კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დააკვირდეთ, რას გკარნახობთ გრძნობის ორგანოები ახალ ბინაში შესულს და რატომ უნდა გათვალოთ ყველა დეტალი სახლის ყიდვისას

როდესაც ცხოვრებაში წარუმატებელი, ეგრეთ წოდებული, „ჩავარდნის“ პერიოდი იწყება, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ცხოვრება. ახლა ის პერიოდი დგას, როცა ბევრი ფიქრობს, როგორ ააშენოს ახალი საცხოვრებელი, ჩაუტაროს ბინას სარემონტო თუ კოსმეტიკური სამუშაოები. დიახ, ამას, როგორც წესი, ზაფხულის დროს ვამთხვევთ, შვებულებას, როცა სამსახურის საქმეებისგან დროებით ვისვენებთ და, გვინდა, ირგვლივ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ამ საკითხს მეტად ფრთხილად და ცოდნით უნდა მივუდგეთ და ყველა დეტალი გავთვალოთ,  რომ ამ ყოველივემ მომავალში პრობლემების წინაშე კი არ დაგვაყენოს, არამედ, სიამოვნება მოგვანიჭოს და წარმატებისკენ გვიბიძგოს. 

– ქალბატონო ლალი, დღეს ბევრი ყიდულობს მიწას და საკუთარი გემოვნებით აშენებს სახლს, მაგრამ, არ ინტერესდება იმ ადგილის ენერგეტიკით. ძველად კი, იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ხეს რგავდნენ, თუ ის გაიხარებდა, მხოლოდ ამის შემდეგ, იწყებდნენ მშენებლობას. ეს მეთოდი დღესაც ამართლებს?
– რასაკვირველია. თუმცა, დღეს უამრავი ხელსაწყო არსებობს ამის დასადგენად. იმ ადგილას დაგროვილი ენერგიები, სადაც სახლის აშენებას გეგმავთ, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, უდიდეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. საცხოვრებლის ყველა კუთხე-კუნჭული ენერგიის დაგროვებას იწყებს და ეს ენერგია მოდის როგორც მიწიდან, ასევე, ადამიანებისგანაც. ამიტომ არის, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანების ბინაში ყოფნა გსიამოვნებთ, უარყოფითი ენერგიის მქონე სახლში კი ფორიაქობთ, ვერ ისვენებთ, გინდათ, მალე დატოვოთ იქაურობა. ეს ცუდი აურა კი, შემდეგ დიდხანს გაგყვებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხოლო ის, თუ როგორ მივხვდეთ, დაგროვდა თუ არა ბინაში უარყოფითი ენერგია, ძალიან მარტივია: კარგად დააკვირდით, სახლში ყოფნისას ხომ არ შფოთავთ, ხშირად და მალე ხომ არ ფუჭდება საკვები, ზამთრის მარაგი, ჭკნება ქოთნის ყვავილები. თუ ძაღლი გყავთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებსაც: თუ ის ნერვიულად დადის ოთახიდან ოთახში, ყეფს და იღრინება, ესე იგი, ამ უარყოფით გავლენას განიცდის.
– შეგიძლიათ, რეკომენდაცია მისცეთ იმათ, ვინც უკვე აშენებული ბინის ან სახლის  ყიდვას აპირებს?
– ბინის ყიდვისას, კარგად უნდა გაიმახვილოთ გრძნობითი ორგანოები. ჯერ ერთი, გირჩევთ, კარგად გაარკვიოთ, ვინ ცხოვრობდა იქ, რა იყო ამ სახლში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი, რამდენად წარმატებულები იყვნენ ცხოვრებაში. შედით ბინაში, ცოტა ხანს დადექით და, თუ იგრძნობთ, რომ სახლის აურა დადებითად მოქმედებს თქვენზე, ესე იგი, შეგიძლიათ, ეს ბინა  შეიძინოთ.  ახლა ის პერიოდი დგას, როცა ვფიქრობთ, მოვაწესრიგოთ სახლი, გავაკეთოთ რემონტი, შევღებოთ კარ-ფანჯარა თუ კედლები, დავიწყოთ საცხოვრებლის აშენება და ასე შემდეგ.  ამისთვის მხოლოდ ფინანსები და დრო როდია საკმარისი. გირჩევთ, მსგავს საკითხებში პროფესიონალებიც ჩართოთ, მათ შორის – პარაფსიქოლოგებიც, რომლებიც ისეთ საიდუმლოებებში გაგარკვევენ, ცხოვრება უზრუნველი გექნებათ.
– ვფიქრობ, საცხოვრებელ სახლსა და მის რემონტს ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს და თავად წყვეტს, როგორ გარემოში უნდა ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით რა საჭიროა სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება, გემოვნებაზე ხომ არ დავობენ?
