კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამართა თინათინ ჯაფარიძემ ბროდვეის ცნობილ თეატრში ლედი გაგასა და ბრუკ შილდსის შემდეგ შოუ, რომელიც მისი ცხოვრების ისტორიაზე იყო აგებული

უნიჭიერესი მომღერლისა და კომპოზიტორის, თინათინ ჯაფარიძის საინტერესო ისტორია ახლა უკვე ბროდვეის მაყურებლისთვის გახდა ცნობილი. 2 ივლისს ის ბროდვეიზე, ძალიან ცნობილ „თრაიედ თეატრის“ სცენაზე, კრიტიკული მაყურებლის წინაშე თიმოთი გრეფენრიდთან ერთად წარდგა და საოცარი ემოციურობითა და არტისტულობით უამბო ბროდვეის სამყაროს პროფესიონალებს თავისი ისტორია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია‚ საღამოს დამთავრების შემდეგ, მაყურებლის დიდ ნაწილს, რომელიც თითქმის მთელ დროს ბროდვეიზე ატარებს, თავად დგამს სპექტაკლებს და მონაწილეობს, ერთი სურვილი ამოძრავებდა: კიდევ ერთხელ ენახა და მოესმინა თინათინ ჯაფარიძის ცხოვრების ისტორია. დაახლოებით ერთ წელიწადში, არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი საკუთარი გრანდიოზული შოუს პრემიერას უკვე ბროდვეის სცენაზე გამართავს.

თინათინ ჯაფარიძე: ამ შოუზე ორ წელიწადზე ცოტა მეტხანს ვმუშაობდი. გეზი მაინც დოკუმენტურ ფილმზე მქონდა აღებული, რადგან, ვერ ვიფიქრებდი, რომ გავაკეთებდი ბროდვეის შოუს და თან, ის  ჩემი ცხოვრების მოტივებზე იქნებოდა აგებული. ამ შოუზე ვმუშაობ  თიმოთი გრეფენრიდთან ერთად, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. 16 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში პირველად ჩამოვედი სამუშაოდ, ბარბრა სტრეიზანდის პოეტებთან მქონდა გამოსვლა და, სანამ მოსკოვში დავბრუნდებოდი, წინა დღეს შევხვდი თიმოთის. იმდენად შთამბეჭდავი შეხვედრა გვქონდა, რომ ნახევარი საათის ნაცვლად‚ ოთხ საათს გაგრძელდა. მას შემდეგ ხუთი წელი ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი, მაგრამ, ორივეს გვახსოვდა ერთმანეთის არსებობა. 2005 წლის დასაწყისში‚ როდესაც ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად, დავურეკე და უკვე პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს. ის ძალიან დაკავებულია, სისტემატურად აქვს შოუები; ბროდვეის კომპოზიტორი და ყველა დიდი მომღერლისა და მსახიობის მუსიკალური დირექტორია. მეც, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე აქტიურად დავიწყე მუშაობა ჯერ გაეროში, შემდეგ კი – რადიოში. მუსიკას ცოტათი ჩამოვშორდი და ამის გამო თიმოთის გული სწყდებოდა. 