კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში სალათის ფურცლები


ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის, კვების რაციონში გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათის შეტანაც სჭირდება. ის მდიდარია ვიტამინებით.
მწვანე სალათის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ევაკუაციას.
სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ვიტამინი თერმული დამუშავების დროს კარგავს ღირებულ თვისებებს. თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს კარგად შეითვისებს თქვენი ორგანიზმი. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად.
განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების ჭამა ორსულობის დროს. ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეების განვითარება, ფსიქიკური მოშლა. ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავას ნაკლებობას, ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც ნაკლებია.
კუჭ-ნაწლავის დაავადების თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა ფოლიუმის მჟავასა და ბეტაკაროტინის მიღება. ამ უკანასკნელების მარაგი კი სწორედ მწვანე სალათის ფოთლებშია. ის ასევე, შეიცავს ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო მჟავებს, რომლებიც საშარდე სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან იცავს.
თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ ამა თუ იმ დაავადებისგან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამეთ მწვანე სალათის გემრიელი და სასარგებლო ფოთლები.

საკვებით მოწამვლის შემდეგ აღიდგინეთ ორგანიზმში კალციუმის მარაგი
თუ საკვებით მოწამვლის ან ზედმეტი კვების შემდეგ კუჭმა ძალიან შეგაწუხათ, კარგი იქნება, დაახლოებით ათი საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ჭამისგან, რადგან, ამ დროს აუცილებელია, კუჭმა დაისვენოს. სამკურნალო შიმშილის შემდეგ კი შეგიძლიათ, მიიღოთ საკვები მცირე ულუფებად, 4 საათში ერთხელ. უმჯობესია, პირველ დღეს მიირთვათ ორცხობილა, კეფირი, წყალში მოხარშული ბრინჯი, შვრიის ფაფა; მეორე დღეს – ქათმის ბულიონი, ბრინჯის წვნიანი, მოხარშული თევზი ან ხორცი, კარტოფილის ან სტაფილოს პიურე.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შიმშილით ვერ მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას. იმისთვის, რომ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოიდევნოს, აუცილებელია, ყოველ საათში ერთხელ მიიღოთ დაახლოებით 200-250 გრამი სითხე – დალიეთ ოდნავ დამტკბარი, თბილი, ღია შეფერილობის ჩაი.
თუ მარილიანი საკვები მოგინდათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმმა დაკარგა არა მხოლოდ სითხე, არამედ ნატრიუმიც და ქლორიც. ამ დროს გირჩევთ, გახსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და, რომ გაგრილდება, დიდი ყლუპებით დალიოთ.
სტაფილოს ან კარტოფილის ნახარში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს კალიუმის აღდგენაში: აიღეთ 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო, გახეხეთ, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და 10 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ, გემოვნებით მოაყარეთ მარილი და მიირთვით.
უშაქროდ მოხარშეთ ჭერმის ჩირი, ქიშმიში და ბანანი. სვით ეს წვენი და შეივსეთ ორგანიზმი კალიუმით.

როდის ხდება საშიში ქალისთვის მიომა და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება
საშვილოსნოს მიომა ქალის სასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქალის საშვილოსნო კუნთოვანი ღრუ ორგანოა. თავად კუნთოვანი ქსოვილი შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით, ხოლო გარედან დაფარულია შემაერთებელი ქსოვილით. მიომა ქსოვილში განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია – მკვრივი და კვანძიანი, გამოყოფილი გარშემო მყოფი ქსოვილებისგან.
საშვილოსნოს მიომა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. მიომას კუნთოვანი კვანძი საშვილოსნოს გარდა სხვა ადგილებშიც ვითარდება, მაგალითად, საშვილოსნოს მილებში, იოგებში და ასე შემდეგ.
განასხვავებენ მიომის სამ ფორმას, კერძოდ: ინტერსტიციურს, როცა მიომა საშვილოსნოს კედლის სისქეშია მოთავსებული; სუბმუკოზურს, როცა კვანძი ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება და სუბსეროზულს, როცა მიომური წარმონაქმნი მიმართულია გარეთა შემაერთებელი ქსოვილისკენ.
მსგავსი სიმსივნის განვითარების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევა. მიომური კვანძის განვითარებას, ზოგი ექიმის აზრით, იწვევს ქალის სასქესო ჰორმონი – ესტროგენი, კერძოდ, მისი ჭარბი გამომუშავება.
ასევე, საშვილოსნოს მიომის განვითარებას ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ანთებითი ხასიათის დაზიანებები, ხშირი აბორტები და მემკვიდრეობითი ფაქტორი.
როცა მიომის დროს იწყება ტკივილი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სიმსივნური კვანძი დიდი ზომისაა და ის აწვება სხვა ორგანოებს, აფერხებს მათ მუშაობას, ან, თავად კვანძში დაირღვა სისხლის მიმოქცევა, განვითარდა ქსოვილების კვდომა და ასე შემდეგ.
დიდი ზომის კვანძის საშარდე ბუშტზე ზეწოლისას შარდვა საგრძნობლად გაძნელებულია, სწორ ნაწლავზე ზეწოლა კი იწვევს შეკრულობას.
მიომა ხშირად არის უშვილობის მიზეზი, ფეხმძიმობის დროს კი, სიმსივნური წარმონაქმნი ხელს უშლის ნაყოფის სწორ განვითარებას და ხშირად მუცლის მოშლის მიზეზი ხდება.
მიომის მკურნალობა მიმდინარეობს ჰორმონული პრეპარატებით ან მას საერთოდ ამოკვეთენ. მკურნალობა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა მიომა, სად მდებარეობს ის, რა ასაკისაა ქალი და ასე შემდეგ. ხშირად კი, მცირე ზომის სიმსივნის არსებობისას, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, კვანძი ძალიან მალე, თავისთავად ქრება და არც კვალს ტოვებს.

