კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯინსისა და ფერადი ქსოვილების დაპირისპირება ქუჩის მოდაში – სეზონის ახალი გამოწვევა

ქუჩა ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, რომ მოდური ბლოგები თუ ჟურნალები რომელიმე დიზაინერის კოლექციაზე უფრო  ხშირად ქუჩის ჩაცმულობასა და ტენდენციებზე წერენ, „სთრით სთაილის” გადაღება მოდის ფოტოგრაფებისთვის კარგ გასართობად იქცა. საქმე ისაა, რომ ჟურნალების სტილისტები, კრიტიკოსები, უბრალოდ, სტუმრები, რომლებიც ამა თუ იმ ჩვენებაზე პირველ რიგებს იკავებენ მოდაში და რაღა თქმა უნდა, კარგად ერკვევიან, ზეპირად იციან ყველა მოდის სახლის ახალი შემოთავაზებები და მათ გაბედულად და ეფექტურად „აზავებენ“ ერთმანეთში.
 ზაფხული კი ამ მიმართულებით ნამდვილ ფოიერვერკად იქცა, რადგან, ყველაფერი საოცრად ფერადი და ხალისიანი გახდა, თუმცა, რისკიც ძალიან გაიზარდა, იმდენად,  რომ ზოგიერთები უგემოვნობის ჩარჩოებში აღმოჩნდნენ მოქცეული. საერთოდ კი, ძნელია, გაარკვიო, რას უწოდებენ ისინი გემოვნებიანს და რას – არა.  ყველას მოწონებას იმსახურებენ სადად ჩაცმული ნაზი გოგონები, თუმცა, ობიექტივში ყოველთვის ხვდებიან თუთიყუშებივით აჭრელებული კეთილი „ბებოები“, რომლებსაც ყველა თითზე ბეჭედი უკეთიათ და ჭრელი თავსაბურავებით იოლად იპოვით.
 ამ სეზონის „ქუჩის მოდაში“ ყველაფერი იყო, დაწყებული ჩანთებით, რომლებიც „სიგარეტს ეწეოდნენ” და დამთავრებული „აბადოკი“ თოჯინებითა და თითზე ბეჭდების ნაცვლად გაკეთებული ეშვებით. ფანტაზიას სრული თავისუფლება აქვს და შეზღუდვებს არავინ ექვემდებარება. თუმცა, ასეთი ქაოსიდანაც კი მაინც შეიძლება გამოირჩეს ისეთი ტენდენციები, რომლებიც ამ სეზონზე საყოველთაოდ აღიარეს და შეიყვარეს, მაგალითად: მასიური აქსესუარები, მოკლე, ლამაზი მძივები – თვლებიანი და, უბრალოდ, ლითონის, მოდაშია მსგავსი მძივების დახურული პერანგის ზემოდან დაკიდება – შეკრული მამაკაცური კლასიკური პერანგი და ზემოდან დიდი მძივი იმის გარანტიაა, რომ აუცილებლად მოგაქცევენ ყურადღებას. თუ ამ ყველაფერს საინტერესო, ფერადი შარვალი ან ქვედაბოლო დაემატება, ამით მხოლოდ მოიგებთ. 
 საკმაოდ აქტუალური გახდა ჯინსის ნაჭრისგან  შექმნილი სამოსის მორგება. სადა ჯინსის პერანგი, ჟილეტი და შორტი, შეგვიძლია, სეზონის ჰიტადაც ჩავთვალოთ. ამ ტიპის პერანგების შეძენა თბილისის მაღაზიებშიც არის შესაძლებელი. ლამაზი ქამარი, ჩანთა, ფეხსაცმელი და – თქვენ იდეალურად ჩაცმული ხართ.
 ამ სეზონის „სთრით სთაილმა“ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება საკმაოდ მოკლე, თითქმის სპორტული შორტი კლასიკურ ჩარჩოებში მოაქციო. ნაზ, დახურულ პერანგთან და „კლაჩთან“ ერთად საცვლის ფორმის შორტიც კი რესპექტაბელურობისა და ელეგანტურობის იერს იძენს.
 მოკლე, ფერადი, დახურული კაბები ყველა შემთხვევაში სათქვენოდ იმუშავებს, მიუხედავად იმისა, წვეულებაზე, მიღებაზე ან საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ თუ, უბრალოდ, ევროპის რომელიმე დედაქალაქის ქუჩებში სეირნობთ. ნამდვილი ჰიტია მუხლთან გადაჭრილი ჭრელი კაბა, რომელიც, ვფიქრობ, მხოლოდ ერთ სეზონზე არ ამოწურავს საკუთარ თავს. მოკლედ, გაიფერადეთ თავი, რადგან, ყველაფერი, რაც მოდაშია, ერთ ტილოს ნაგლეჯზე რომ დააფინოთ იმპრესიონისტულ შედევრს მიიღებთ.

скачать dle 11.3