კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აპატიე?! – დაივიწყე!



ღალატის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება. მართალია, სირთულეებით სავსე, მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის არის. სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომელიც პატიებისკენ გიბიძგებს და საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად ზოგჯერ საკუთარ ღირსებასაც აყენებ ზიანს. მტკივნეულია, როცა ხვდები, რომ ცუდად მოგექცნენ. მაგრამ, თუ დათმე, თუ აპატიე, უნდა შეძლო ისიც, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო. ამის გარეშე ვნებათაღელვა დაუსრულებლად გაგრძელდება. დრო ნელ-ნელა აყუჩებს ტკივილებს, ვნებებს აცხრობს და ემოციებს ანელებს. თუმცა, ადამიანის მეხსიერებას უჭირს ნეგატიური ინფორმაციის ბოლომდე წაშლა. ამბობენ, თუკი აპატიე, ეს ნამდვილი პატიება უნდა იყოსო. რას ნიშნავს ეს – აღარასოდეს გაუხსენო დამნაშავეს ჩადენილი დანაშაული? მან ხომ მიიღო შენდობა და თავი დაიარხეინა?! რადგან ურთიერთობის შენარჩუნება გადაწყვიტე, ესე იგი, მიხვდი, რომ ეს ადამიანი შენია და მის გარეშე უფრო ცუდად იქნები. იფიქრეთ იმაზე, რომ მასაც უჭირს. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ ულხინს. შეიძლება, არ გაჩვენებთ ამას – მამაკაცებს არ უყვართ, როცა ფაქტზე გამოიჭერენ და მერე ამ ფაქტს მუდმივად ცხვირში ადენენ, მაგრამ სინდისი ყველა მოღალატეს აწუხებს და ამაში ფსიქოლოგებიც დაგვეთანხმებიან.
ისწავლეთ საკუთარი ეჭვების მართვა და შენიღბვა. არავინ გთხოვთ, რომ იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე ბოროტად გამოიყენა თქვენი ნდობა, თვალდახუჭული ენდოთ, მაგრამ, ნუ აჩვენებთ ამას. შორს განდევნეთ ნეგატიური ფიქრები იმაზე, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალს ეფერებოდა. მტკივნეულია, მაგრამ, შეუძლებელი არ არის – თქვენ ხომ გიყვართ ის, სიყვარული კი ყოვლისშემძლეა!

„ცხელი“ სიყვარული

იცით თუ არა, რომ, სტატისტიკის მიხედვით, ზაფხული სიყვარულისთვის ყველაზე აქტიური სეზონია?! ალბათ, მზე თავის მხურვალებას ადამიანებსაც უზიარებს და, ისინიც, გრძნობით ანთებულნი, – მეორე ნახევარს უფრო აქტიურად ეძებენ. ბუნება მაინც „გვაპროგრამებს“ – ზაფხულში სიყვარულის სურვილს გვიმძაფრებს. გარდა ამისა, ბუნებას თავისი კანონებიც აქვს: ზაფხულში სიყვარული უნდა ჩაისახოს, შემოდგომაზე განვითარება პოვოს, ზამთარში კი – ნაყოფი გამოიღოს. ამას მოითხოვს ბუნება, მაგრამ, როგორ იქცევიან ადამიანები?! – ისინი მიჰყვებიან ბუნების ძახილს, თუმცა, არცთუ იშვიათად, უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ზაფხულის „საჩუქარს“ და სწორედ ეს არის პრობლემა. მეორე ზაფხულიც ხომ მოდის და, არასერიოზული ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰყავთ პარტნიორი ნაპოვნი, ახალი სიყვარულის ძებნას იწყებენ. ეს შეცდომაა. თუ ზაფხულმა სიყვარულის განწყობაზე დაგაყენათ, ანთებული თვალებით შეხედეთ თქვენს პარტნიორს, ხელახლა აღმოაჩინეთ ის და „ცხელი“ გულიც მასთან გაიგრილეთ. ზაფხულმა გონება არ უნდა აგვირიოს, თორემ, საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ, ის შეგვყვარებია, ვინც ამას არ იმსახურებდა, ჯანსაღი აზრი კი სიყვარულშიც საჭიროა.
ამბობენ, რომ ზაფხულის „ცხელი“ სიყვარული ქალებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. სწორედ ამ დროს გადაეყრებიან ხოლმე მამაკაცს, რომელიც, საბოლოოდ, არც ქმრად ივარგებს, არც მისი შვილების მამად... ასე რომ, ან მზეს მოერიდეთ, ან კარგად შეისწავლეთ ის მამაკაცი, რომელიც წელიწადის ამ დროს თავის „ცხელ“ გულს შემოგთავაზებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ის შემოდგომის დადგომისთანავე გაცივდეს!

გაიცანი – დაგჭირდება!

ჩვენი ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ ადამიანები ცუდად იცნობენ ერთმანეთს. მით უმეტეს, ქალები კაცებს და პირიქით. გიფიქრიათ, რამდენ შეცდომას არ დავუშვებდით, უფრო ზუსტად რომ ვხვდებოდეთ მათ ნაფიქრ-ნააზრევს? მაგალითად, დააკვირდით, როგორ მელოდიებს უსმენს ძირითადად და როგორი ზარი უყენია მობილურ ტელეფონზე:
მხიარული მელოდიების მოყვარული მამაკაცი კეთილია და სულ მზად არის თქვენ დასახმარებლად. მისთვის ტელეფონიც და ნივთებიც ჩვეულებრივი მოხმარების საშუალებაა. ამ კაცისთვის მთავარია, მის გარშემო ყველა კარგ გუნებაზე იყოს, იცინოდეს და მხიარულობდეს. ამიტომ, ზედმეტი პასუხისმგებლობები არ უყვარს. მასთან ცხოვრება ძნელი არ არის, უბრალოდ, იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვოთ, რისი მოცემაც შეუძლია.
„უხმაურო“ ზარი, ანუ, მხოლოდ ზუმერი ურჩევნიათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ ვინმე ზედმეტად შეაწუხონ. ამიტომაც ტელეფონს ხმამაღლა არ დაარეკვინებენ. ის  ყოველთვის ზრდილია და თავაზიანი, არასოდეს უსაყვედურებს ცოლს, თუ სახლში საჭმელი არ დახვდება, მაგრამ, მეტისმეტად გულჩათხრობილია, უკონტაქტო და, არც ხალხმრავლობა უყვარს.
რომანტიკული მელოდიები მოსწონთ მგრძნობიარე და კეთილშობილ მამაკაცებს, ჩიტების ჭიკჭიკზეც რომ ტირიან. ასეთ მამაკაცს ყველგან და ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. მაგრამ, ძალიან სულსწრაფია, მოუთმენელი და სენტიმენტალურიც. ასეთ მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც პასუხისმგებლობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულებას იტვირთავს. თან, ისიც არის ცუდი, რომ გატაცებები ხშირად ექნება, რადგან მისთვის სიყვარული რომანტიკაა და, თუ ამაზე თვალს არ დახუჭავთ, ანუ, არ შეიმჩნევთ მის პატარ-პატარა გატაცებებს, დიდხანს ერთად ვერ იცხოვრებთ.
ძალიან თანამედროვე მუსიკა – მიუხედავად ყველაფრისა, ანუ იმისა, რომ ამ ტიპის მამაკაცისთვის სტაბილურობა ცოტა უცხოა, საიმედო ნამდვილად არის, თუმცა, მასთან ცხოვრება გაგიჭირდებათ, რადგან, მეტისმეტად ენერგიულია და არაორდინარული. არ უყვარს რუტინა, წესრიგი და ერთფეროვნება. სცადეთ, თუ თავს შეაყვარებთ, გვერდიდან აღარ მოგცილდებათ.

იფანტაზიორე

მთავარია, ცხოვრება ისეთი მიიღო, როგორიც არის... ანუ, სინანული კი არის მისი განუყრელი ნაწილი, მაგრამ, ის ტრაგედიად არ გადააქციოთ. არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი, იმოქმედეთ თამამად და, შეეცადეთ, შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ. ფანტაზიები ამ საქმეში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. მაგალითად, წარმოიდგინეთ თქვენთვის იდეალური სიტუაცია. მისი რეალობასთან ადაპტაცია შესაძლებელია. არც განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება და არც ფანტასტიკის სფეროა. მთავარია, დღეს გასაკეთებელი ხვალისთვის არ გადადოთ. რა თქმა უნდა, ყველა ოცნება ფრთებს და ხორცს ვერ შეისხამს, მაგრამ, ამის გამო ხელები არ უნდა ჩამოუშვათ და არ უნდა შთააგონოთ საკუთარ თავს, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ყველა ადამიანშია შემოქმედებითი საწყისი, გააღვივეთ ის და განავითარეთ. დაფიქრდით, რა არის თქვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტად მთავარი. ლამაზი ოცნებები თქვენს ფანტაზიებში დატოვეთ, რეალობას არ მოსწყდეთ და არ იფიქროთ იმაზე, რომ დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. რისკი ზოგჯერ აუცილებელია. ფანტაზიებში ამის გაკეთება ძნელი არ არის, რეალობაში კი მონდომება სჭირდება. სამაგიეროდ, მერე არ ინანებთ... – ესეც ხომ საქმეა?!

скачать dle 11.3