კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმი დიეტა

სახელწოდებიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ ყველა მცენარეული პროდუქტი, რომელსაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მიიღებთ, უნდა იყოს უმი, ანუ, ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე, გარდა ვახშმისა.
სასურველია, თუ პურის ნაცვლად მიირთმევთ გაღივებულ ხორბალს (1 ჯერზე – 1-2 სადილის კოვზი).
საუზმე: 1 ჩაის ჭიქა ნებისმიერი ხილის წვენი, ხილი, ბოსტნეული ან ხილისა და ბოსტნეულის სალათა – 200 გრამი (მონაცვლეობით).
სადილი: სადილობამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი. კიტრისა და პომიდვრის სალათა მწვანილითა და სალათის ფოთლებით. შეგიძლიათ, შეურიოთ 200 გრამი მოხარშული ფილე (ქათმის ან ინდაურის) ან შეატანოთ 200 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი. 15 წუთის შემდეგ დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
ვახშამი: ოდნავ მოშუშული კომბოსტო და სტაფილო შეაზავეთ ყველანაირი მწვანილით. 15 წუთის შემდეგ დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
კვირის განმავლობაში შეგიძლიათ, ცვალოთ როგორც ხილი და ბოსტნეული, ისე ხორცი და რძის ნაწარმი, ოღონდ, ყველაფერი უნდა იყოს უცხიმო და უმარილო. სასურველია, თუ ხშირად გამოიყენებთ ანანასსა და გრეიპფრუტს.
როგორც წესი, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე.
უმი დიეტის აუცილებელი პირობები:
1. ყველა პროდუქტი უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი.
2. გარეცხეთ უშუალოდ ჭამის წინ, გამდინარე წყალში.
3. ხილი და ბოსტნეული გახეხეთ პლასტმასის სახეხზე, რადგან, რკინასთან შეხებისთანავე, ყველა ვიტამინი მაშინვე კვდება.
4. საკვები მოამზადეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც ერთ ჭამაზე გეყოფათ, ანუ, ნებისმიერი კერძი შემდეგი ჯერისთვის უვარგისია.
5. სითხე მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ 15-30 წუთის შუალედით, რათა თავიდან აიცილოთ შებერილობა.
6. თითოეული ლუკმა ღეჭეთ დიდხანს.
7. კერძების გასაგემრიელებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: ზეითუნის ზეთი და სუნელები, ოღონდ, მცირე რაოდენობით.
თუ ყველა წესს ზედმიწევნით დაიცავთ, ერთი კვირის განმავლობაში „ჯანმრთელად“ დაკარგავთ 3-4 კილოგრამს.
წარმატებას გისურვებთ!

 

скачать dle 11.3