კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წამალს ასმევს პაატა კურტანიძე შვილს იძულებით და რაში არ ეჯიბრება ის „პე ეს პე-ს“ უფროსის შვილს


„ავერსის” გენერალურ დირექტორს, პაატა კურტანიძეს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე უფროსი მარიამი 13 წლის არის, უმცროსი გაგა კი – ორის. უფროს კურტანიძეებს ექიმობა აქვთ გადაწყვეტილი, უმცროს გიორგის კი, რომელმაც და-ძმას შორის, ყველაზე უკეთ გაართვა თავი რესპონდენტის ამპლუას, კოსმონავტობაც უნდა, მხატვრობაც და დიდი ფირმის პრეზიდენტობაც, გიორგი და მისი და-ძმა ძალიან კეთილი და ჰუმანური ბავშვები არიან. გიორგიმ იცის, რომ გაჭირვებულ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეხმაროს, მათ შორის თუნდაც რუსეთის პრემიერიც რომ იყოს...


– მე ვარ ანა კურტანიძე, ვარ ათი წლის და ვსწავლობ ევროპულ სკოლაში

– მე ვარ 9 წლის ნუკა.

გიორგი: მე ექვსი წლის ვარ და პირველ კლასში ვსწავლობ. მეც ევროპულ სკოლაში დავდივარ, მამიკოს მოეწონა ეს სკოლა და იქ იმიტომ შეგვიყვანა. სულ ათნი დავდივართ ამ სკოლაში, მე, ჩემი ძმა, ჩემი დები და ბიძაშვილები. ჩემი ბიძაშვილი მათე ჩემს კლასში სწავლობს და სულ ერთად ვართ. მათე ამბობს, რომ ჩვენ დავიპყარით ეს სკოლა.

– მოგწონს სკოლა?

– ძალიან კარგია. ჯერ პირველკლასელი ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. სკოლაში ბევრს ვთამაშობ, იქ რომ შეხვალ ჩანთების ჩამოსასრიალებელია და მაგაზე მიყვარს ჩამოსრიალება. გაკვეთილებიც მიყვარს, მათემატიკა და ქართული. მე ბევრი მწერალი ვიცი, აკაკი წერეთელი და ფარნავაზ მეფე. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ გოგოსთანაც ვმეგობრობ, იმიტომ რომ ერთად ვმორიგეობთ ხოლმე. მასწავლებელი დაფის წაშლას და რვეულების დარიგებას გვავალებს. ანა კარგი გოგოა. ჩვენი სკოლა ევროპული რომ არის, მაგარია.

– რატომ ჰქვია ევროპული?

– იმიტომ რომ, ევროპა საქართველოს მეგობარია და კეთილი ქვეყანაა. ევროპა და საქართველო ახლო-ახლოსაა და ამიტომ დაარქვეს ჩვენს სკოლას მისი სახელი. ჩვენს სკოლას აქვს თავისი ჰიმნი და ორშაბათობით გვამღერებენ ხოლმე. კიდევ სამი დროშა გვაქვს: ევროპის, საქართველოს და ჩვენი სკოლის.

– გიორგი, სკოლაში ამდენი დროშა რომ გაქვთ, „ავერსის“ დროშაც ხომ არ გაქვთ?

– „ავერსის“ დროშა მარტო „ავერსში“ უნდა იყოს, სკოლაში რა უნდა? ჩემს კლასში ერთი ბავშვია, „პე ეს პე-ს“ უფროსის შვილია.

– ხომ არ ჩხუბობთ ხოლმე ერთმანეთთან?

– არა, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მეგობრები არ ვართ.

– „ავერსი” და „პე ეს პეც” მეგობრობენ?

– არააა... (იცინის) იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ ვინ უფრო კარგ წამალს გამოუშვებს... მე და ჩემი კლასელი არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ის გოგოა და ხომ არ შევეჯიბრები?

– გიორგი მამიკოს სამსახურში ყოფილხარ?

– ბევრჯერ, მამიკო არის „ავერსის” უფროსი და წამლებს ყიდის.

– აფთიაქში დგას და იქ ყიდის?

