კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიუძღვნა გრიშაშვილმა ელენე ახვლედიანს ქორწილში მწარე ლექსები და რატომ არ მიჰყიდა მან პიკასოს თავისი ნახატი

ის გაზაფხულის მშვენიერ თვეს აპრილში დაიბადა. მისი ჯადოსნური ფუნჯით შეიქმნა განუმეორებელ პეიზაჟთა მთელი ციკლი გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის, ზამთრის თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის. ელენე ახვლედიანის შემოქმედებას ყველა კარგად იცნობს, მაგრამ, აქამდე ცოტა რამ თუ იცოდა საზოგადოებამ მის არაორდინარულობაზე, პირად ცხოვრებასა და შეხედულებებზე. ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის დღიურებსა და ფოტოალბომს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის მენეჯერი თამილა თევდორაძე დაგათვალიერებინებთ.
არშემდგარი მუსიკოსი
ელენე ახვლედიანი იმ ბედნიერ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც სიცოცხლეშივე პოვა აღიარება. ეს იშვიათი შემთხვევაა, თუმცა, ჩემი აზრით, ის მაინც არ იყო სათანადოდ დაფასებული. ელენე ახვლედიანი გაცილებით დიდი მხატვარია, ვიდრე აღიარებდნენ. ამავე დროს ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან დახვეწილი გემოვნების ქალბატონი, რაც ჩანს კიდეც მის შემოქმედებაშიც და ამ სახლის ინტერიერშიც, რომელიც მან თავის უსაყვარლეს თბილისსა და თბილისელებს დაუტოვა საჩუქრად.
ელენე ახვლედიანი დაიბადა კახეთში ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი გახლდათ, რომელიც ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ თელავში გაუშვეს, როგორც სამხედრო ექიმი და ბოლოს იქ დარჩა საცხოვრებლად. მან სოფელ კურდღელაურში გახსნა პატარა კლინიკა, სადაც უფასოდ ემსახურებოდა ხელმოკლე ადამიანებს. დიმიტრიმ ცოლად შეირთო ულამაზესი და ძალიან განათლებული ქალბატონი, ელისაბედ ერისთავი, ქართული ქირურგიის დამაარსებლის, კონსტანტინე ერისთავის ახლო ნათესავი.
თელავში მათი ოჯახი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. მათთან სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი იყრიდა თავს, სალონური სიტუაცია იყო. ელენე, მიუხედავად თავისი ასაკისა, არაჩვეულებრივად უკრავდა და ხშირად უწევდა აკომპანემენტს იქ გამოსულ მომღერლებს, მაგალითად, მომღერალ ანა ვარდიაშვილს. ძალიან საინტერესო შეხვედრები, კონცერტები ეწყობოდა. ხუთ დედმამიშვილში ელენე უფროსი იყო. არც ერთი მათგანი არ იყო ხელოვანი. ელენეს უნდოდა, მუსიკოსი გამხდარიყო. თავიდან სმენით უკრავდა, მერე – ნოტებით. მამამისის ახლო მეგობარი იყო მხატვარი ქართველიშვილი, რომელიც საკმაოდ კარგი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ. ის ხშირად დადიოდა მათთან სახლში. ელენეს ძალიან მოსწონდა ეს ადამიანი და აფასებდა მის შემოქმედებას, იმდენად, რომ საწოლთან ჰქონდა გაკრული მისი ნამუშევრები. ხშირად ჰბაძავდა კიდეც ხატვაში, მაგრამ, არასდროს უფიქრია, რომ მხატვარი გამოსულიყო. მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ მუსიკოსი ვერ გახდა.