– გეთანხმებით, გემოვნებაზე არ დავობენ, ოღონდ, მე სხვისი გემოვნების კი არა, სპეციალისტების და, კონკრეტულად, ამ სფეროში მომუშავე იმ ადამიანების აზრის გათვალისწინება ვიგულისხმე, რომელთა რჩევაც თქვენთვის კომპეტენტური იქნება, რომ მომავალში საცხოვრებელ გარემოში შეტანილმა არასწორმა შტრიხმა პრობლემა არ შეგიქმნათ. სხვათა შორის, ტყუილად როდი  ვახსენე, ამ საქმეში პარაფსიქოლოგების ნათქვამიც გაითვალისწინეთ-მეთქი. მეტი დამაჯერებლობისთვის, შემიძლია, რამდენიმე მაგალითი გითხრათ და ჩემი ნათქვამის სისწორეში თავად დარწმუნდებით. ეს, რასაკვირველია, აგარაკებსაც ეხება, სადაც შვებულების დროს ისვენებთ და გინდათ ძალების მოკრება. კერძოდ, არ უნდა ააშენოთ სახლი მთის წვერზე, არც ხეობის შესასვლელში ან გამოსასვლელში, რადგან, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, წარმატების ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ.  ასევე, არ უნდა ააშენოთ ან იყიდოთ სახლი გზაჯვარედინზე, რადგან ასეთ საცხოვრებელში წარუმატებლობის შანსი იზრდება და ადამიანებს შორის ურთიერთობები ვერ ლაგდება. კარგია, თუ სახლის ფასადი დასავლეთისკენაა მიმართული და იქ კი გზა გადის, რადგან ასეთ გარემოში ადვილია სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების მოპოვება, პირადი ცხოვრების ადვილად აწყობა და გარშემო მყოფების აგრესიისგან თავდაცვა.
– თუ კერძო სახლის მშენებლობას ვიწყებთ და გარშემო ბევრი სახლი დგას, ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– დროული კითხვაა, რადგან, რამდენი კერძო სახლიც ვნახე, თითქმის არსად არ არის დაცული პარაფსიქოლოგიური კანონები და, ნაცნობებისგან მსმენია კიდეც, ასეთ წამოჭიმულ სახლებში რაც ხდება. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ, აიშენოთ კერძო სახლი და ირგვლივ სხვა საცხოვრებელი სახლებიცაა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებიც მომავალში თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, კერძოდ: თქვენი სახლი არ უნდა იყოს ირგვლივ მდებარე სახლებზე ძალიან მაღალი. როცა სახლი ყველა მხრიდან ღიაა და იზოლირება შეუძლებელია, ადამიანები მოუსვენრად გრძნობენ თავს. ამ დროს სახლიდან გაედინება დადებითი ენერგიები და მათი ეგრეთ წოდებული „შეკავება” და ცირკულაცია საცხოვრებელში ვერ ხერხდება. ასეთი დისჰარმონია კი უეცარი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
– რომ ამბობენ, სახლი უმცროსი მემკვიდრისაა და ის მშობლებთან უნდა დარჩესო, ამას ეზოთერიკასთან რაიმე კავშირი აქვს?
– რასაკვირველია, აქვს და ყველა მსგავსი წესი, რომელიც წინაპრებისგან მოდის, სრული სიმართლეა. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი მშობლებთან უნდა დარჩეს და მან განაგრძოს ოჯახური ტრადიცია. რაც შეეხება იმას, რომ გაყოფილი ძმები ერთ ეზოში იშენებენ სახლს და სახლდებიან მეზობლად, ეს არ შეიძლება. ამ დროს ორივე ცუდად გრძნობს თავს და მათ შორის ქვეცნობიერად მიდის დავა. ეს, შესაძლოა, თვალშისაცემი არ იყოს, მაგრამ, გარკვეული დისჰარმონია აუცილებლად იქნება.
–  გამიგია, რომ, სადაც ორსული ქალი ცხოვრობს, იმ სახლში არ შეიძლება სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– მართალია, იმ სახლში, სადაც ორსული ქალია, სარემონტო სამუშაოების ჩატარება კატეგორიულად იკრძალება. განსაკუთრებით საშიშია მშენებლობის დროს ბლოკების გამოყენება, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს მის მშობიარობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. სახლი ის ადგილია, სადაც დღის დაძაბული რიტმისა და მომქანცველი მუშაობის შემდეგ ადამიანმა უნდა დაისვენოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი იდილია და სიმშვიდე უცხოა. ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, ვის ეკუთვნოდა წინათ ბინა, რომელიც შეიძინეთ და ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, ან, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ; რა ვნება და რა ძალა ტრიალებდა თქვენს მისვლამდე იქ. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ, იმ სახლში, სადაც თვითმკვლელობა მოხდა ან ბოროტი ადამიანები ცხოვრობდნენ, უარყოფითი ენერგია დიდხანს ტრიალებს. ასეთი ბინის შეძენისას და იქ დასახლების შემდეგ კი ხშირად ბოროტი ძალების მსახური თავად ხდებით და, შესაძლოა, დიდი ხნის წინ მომხდარი ტრაგედია წლების შემდეგ კვლავ  განმეორდეს.

скачать dle 11.3