რას იწვევს ორგანიზმში იოდის ნაკლებობა
ადამიანებში მიკროელემენტ იოდის უკმარისობა გულის შეკუმშვათა რიცხვს ამცირებს და სხეულის ტემპერატურას აქვეითებს. ასევე, ქვეითდება იმუნიტეტი, იწყება თმის ცვენა, ნელდება მოძრაობა, ადამიანი ადვილად იღლება, სახე და კიდურები შეშუპებული აქვს, აღენიშნება ოფლიანობა, სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება.
ტვინს აუცილებლად სჭირდება იოდი, რომ მან ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს. ლოგიკურ აზროვნებას, კუნთების მოძრაობას, მეტყველების განვითარებას, ყურადღების კონცენტრაციას, მხედველობით მეხსიერებას, სმენითი ინფორმაციის სწორად აღქმას სისხლში იოდის ნორმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს.
ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ის დიდი რაოდენობით მოიპოვება მცენარეებშიც. ორგანიზმში მოხვედრილი იოდი წვრილი ნაწლავების წინა ნაწილიდან შეიწოვება და სისხლში გადადის. ცირკულაციაში მოხვედრილი ელემენტის ნაწილი კუნთებში, ნაწილი კი ფარისებრ ჯირკვლებში ხვდება.
როცა ამ მიკროელემენტის მიღებული ნორმა საკმარისია, ენდოკრინული პროცესები ადამიანის ორგანიზმში ნორმალურად მიმდინარეობს, სისხლში კი იოდის დონე მუდმივი რჩება.
იოდის დეფიციტის დროს მისი შევსება ყველაზე ადვილად საკვებით ხდება. მისი შემცველობით გამოირჩევა: ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, რძე, ყურძენი, კარტოფილი, ხორბალი, კეფირი, სტაფილო, სალათის ფურცლები, ბოლოკი, ჭარხალი, ნაღები, არაჟანი, სოია, ლობიო, ნიორი. გახსოვდეთ ისიც, რომ როგორც მისი ნაკლებობაა საშიში, ასევე საშიშია მისი ჭარბი დოზაც. ამიტომ, აუცილებლად აკონტროლეთ იოდის ნორმა ორგანიზმში.

ნევროზულმა ადამიანმა მაყვლის ფოთლების ჩაი უნდა სვას
მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, სიროფს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და ასე შემდეგ.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება სასარგებლო და არომატული ჩაი. ახალი ფოთლები დაკრიფეთ, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში. როცა ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, გააშრეთ ჰაერზე. მისგან მომზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ორგანიზმის გამაძლიერებელ და დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება, კლასიკური ნევროზის დროს. ის, ასევე, ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაცაა.
ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ასევე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში კი გამოსავლებად. ნაყენი ასე მზადდება: 2  სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი, ანუ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ოთხი საათის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბინძურ წყალში ბანაობა და დაქვეითებული იმუნიტეტი შარდ-სასქესო ორგანოების დაინფიცირებას იწვევს
დღეს ბევრი ადამიანი ავადდება შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებით, მაგალითად,  ცისტიტით, ურეთრიტით და პიელონეფრიტით. ამ დაავადებების სიხშირის მიზეზია ნიტრატებით მდიდარი საკვები, რადიაცია, ქიმიური ნივთიერებები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის მდგომარეობას.
თუ თირკმელები წესრიგში არ არის, ადამიანს აღენიშნება ტკივილი შარდვის დროს, ხშირი შარდვა, შეუკავებლობა, წვეთებით შარდვა, შარდის ფერის შეცვლა, ამღვრევა, ცუდი სუნი. ასევე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წელის არეში, ტემპერატურის აწევა, შეშუპება, გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება.
თირკმელების დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე, იოლად დაღლა, მადის დაქვეითება. თირკმელებით განპირობებულმა არტერიულმა ჰიპერტონიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ღებინება, ხანდახან – კრუნჩხვებიც კი.
სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, ხანდახან საკმაო ხნის განმავლობაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, ჰიდრონევროზი, ხშირ შემთხვევაში მანამდე არ ავლენს თავს, სანამ სიტუაცია ისე არ დამძიმდება, რომ თირკმლის ამოკვეთის გარდა, გამოსავალი აღარ რჩება. ხანდახან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, დაავადება, დასაწყისში რომ არ გამოგეპაროთ, პერიოდულად უნდა ჩაიტაროთ სისხლისა და შარდის ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
შარდსადენი გზების ინფექციის განვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს: ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და მიკრობის არსებობა, რომელიც შარდსადენის ანთებით პროცესებს იწვევს.
არსებობს მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც გენეტიკური პათოლოგიებით არის განპირობებული.
დაავადების რისკი რომ შეამციროთ, მოერიდეთ გაციებას, აკონტროლეთ განავლისა და შარდის გამოყოფის რეგულირება, დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენა და მოერიდეთ დაბინძურებულ წყალში ბანაობას. ამ ყოველივეს გათვალისწინება ამცირებს შარდ-სასქესო ორგანოების დაავადების რისკს.

скачать dle 11.3