დაწყებითი განათლება თელავში, წმიდა ნინოს სახელობის სასწავლებელში მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად კლარა ცეტკინის ქუჩაზე ცხოვრობდნენ – აქ დიმიტრიმ ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი შეიძინა. თბილისში ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იქვე დაეუფლა ხატვას, რომელსაც პოლონელი მხატვრები ნიკოლა სკლიფასოვსკი და ფოგელი ასწავლიდნენ. სკლიფასოვსკი ახვლედიანების მეზობელი იყო და როდესაც ნახა, როგორ ხატავდა ელენე, მშობლებს უთხრა: მე არ ვიცი, როგორი მუსიკოსი გამოვა ეს ბავშვი, მაგრამ, არაჩვეულებრივი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო. მან თავის სასწავლებელში დააწყებინა გოგონას ხატვა, ღია ცის ქვეშ უტარებდა გაკვეთილებს – ფეხით ადიოდნენ ხან მტკვარზე, ხან – მამადავითზე... ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია – ელენე პეიზაჟების მხატვარი გახდა. 1919 წელს, ცნობილ მხატვართა ნამუშევრების გვერდით, მისი თვრამეტამდე ნამუშევარი გამოიფინა და ელენე ახვლედიანი ცნობილი მხატვარი გახდა. 1940-იან წლებში ელენე ნათესავის სახლში, ქიაჩელზე გადმოვიდა, აი, ამ სახლში, სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ. 1922 წელს ელენე შედის ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში და ხვდება გიგო გაბაშვილის კლასში. ერთი წლის შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად მას იტალიასა და საფრანგეთში უშვებენ. პარიზიდან 1928 წელს დაბრუნდა. საფრანგეთში გამგზავრებამდე ელენეს მამა გარდაეცვალა. სხვათა შორის, პედაგოგობა არ უყვარდა, თუმცა, იძულებული იყო, ორი წელი ხატვის მასწავლებლად ემუშავა. პარიზში რომ წავიდა, იქიდან არც აპირებდა დაბრუნებას, ჰოლანდიაში უნდა გაჰყოლოდა თავის ნამუშევრებს, სადაც მისი პერსონალური  გამოფენა უნდა გამართულიყო, მაგრამ, შეიტყო, რომ დედა ავად გახდა და აღარ წავიდა, საქართველოში დაბრუნდა. ისეთი არეული პერიოდი იყო, რომ მისი ნამუშევრები სულ დაიკარგა, თუმცა, დიდად არც უნერვიულია ამაზე, მისთვის მთავარი იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. დედის გარდაცვალების შემდეგ საქართველოდან დიდი ხნით აღარც წასულა, სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრობდა – ოთხი ათეული წელი.
ელენე ახვლედიანის არაორდინარულობა, გაწბილებული გრიშაშვილი, პიკასო და უიღბლო ქორწინება
ელენე გათხოვილი გახლდათ. იტალიაში წასვლამდე მან გაიცნო აგრონომი აპოლონ კაკაბაძე, რომელსაც ცოლად გაჰყვა. იმ დროს აპოლონიც გაუშვეს იტალიაში სამსახურიდან (ახვლედიანი, გუდიაშვილი, ქიქოძე, მაღალაშვილი, ვარლამიშვილი და კაკაბაძე ერთად გაუშვეს საფრანგეთში, – ავტორი). თბილისში ძალიან პომპეზური ქორწილი გადაიხადეს, ეტლებით დასეირნობდნენ რუსთაველის გამზირზე, ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს. სხვათა შორის, ელენე იოსებ გრიშაშვილს ჰყვარებია, მაგრამ, ქალს ცოლობაზე უარი უთქვამს. მერე ქორწილში გრიშაშვილმა (ელენე ხომ არაორდინარული ქალი იყო და ქორწილში გრიშაშვილი დაპატიჟა) ისეთი მწარე-მწარე ლექსები წაუკითხა, რომ მოგვიანებით ამბობდნენ, გრიშაშვილმა დათარსაო. „...