წაისვით ის კრემი, რომელიც შეიცავს SPF-ს (მინიმუმ 25-ს), მეოთხე დღიდან კი თანდათანობით „ჩამოსწიეთ“ SPF-ის შემცველობა 10-მდე.
3. ნამდვილ შოკოლადისფრად „შეიღებებით“, თუ პლაჟზე გასვლამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ ზღვის მარილის აბაზანას: 36-გრადუსიან წყალში გახსენით 1 ჩაის ჭიქა ზღვის მარილი, 1 ჩაის ჭიქა რძე, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 7 წუთი იწექით აბაზანაში. წყლიდან ამოსვლისას გადაივლეთ წყალი, შეიმშრალეთ, მაშინვე წაისვით SPF-ის შემცველი მზისგან დამცავი კრემი და თამამად გაემართეთ პლაჟისკენ.
4. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად შეიმშრალეთ მთელი ტანი და ისე დაწექით მზეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სხეული წვრილი ბუშტუკებით დაგეფარებათ, რაც ორიოდე დღეში აგექერცლებათ და დისკომფორტს შეგიქმნით.
5. რაც უფრო ხშირად გადაბრუნდ-გადმობრუნდებით პლაჟზე წოლისას, მით უფრო თანაბრად გაირუჯებით და, თანაც, ასე მიღებული ნამზეური გაცილებით უფრო დიდხანს გაგყვებათ.
6. თუ გეყოფათ ნებისყოფა და ქოლგის ქვეშ გადაწყვეტთ გარუჯვას, გვერწმუნეთ, განუმეორებელ ფერს მიიღებთ, თან – დამწვრობის გარეშე და, თანაც – შემოდგომამდე.
7. გამორიცხეთ ყოველგვარი მცენარეული ნახარშები!

скачать dle 11.3