კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  არის ეჭვი, რომ C ჰეპატიტი მაქვს. შეიძლება ამ დიაგნოზით კვების მრეწველობაში მუშაობა?
პასუხი: თუ ქრონიკული ჰეპატიტის დიაგნოზი დადასტურებულია (ეჭვი არ არის საკმარისი), კვების მრეწველობაში სამუშაოდ არსებობს გარკვეული შეზღუდვები.
კითხვა:  მედიკამენტური აბორტის შემდეგ ორსულობის ტესტი დადებითია თუ მაშინვე უარყოფითი უნდა იყოს?
პასუხი: ორსულობის შეწყვეტის შემდეგ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (2-4 კვირა) ქორიონგონადოტროპული ჰორმონი ცირკულირებს სისხლში და ამიტომ ტესტი დადებითია.
კითხვა: გაზაფხულზე მაქვს ალერგია, ყოველ წელს რაღაც ახალი ხდება. რატომ?
პასუხი: მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია სეზონური ალერგიის  მკურნალობა. სხვა შემთხვევაში, ალერგიის გამომწვევი ფაქტორების რიცხვი თანდათან იზრდება. ამას გარდა, იზრდება ბრონქული ასთმით,  სინუსიტებითა (ცხვირის წიაღების ანთება) და ოტიტით (ყურის ანთება) დაავადების რისკი.
კითხვა:  როდის ხდება ხალი ჯანმრთელობისთვის საშიში?
პასუხი: თუ ხალი (პაპილომა ან ნევუსი) დაბადებიდან არსებობს და არ იცვლის ფერსა და ფორმას, ის მართლაც უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია, რომ ის მზის ხშირ დასხივებას მოარიდოთ. ხოლო, თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილას არის, რომ ხშირად განიცდის ტრავმირებას, უმჯობესია მისი ამოკვეთა. სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნევუსი, რომელიც თავის თმიან ნაწილშია. ხშირმა უარყოფითმა ზემოქმედებამ  (დავარცხნა, თმის შეღებვა, ქიმიური დახვევა, ცხელი ფენი) ხალის ზრდისა და გარდაქმნის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს.
კითხვა: ვარ 29 კვირის ორსული, აღმომაჩნდა „თხელი პლაცენტა“ – 25 მილიმეტრი. როგორი რეჟიმი და კვება მჭირდება?
პასუხი: პლაცენტის სისქე 29 კვირაზე ნორმაში მერყეობს – 23-38,5 მილიმეტრის ფარგლებში. დიაგნოსტიკური შეცდომის გამოსარიცხად, უნდა დარწმუნდეთ, სინამდვილეში რა სისქის არის პლაცენტა. რეჟიმი და კვება პლაცენტის სისქეზე გავლენას არ ახდენს. თუ ის მართლაც პათოლოგიურად თხელია, მაშინ, ეს პლაცენტური უკმარისობის მაჩვენებელია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
კითხვა:  საშიშია თუ არა ლიპომა?
პასუხი: ლიპომა კეთილთვისებიანი შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნეა, რომელიც კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში ვითარდება მეტაბოლური ცვლილებების გამო. ხოლო ავთვისებიან ლიპომას სხვა დასახელება აქვს – ლიპოსარკომა. ლიპომა ლიპოსარკომად თითქმის არასდროს არ  გარდაიქმნება, კარგად ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას და არ განიცდის რეციდივს.
კითხვა:  რა არის აგრანულოციტოზი?
პასუხი: ნეიტროპენია (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი) – სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, რომელიც ზრდის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისადმი მიდრეკილებას. ნეიტროპენიის ყველაზე ხშირი მიზეზია  ნეიტროფილების წარმოქმნის წამლისმიერი დათრგუნვა (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა და სხვა).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3