სიყვარულის საკითხებში შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს შენი ქმარი კაკაბაძე“... ახლად შეუღლებულები იტალიაში წავიდნენ და მალევე დასცილდნენ ერთმანეთს. აპოლონ კაკაბაძე თბილისში დაბრუნდა, ელენე კი პარიზში წავიდა. მათი დაშორების მიზეზი ქმრის ეჭვიანობა გახდა, ელენე კი ვერ აიტანდა თავის გვერდით ეჭვიან ადამიანს. ელენე ახვლედიანი იმ პერიოდში ფეხმძიმედ ყოფილა. პარიზში ყოფნის დროს მოისურვა მანქანის ტარების სწავლა, ავარია მოუვიდა და ბავშვი დაკარგა. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ, პარიზში ის საყვარელ საქმეს აკეთებდა და ამან გადაატანინა ტკივილი. იქ მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა. მაშინ მისი ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. მისი ნახატები პაბლო პიკასომ და მოდილიანმაც შეიძინეს. პიკასოს ელენეს სხვა ნამუშევრებთან ერთად „კახეთის ზამთრის“ შეძენაც მოუნდა, რაზეც ელენემ თავისი კახური პირდაპირობა გამოიჩინა და უთხრა: მეც ძალიან მომწონს ჩემი ეს ნამუშევარი და ამიტომ არასდროს არ გავყიდიო. ამის შემდეგ ძალიან დამეგობრდნენ და მთელი ცხოვრება მეგობრები იყვნენ, ჰქონდათ მიწერ-მოწერა, პიკასო ელენეს გამოფენებს ესწრებოდა ხოლმე. რაც შეეხება მოდილიანს, როცა მან რამდენიმე ნამუშევრის ყიდვა დააპირა, ელენემ აჩუქა მას თავისი ნახატები, მაგრამ, მოდილიანმა მაინც მიუტანა ფული და მაგიდაზე დაუდო. ელენეს ძალიან უყვარდა სურათების გაჩუქება. ის ვერიკო ანჯაფარიძის ახლო მეგობარი იყო. სოფიკო ჭიაურელი ხშირად დადიოდა ამ სახლში და ერთხელ მან გაიხსენა: ელიჩკას ძალიან მოსწონდა ჩემი „კინტოური“ და, რამდენჯერაც მაცეკვებდა, იმდენ სურათს მაჩუქებდა ხოლმეო. ასევე, უყვარდა სურსათის შეძენა და ძალიან ლამაზ პროდუქტს ყიდულობდა. ძირითადად, ვერის ბაზარში დადიოდა, მაგრამ, ეზოშიც ხშირად შემოჰქონდათ გასაყიდად. ხან ჰქონდა ფული, ხან – არა. ადგებოდა და პირდაპირ შემოსასვლელი ოთახის კედელზე მიაწერდა, ვისი ვალი ჰქონდა, რომ არ დავიწყებოდა და, როცა გადაიხდიდა, მერე გადახაზავდა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი იყო, რომ უნდა დაეტოვებინათ. ბევრი ორიგინალური თვისება ჰქონდა. ამ პატარა შუშაბანდში უწინ სამზარეულო იყო. რასტრაპოვიჩი მისი ახლო მეგობარი იყო და, თბილისში რომ ჩამოდიოდა, სასტუმროში კი არ მიდიოდა, ელენესთან რჩებოდა, ზოგჯერ თავის მეუღლესთან ერთადაც კი. ეს ტრადიცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე რასტაპოვიჩმა გვიამბო: „ელიჩკას მაინცდამაინც არ უყვარდა საჭმელების კეთება, მაგრამ, ერთხელ გვითხრა, ღვეზელებს გამოვაცხობო. შედგა ღუმელში და გამოვიდა ჩვენთან, აივანზე, ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ვეღარაფერი ვუთხარით და დაეწვა ეს ღვეზელები. ისე გაბრაზდა, რომ გამოაღო ფანჯარა და ტაფიანად ისროლა ეზოში. გულზე შემოგვეყარა – ვინმეს არ მოხვდეს თავშიო, მაგრამ, გადავრჩით. სამაგიეროდ, მშივრები დავრჩით“. ელენე 18 აპრილს არის დაბადებული. ძალიან უყვარდა დაბადების დღის გადახდა, მაგრამ,  ერთხელ, გადაწყვიტა, არ გადაეხადა. წავიდა ძველ თბილისში სასეირნოდ და შეხვდა ფარაჯანოვს. ფარაჯანოვმა იცოდა, რომ მისი დაბადების დღე იყო, მაგრამ, არც ეს ეუბნება არაფერს და არც ის. მთელი საღამო ხომ არ ივლიდნენ ასე, დადგა მომენტი, რომ უნდა წამოვიდეს სახლში. ფარაჯანოვმა – გაგაცილებო. რად მინდა შენი გაცილებაო, – უპასუხა ელენემ,  მაგრამ, ფარაჯანოვი რის ფარაჯანოვი იყო და, წამოჰყვა. როგორც წესი, ელენე სახლის გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ ინახავდა, რაც მთელმა მისმა სამეგობრომ იცოდა. მარტო ის ამ სახლში არასდროს ყოფილა, ყოველთვის მისი მეგობრები იყვნენ. მოვიდნენ, გააღო კარი და რას ხედავს – არაჩვეულებრივი პურმარილია გაშლილი. გაბრაზდა – ხომ გაგაფრთხილეთ, არც ერთი არ მოხვიდეთო. ამათმაც დამნაშავეებივით ჩაქინდრეს თავი და ჩუმად სხედან, მაგრამ, უცბად სიტუაცია განიმუხტა და კარგად მოილხინეს.
ბეღურების გადაფრენა
ელენე 1975 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ პურმარილით არა, მაგრამ, ყოველთვის აღინიშნება მისი დაბადების დღე – საინტერესო ღონისძიებები ტარდება. ბოლო 15 წელია, საინტერესო ფაქტი ხდება ამ სახლში: მისი დაბადების დღეს აივანზე მოფრინდება ხოლმე ლამაზი ჩიტი, ბუდეს გაიკეთებს, ბარტყებს დაჩეკს და მერე მიდის. იცით, როგორია? ძალიან ლამაზი, ფერწერული, ისე ამაყად ზის, რომ შეხედავთ, თითქოს მის გარეგნობასთან ავლებ პარალელს. ბუდე ბოლომდე აიყვანა და ერთი წელი არ მოსულა. განვიცდიდით – მოვა, არ მოვა... 17 აპრილს გვიან წავედი სახლში, დილით რომ მოვედი, მეორე მხარეს შევამჩნიეთ ახალი ბუდე. ვფიქრობ, რომ მისი სული დაბრუნდა ამ სახლში. ყველაზე მძიმე მისთვის მშობლების გარდაცვალება იყო, სხვა მხრივ, შესაშური ცხოვრება ჰქონდა, კარგ გარემოში, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა და, გარდაცვალებაც, თუკი შეიძლება, გარდაცვალებას ლამაზი უწოდო, ნამდვილად ლამაზი ჰქონდა. მას ჰყავდა ქართველ პეიზაჟთა მხატვრების პატარა ჯგუფი. მიკროავტობუსი ჰყავდათ, დადიოდნენ მთელ საქართველოში, ხატავდნენ პეიზაჟებს და შემდეგ გამოფენებს აწყობდნენ. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე გარდაიცვალა: იმ დროს ფინანსთა მინისტრი ფარნა ანანიაშვილი გახლდათ. მაშინ არ იყო ბევრი დარბაზი. დაიწუწუნა ელენემ – გამოფენის გაკეთება მინდა და დარბაზს ვერ ვპოულობო. მე დაგითმობთ დარბაზსო – უთხრა ანანიაშვილმა. და... შენ ვინ ხარო, – ჰკითხა ელენემ. მე ფინანსთა მინისტრი ფარნა ანანიაშვილი ვარო. ეს ახლაა, ყველაფერი რომ ვიცით, ვინ ვინ არის, თორემ, მაშინ ხალხმა ასე არ იცოდა, ვინ რისი მინისტრი იყო. ამ გამოფენაზე მუსიკაც ჟღერდა, რომელიც თვითონვე შეარჩია. სიტყვა რომ უნდა ეთქვა, ცუდად გახდა. ნათელა ურუშაძემ, რომელიც მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო, ჰკითხა, რა დაგემართაო. „კაკ სტიდნო უ ვსეხ ნა გლაზახ!“ – თქვა და გაითიშა. გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ტვინში სისხლი ჩაექცა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ მივდიოდით, აფორიაქებული იყო, იმდენად აფორიაქებული, რომ ცალ-ცალი ჩექმა ჩაიცვაო.
