კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებას იწვევს ორგანიზმში ქატოს დიეტის დაცვა და დებს თუ არა რისკზე ადამიანი თავის სიცოცხლეს „დუკანის“, „ატკინსის“ და „უგულავას“ დიეტებით

სწორედ კვებაზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენგანის ჯანმრთელობა, რადგან,  სწორი კვება ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. როგორც კლინიკა „ჯანმრთელობის ხაზის“ ხელმძღვანელი, თერაპევტ-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, არასწორად შერჩეული კვების რაციონი პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა დაავადებასთან. სასურველი წონის მისაღწევად თვითნებურად დაცული დიეტები კი, იწვევს ორგანიზმის რღვევას. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ თვითნებურ, არასწორად დაცულ დიეტას, ანუ გარკვეული საკვების აკრძალვას, მეტად საშიში და სიცოცხლისთვის არასასურველი დაავადებაც კი მოჰყვეს. ასე რომ, თუ თვითნებური აკრძალვებით გინდათ ფორმაში ჩადგომა, დაფიქრდით, შეცდომას ხომ არ უშვებთ.

– ქალბატონო ასმათ, დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა, რის გამოც, მიმართავენ ათასგვარ დიეტას. რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის თვითნებურად დანიშნული დიეტები და იწვევს თუ არა ის შეუქცევად პრობლემებს ორგანიზმში?
– სამწუხაროდ, დიეტა ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ ჭარბ წონასთან ასოცირდება. არანაკლებ სამწუხაროა ის, რომ დიეტა ასოცირდება შიმშილთან, საკვების შეზღუდვასთან, რასაც, საბოლოო ჯამში, ორგანიზმის რღვევამდე მივყავართ. დიეტოლოგიას პირდაპირი შეხება აქვს სხვადასხვა დაავადებასთან და ნებისმიერი სნეულების მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს. შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი მიზეზი არასწორი კვებაა. სწორედ საკვებშია ფერმენტები, მინერალური მარილები და ვიტამინები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს, როგორც თვითმარეგულირებელ სისტემას, აწვდის საზრდოს, რათა ამ მექანიზმმა შეუფერხებლად იმუშაოს. მომატებულ წონას ძალისმიერი მეთოდებით კი არა, მკურნალობით უნდა ვებრძოლოთ. ჯერ უნდა დავადგინოთ რითაა ის გამოწვეული. მაგალითად, ჭარბ წონას ერთ ადამიანში იწვევს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, მეორეში – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, მესამეში კი – ფერმენტების დეფიციტი და ასე შემდეგ. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესსა და სწორ კვებას. ნივთიერებათა ცვლის მოშლა სხვა არაფერია, თუ არა არასწორი კვებით ორგანოების ფუნქციის მწყობრიდან გამოსვლა დროთა განმავლობაში. რაც შეეხება დიეტებს, როგორც სპეციალისტი გაფრთხილებთ, მათი თვითნებურად დაცვა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ, მსგავს საცდელ დიეტებს კატეგორიულად მოერიდოთ. დიეტა – ეს არის სწორი ცხოვრების წესი და არა გასახდომი საშუალება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ არც ერთი მსუქანი ადამიანი არ განიხილავს თავის  მდგომარეობას, როგორც დაავადებას. ჰგონიათ მას, ყოველგვარი გაანალიზების გარეშე, ძალისმიერი მეთოდით, ანუ შიმშილით და ათასგვარი დიეტით უნდა ებრძოლონ. სავალალო შედეგამდე რომ მივლენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეაწუხებთ, ყველაზე ბოლოს მოდიან ჩემთან. როცა გამოვკითხავ პაციენტებს ცხოვრების წესის შესახებ, ჩემთვის უკვე გასაგებია, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი მათ ორგანიზმში. პირველივე კითხვაა, აქვთ თუ არა მათ ჩატარებული რაიმე დიეტა და იმდენი სახეობის და სახელობის დიეტას ჩამოჰყვებიან ხოლმე, ვერც კი დაითვლით. ამ დიეტების შედეგად მათ წონაში მართლაც დაიკლეს, მაგრამ, როგორც კი შეწყვიტეს, მოიმატეს და პლუს დაავადებებმაც შეაწუხათ. აი, ეს არის რეალობა. კი ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, შენი ორგანიზმი გაიმეტო სამსხვერპლოდ. უმჯობესია, ადამიანებმა აკონტროლონ მადა, მოთოკონ გაუკუღმართებული გემოვნება, სულსწრაფობა, გემოთმოყვარეობა და გაუმაძღრობა. დიეტა ანუ ცხოვრების სწორი წესი, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად ინიშნება.
– გამიგია, თითქოს ზოგიერთი პოპულარული და მოდური დიეტა, გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნეს იწვევს. ეს სიმართლეა?