2009 წელს თიმოთის ლილიას უაითთან, რომელიც ჩემს შოუსაც დაესწრო, კონცერტი ჰქონდა. მე ლილიასსაც ვიცნობდი – ბარბრას პოეტების საღამოზე ერთად გამოვდიოდით. ის ბროდვეის  ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მაგრამ, ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. როდესაც მათ კონცერტზე მივედი, თიმოთიმ მითხრა – დრო მოვიდა, რომ ერთად ვიმუშაოთ შოუზეო. მერე რამდენიმე თვეში  დამირეკა: ჩვენი საუბარი არ დამვიწყებია, მინდა, შეგხვდეო. „ევროვიზიიდან“ ახალი დაბრუნებული ვიყავი და უკვე დიდი დაინტერესება გამოვიწვიე, როგორც კომპოზიტორმა. მოკლედ‚ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენი ერთად მუშაობა. თავიდან უნდა ყოფილიყო კონცერტის ტიპის სპექტაკლი – უნდა შეგვეკრიბა სხვადასხვა სიმღერა – ისინი, რომლებიც ბავშვობაში მიყვარდა; ასევე‚ ჩემი და თიმოთის დაწერილი სიმღერები და პატარა კონცერტი უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ, ჩემი წიგნის რამდენიმე თავი რომ წაიკითხა, მითხრა: ვიცი‚ ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს და, იქნებ, ეპიზოდები გამოვიყენოთ, ანუ, კონცერტის ფორმატში ეპიზოდურად ჩავრთოთ შენი მონაყოლიო. ერთ-ერთ რეპეტიციაზე კი შემომთავაზა, მსახიობური ნიჭი გაქვს და, ჯობია‚ სპექტაკლივით გავაკეთოთო. მაშინ ბროდვეიზე ლაპარაკი და პრეტენზიაც არ იყო, თუმცა, ბროდვეის სამყაროში თიმოთი დიდი ფიგურაა და, რაღაც მომენტში ეს გავიფიქრე კიდეც, მაგრამ‚ უფრო მომავლისთვის. მოკლედ‚ ფორმატი შევცვალეთ და დავიწყეთ მონო-შოუს ტიპის კონცერტზე მუშაობა. ამერიკაში, განსაკუთრებით – ბროდვეიზე, როდესაც მიუზიკლი ყალიბდება, კომპოზიტორმა  ყველა იმ სიმღერის უფლება უნდა მოგცეს, რომლის გამოყენებასაც აპირებ; ნებართვა უნდა მიიღო ყველა ცნობილი ადამიანისგან, რომლის სახელსაც ახსენებ  და ამის გამო კიდევ უფრო გართულდა ყველაფერი, მაგრამ, გამიმართლა, რომ იურისტების ძალიან კარგი, ძლიერი ჯგუფი მყავს და მათ ყველაფერი მოაგვარეს, მე მხოლოდ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა. ბოლო ორი წელიწადი, იცი‚ რატომ მოვუნდით მასალის ჩამოყალიბებას?! დავწერდი ახალ სიმღერას, თიმოთის მოეწონებოდა და მერე შოუში მისი ჩართვა მთელი ამბავი იყო. ვფიქრობდი: რა გახდა-მეთქი. ხუთი წელი უნდა ბროდვეის შოუს დადგმას, ეს რომ მცოდნოდა, უარს ვიტყოდი. კიდევ კარგი‚ ორ წელიწადში მოვრჩით, თან‚ ეს მხოლოდ დასაწყისია. თავიდან არ გვყავდა რეჟისორი, რადგან, არ გვინდოდა მესამე პირის ჩარევა, რომ რაღაცეები არ აერია. 