შავი როიალი, შერისხული მჟავანაძე და სახლიდან გაგდებული მეგობარი
ეს შავი როიალი არაჩვეულებრივი ჟღერადობისაა, მასზე ბევრ ცნობილ პიანისტს აქვს დაკრული ამ სახლში, მაგალითად, ჰენრიხ ნეიჰაუზს, რიხტერს. თავის დროზე ოთარ თაქთაქიშვილმა აჩუქა – ისე გიყვარს მუსიკა, ამ სახლში ერთი კარგი როიალი კი უნდა იდგასო. რესპუბლიკის მოედანზე არაჩვეულებრივი თუთის ხე იდგა და მოჭრეს. გადაირია. მისი მეგობარი ყვებოდა: შემოვედი და მესმის მისი ხმა, ვიღაცას ეჩხუბება, მაგრამ, ჯერ არ ვიცი, ვინმე ჰყავს სახლში თუ ტელეფონზე ჩხუბობსო. თურმე, მჟავანაძეს ეჩხუბებოდა ტელეფონში – როგორ თუ ხე მოჭერითო. ისეთი დღე აყარა... ისე იყო მეგობრებში და თავის საქმეში ჩაფლული, პირადი ცხოვრებისთვის აღარ ეცალა, ეს იყო მისთვის ყველაფერი. ძალიან პროდუქტიული მხატვარი იყო და, მე ვფიქრობ, მას რომ ოჯახი ჰქონოდა, ამდენს ვერ შექმნიდა. მთხოვნელები, ალბათ, ჰყავდა, რადგან, კარგი გარეგნობის ქალი იყო. ძალიან მკაცრი, კლასიკური ჩაცმის სტილი ჰქონდა, მაგრამ, ამავე დროს, ქალურიც იყო – შარფები, შლაპები უყვარდა. ბევრს ეწეოდა. დასასვენებლად ციხისჯვარში, აბასთუმანში დადიოდა, თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. იქ გაიცნო ერთი კარგი ქალბატონი მიხაილოვა, რომელსაც არავინ ჰყავდა და ავად იყო. წამოიყვანა თავის სახლში და უვლიდა, ბოლოს ამ სახლში გარდაიცვალა ის ქალი. უკეთილშობილესი იყო, მაგრამ, ამავე დროს, წყენია. ნათელა ურუშაძე ყვებოდა: ერთხელ რაღაცაზე გამინაწყენდა  და სახლიდან გამაგდო. წავედი და, სანამ სახლში მივედი, ასჯერ დაურეკავს ჩემთან. მერე მომიბოდიშა, კარგი რა, მართლა გეგონა, რომ გაგაგდეო?!
„ლობიო“ სტალინისთვის
ელენე მოსკოვში თავის მეგობარ ნატა ვაჩნაძესთან ერთად იყო ჩასული დეკადაზე. სტალინისთვის თავისი ერთ-ერთი ნახატი უნდა გადაეცა საჩუქრად და სიტყვა ეთქვა, მაგრამ ისე დაიბნა, სტალინს პირდაპირ მიაჩეჩა ხელში სურათი – აჰაო. სტალინს გაეცინა, თურმე – აჰა, რა, ლობიოაო.

скачать dle 11.3