– დიახ, ეს სრული სიმართლეა. დღეს დიეტების ბუმია და ისეთი დიეტა, რომელშიც გარკვეული დროის განმავლობაში შედის მხოლოდ ხორცი და ცილები, იწვევს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს და ეს გამოკვლევებმაც ცხადყო. ასეთი დიეტის დაცვის დროს ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ცილოვანი ტოქსიკური მჟავების სიჭარბე, რაც იწვევს ორგანიზმში შინაგანი გარემოს გამჟავიანებას. მჟავე გარემო კი იწვევს სიმსივნურ დაავადებებს. ერთი პერიოდი მოდაში შემოვიდა, ეგრეთ წოდებული „უგულავას“ დიეტა და ამით ბევრი ადამიანი გახდა, თუმცა თავს დიდი ზიანი მიაყენეს.
– ამ კონკრეტული დიეტით  ზიანის მიყენებაში, რას გულისხმობთ?
– ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომელსაც ჩატარებული აქვს „უგულავას“, „დუკანის“ და „ატკინსის“ დიეტები.  ამ დიეტების დაცვით, ორგანიზმში ხვდებოდა დიდი რაოდენობით ცილები და პროტეინები. ცილის ჭარბი მიღება კი კიბოს გამომწვევი პირდაპირი გზაა. დიდი რაოდენობით ცილების მიღება ორგანიზმში იწვევს უჯრედების გადაგვარებას და კიბოს განვითარება იწყება. უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, სიკვდილმისჯილებს, ერთი თვის განმავლობაში, დილა-შუადღე-საღამოს მხოლოდ ხორცს აჭმევენ და ამის მერე, ისინი თავისით იღუპებიან, რადგან ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს, ნიშადურს და შარდმჟავას. აი, ბატონო, მაგალითი. დაკვირვებული ვარ, ყოველთვის, როცა ახალი დიეტა გამოჩნდება ასპარეზზე, ადამიანთა უმრავლესობა, არის თუ არა ეს საჭირო, მოდას ჰყვება. რასაკვირველია, წონაში იკლებს, მაგრამ პარალელურად ორგანიზმში ორგანულ დარღვევებს იწვევს. ეს მეორე, მესამე დღეს არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იჩენს თავს. არადა, აქვე გეტყვით, რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დაავადების შემთხვევაში, საკვები საუკეთესო წამალია. როცა ორგანიზმს სათანადოდ არ ვუვლით, ის პროტესტს გამოთქვამს დაავადების სახით. რაც შეეხება ჭარბ წონას, ისიც რიგითი დაავადებაა, ამიტომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ, შესაბამისად უნდა ვუმკურნალოთ. ასე რომ, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა სამკურნალო კვების გარეშე უშედეგოა. თუ დაავადების მკურნალობას საფუძვლად არ უდევს სწორი კვება, მაშინ შედეგი არასრულფასოვანი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, შეძენილია ეს დაავადება თუ თანდაყოლილი პათოლოგიაა.  სიმსუქნის კოდი, ჯერ კიდევ დედის მუცლადყოფნის დროს იდება ადამიანში. ეს კიდევ სხვა საკითხია, ხოლო რაც შეეხება ამ დაავადებისგან განკურნებას, რასაკვირველია, სიმსუქნე იკურნება. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ სიმსუქნის მკურნალობა ადამიანისთვის არ უნდა იყოს გაუსაძლისი და მან მის ფსიქიკას დარტყმა არ უნდა მიაყენოს. იქ, სადაც მკურნალობა გაუსაძლისი ხდება, ორი აზრი არ არსებობს, რომ მკურნალობა არასწორადაა დანიშნული და ამისთვის არც პაციენტია ფსიქოლოგიურად მზად. უმჯობესია სიმსუქნის მკურნალობა დროში იყოს გაწელილი და არ იფიქროთ იმაზე, რომ სწრაფად განიკურნოთ. თან, ამავდროულად, სწორი კვება მკურნალობის შემდეგაც, მთელი სიცოცხლე თქვენი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. დავაკვირდი, დღეს კალორიული დიეტა მობეზრდათ, მოდიდან გადავიდა და სიამაყით ამბობენ, მე „დუკანის“ დიეტას ვიცავ ან ქატოს ვჭამო.
– სწორედ, ქატოსთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა. რამდენად უსაფრთხოა ამ სახის დიეტის დაცვა და ზედმეტი კილოგრამების დაკარგვა? ისიც რაიმე დაავადების გამომწვევი ხომ არ გახდება დროთა განმავლობაში?
– მე არ ვიცი ქატოს ბიზნესი ვისია საქართველოში, მაგრამ მისი რეკლამირება რომ მოხდა და პრაქტიკულად, ის დეფიციტი გახდა, ფაქტია. კი ბატონო, მისი მიღება ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და ვისაც კუჭის გაუვალობა აქვს, მასზე დადებითად მოქმედებს. ამ სტიმულაციასთან ერთად, ნაწლავებიდან ჩამოირეცხება ლორწოვანი მასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსი ზიანდება. დროთა განმავლობაში კი  იწყება გასტრიტი, კოლიტი და საბოლოო ჯამში, სწორი ნაწლავი ღიზიანდება, ვითარდება სისხლმდენი ბუასილი. როგორც კი დაიწყო ქატოს ბუმი, ერთი თვის შემდეგ, უამრავი ადამიანი მოვიდა ჩემთან პრობლემებით. ახლა, ჩემგან ამის თქმა ზოგისთვის მგლის თავზე სახარების კითხვაა და ვიცი, ბევრი არ გაითვალისწინებს, მაგრამ ჩემი მხრიდან, ეს გაფრთხილებაა. ქატო შინაური საქონლის საკვები იყო ყოველთვის, ამით ღორებს კვებავენ სოფლად, რომ მისი გაუმაძღარი მადა დააკმაყოფილონ და ფენა-ფენა გაასუქონ. ქატოს ჭამა რომ ადამიანისთვის არ შეიძლება, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მასში უდიდესი რაოდენობითაა მძიმე ლითონები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

скачать dle 11.3