17 ივნისს მოვაწყვეთ საჩვენებელი საღამო, პარალელურად‚ თეატრში უნდა გაგვევლო ტექნიკური რეპეტიცია. თიმოთიმ არც კი მითხრა‚ ისე დაუძახა ძალიან ცნობილ რეჟისორს, ლესლი დაქერს, რომელიც დღეს ბროდვეის ძალიან ბევრ შოუზე მუშაობს. ის თავის დროზე ბროდვეის მსახიობი და მოცეკვავე იყო, კარგად იცის ეს სამყარო და მსახიობებთან მიდგომა. ლესლი ძალიან ჰგავს თინა თერნერს, ეფექტური გარეგნობა აქვს და, როგორც კი შემოვიდა, მაშინვე სცენიდან მიიქცია ჩემი ყურადღება. ვერ მივხვდი‚ ვინ იყო, თან, არ გავჩერდი – არ მინდოდა, ეფიქრა, რომ შემეშინდა ან ვნერვიულობ. უკანა რიგში დაჯდა – რომ არ მოსწონებოდა, წავიდოდა. პირველი სიმღერა როგორც კი დავასრულე, ტაში დაუკრა, წინა რიგში გადმოჯდა, მოითხოვა ფურცელი, კალამი და ეგრევე დაიწყო მუშაობა. ბროდვეის თეატრალური სამყარო მაინც პატარაა. რომ გაიგეს ლესლის შესახებ, მაშინვე გაგვიჩნდნენ სცენის მენეჯერი, დამატებითი სპონსორები და ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროექტმა ძალიან წაიწია წინ. შოუსთვის სპეციალურად ავარჩიეთ პატარა, მაგრამ, ძალიან ცნობილი „თრაიედ თეატრი“, სადაც ლედი გაგას ჰქონდა კონცერტი, ასევე‚ ბრუკ შილდსს – სპექტაკლები. საკმაოდ პატარა სივრცეა და თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან, პატარა სცენაა, მე კი უფრო დიდ სცენას ვარ მიჩვეული. თან, მაყურებელი იქვე ზის, თითქოს შემოჭრილია შენთან. რაც მთავარია‚ ყველას აინტერესებდა ჩვენი შოუ. 120 კაცი ეტეოდა და პლუს ორი კამერა, იქიდან დაახლოებით 15 ადამიანს ვიცნობდი. ყველა პროფესიონალი იყო და, თან – კრიტიკულად განწყობილები, აინტერესებდათ: ვისთან მუშაობდა თიმოთი ორი წელი ისე, რომ არსად გამოჩენილა, ვერ გაიგეს‚ ეს გოგო ვინ იყო...  თიმოთი ამ ორი წლის განმავლობაში იშვიათად გამოდიოდა კონცერტებზე, თუ აუცილებელი არ იყო, ყველას უარს ეუბნებოდა, რადგან, დილიდან-ღამემდე დაკავებული იყო ჩვენი პროექტით. ჩვენს ჯგუფში ყველაზე ნაკლებად ცნობილი მე ვიყავი, ვყვებოდი საკუთარ ისტორიას; ამიტომ, მეშინოდა – არ ეფიქრათ ვინ არის, რა უფლება აქვს ბროდვეის თეატრში საკუთარ თავზე რომ მართავს ავტობიოგრაფიულ საღამოსო, მაგრამ, ძალიან თბილად მიმიღეს, მოეწონათ. თან‚ სპექტაკლი არ არის პრეტენზიული და გამართლებულია‚ თუ რატომ ვყვები ჩემს ისტორიას – მე ვუყვები მას თიმოთის. ხალხი გაოცებული დარჩა, მერე ამბობდნენ, იმდენად ბუნებრივი იყო, გვჯეროდა, რომ ყველაფერი თიმოთის სახლში ხდებოდა და მას უზიარებდი შენს ემოციებსო, გახსნილი შოუ იყო და‚ რაც მთავარია‚ არაფერი შეგვილამაზებია.
 დიდხანს ვფიქრობდით, რა სახელწოდება გაამართლებდა შოუს და, ზოგადად, ჩვენს ურთიერთობას.  თიმოთი არის აფრიკელი, მე – თეთრი, ქათქათა ქართველი; შესახედავად კონტრასტულები ვართ, თან, ასაკში ამხელა განსხვავებაა: ის არის 61 წლის, მე – 28 წლის და რადგან ჩვენი შეხვედრების ამბავს ვყვებით, ამიტომ, დავარქვით – „დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს“. ძალიან ბევრს ვყვები მამაზე, მშობლებზე,  საქართველოზე; ასევე ინგლისის ამბებს, როგორ გამოვიქეცი 16 წლის ასაკში, როდესაც ყველაფერს საუკეთესოს მთავაზობდნენ, ამერიკიდან სახლში, მოსკოვში. ეს აქ არასდროს ესმოდათ, ამიტომ, შოუში ყველაფერი გახსნილად მოვყევი და ყველამ გაიგო. სწორედ იმ პერიოდში მოხდა ჩემი და თიმოთის პირველი შეხვედრა და სწორედ ამით იხსნება შოუც. მოსკოვში რომ მოვფრინავდი, ჩემმა მენეჯერმა მიმიყვანა თიმოთისთან – ის გაგარკვევს, რა გინდა, რომ აკეთოო. ოთხი საათი გავატარეთ ერთად, მამღერა კიდეც და, ბოლოს, თითქოს მარტივი შეკითხვა დამისვა: ვინ ხარო. თინა-მეთქი. არა, საერთოდ თუ იცი‚ ვინ ხარო. ვერ ვუპასუხე და კიდევ უფრო დაბნეული წავედი სახლში. წასვლამდე კიდევ შევხვდი თიმოთის და მან მომცა ჩემთვის დაწერილი სიმღერა, რომელიც 2 ივლისს ერთად ვიმღერეთ შოუზე. წლების განმავლობაში სულ მახსოვდა მისი კითხვა და ნელ-ნელა ვყალიბდებოდი პასუხისთვის. შოუში ისევ მეკითხება: „თინა, ნუთუ კიდევ არ იცი, ვინ ხარ?“ ბოლოს‚ ყველას რომ ჰგონია‚ სპექტაკლი დამთავრდა, მე გავედი კულისებში,  თიმოთი კი ყვებოდა ჩემზე, უცებ მე ვბრუნდები და პასუხს ვცემ ამ კითხვაზე უკვე ჩემი დაწერილი სამი სიმღერით, რომლებიც დღეს ამერიკასა და ევროპაში პოპულარული ხდება – უკვე ატრიალებენ, ანუ,  შოუში შოუ გავაკეთეთ. სხვათა შორის, „ევროვიზიის“ სიმღერაც ვიმღერე და უკვე ევროპაში რამდენიმე სტატია დაიწერა, სადაც წერენ, რომ მე მას ბროდვეის შოუზე ვასრულებ. ასევე, ვიმღერე სიმღერა, რომელიც დეივ გრუზინს დავუწერე და‚ რა თქმა უნდა‚ მასზე ბევრი რამ მოვყევი, ოღონდ, დასაწყისში. მაყურებელს რომ ჰგონია, დავამთავრე ამ ისტორიაზე საუბარი, ბოლოს ისევ განვაგრძობ ჩვენი შეხვედრის ამბავს და იმას, რომ საქართველოში შედგება ჩვენი დებიუტი.
ამ საჩვენებელმა საღამომ განაპირობა კონტრაქტები, რომლებზეც ჩვენი პრიდიუსერები და იურისტები მუშაობენ, სპონსორები აგვარებენ ფინანსებს, მე და თიმოთი  კი ვწერთ ახალ სიმღერებს. რადგან ბროდვეის შოუზე მასალა ასი პროცენტით ორიგინალური უნდა იყოს, ამიტომ, ხუთი-ექვსი სიმღერა იქნება ამოსაღები. სექტემბრის დასაწყისში, მიხეილ ბარიშნიკოვთან, რომელმაც სარეპეტიციოდ თავისი დარბაზი დაგვითმო, გავაკეთებთ საჩვენებელ რეპეტიციას და მხოლოდ პროფესიონალებს დავპატიჟებთ, რომ ახალი სიმღერები მოვასმენინოთ და შევარჩიოთ. ოქტომბერში, დეივის თბილისში ჩატარებული კონცერტის შემდეგ რომ დავბრუნდები ამერიკაში, განვაგრძობ ჩემს ალბომზე მუშაობას, ხოლო, დეკემბრის მეორე ნახევრიდან და მომავალი წლის სექტემბრამდე, ბროდვეის  პრემიერისთვის მზადებით ვიქნებით დაკავებულები.

скачать dle 11.3