– არა, აფთიაქში სხვები ყიდიან, თვითონ მუშაობს. უფროსობა კარგი იმითია, რომ თუ უფროსი ხარ, ექვსი შვილი გეყოლება. კიდევ რასაც უბრძანებ, იმას გააკეთებენ სხვები, ნახევრად შეიძლება სისულელეც კი იყოს.

– მამიკოც ამბობს სისულელეებს?

– არა. მამიკო არ ამბობს, მაგის ოთახში ბევრი სკამებია, როცა იქ მივდივარ, კლიენტების სკამებზე ვჯდები, თითქოს მეც კლიენტი ვხდები ხოლმე. მამიკოს ოთახში კამერებიც არის, „ავერსში” რომ ქურდები შეიპარონ, კარგად დაინახოს.

– როცა გრიპი გაქვს, მამას შენთვის წამლები მოაქვს ხოლმე?

– მოაქვს, მამაჩემი ექიმიც არის და თან გამსინჯავს ხოლმე. მერე სხვა ექიმთან წამიყვანენ და წამლები მოაქვს. ერთხელ მოწამეთაში ვიყავი ბაბუასთან და ცუდად გავხდი, იქ წამლები არ ჰქონდათ, რომ დამელია, ღამე იყო და ძლივს იშოვა ბაბუამ. სხვამ მისცა სიცხის წამალი. სახლში გვაქვს წამლები, ნეოანგინი და ის, ფქვილისავით რომ არის... (ფიქრობს – ავტორი) ხო, ლიზლი და მაგენოლიც. როცა სადმე მივდივართ, გზაში გული რომ არ ამერიოს, მამა დრამინას ძალით მასმევს.

– არ გინდა, რომ შენც წამლების უფროსი იყო?

– არა, არ მინდა. ჯანმრთელი რომ არ იყო, შენ თვითონ ვერაფერს გაიკეთებ და შენ თავს ვერ მოუვლი. მე უნდა ვიყო ისეთი კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც ხალხს ეხმარება. მამაჩემი ჩემხელა რომ იყო, მაშინ პრეზიდენტი არ ყოფილა, მერე გახდა. პრეზიდენტი რომ გახდე, კარგად უნდა ისწავლო. თუ არ ისწავლი, მენაგვე გამოხვალ.

– პრეზიდენტები „ავერსის” წამლებს სვამენ?

– დიახ. როცა ცუდად ხდებიან, აბა, რა უნდა დალიონ. ბარაკ ობამაც „ავერსის” წამალს სვამს, მამიკო უგზავნის თბილისიდან. ამერიკაში ალბათ, ლიზლი და ნეოანგინი არ იყიდება, ან ძვირი ღირს. ობამას ყველაზე მეტად მაგენოლი მოსწონს. რუსეთშიც შეიძლება, წამლების წაღება, მაგრამ პუტინი ჩვენი მტერია და არ იყიდის. შარშან ომი რომ დაგვიწყო, მე და ჩემი დები მოწამეთაში დავიმალეთ, რომ პუტინს გონებოდა, თითქოს იმ სოფელში არავინ ცხოვრობდა და აღარ დაბომბავდა. რუსები ჩვენი მტრები კი არიან, მაგრამ წამლები მაინც უნდა გავუგზავნოთ, რომ კარგად გახდნენ. პუტინს შეიძლება, დაჭკვიანების წამალიც კი სჭირდება. როცა ადამიანს უჭირს, აუცილებლად უნდა დაეხმარო.

– მერე უთხარი მამიკოს რომ გაუგზავნოს.

– ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი, ასეთი წამალი არსებობს თუ არა.

– გიორგი, სკოლის გარდა კიდევ სად დადიხარ?

– ცეკვაზე, ჭადრაკზე, დოლზე. დოლი ძალიან მიყვარს. სახლში ხუთი დოლი გვაქვს და ვუკრავთ ხოლმე. ყველას ჩვენ-ჩვენი დოლი გვაქვს, მეც და ბიძაშვილებსაც. ისინიც დადიან ცეკვაზე და ჩვენი ამსანბლი გვაქვს. ხანდახან, „ავერსშიც” კი ვუკრავ დოლზე. იქ მოდის ხოლმე ჩემი მასწავლებელი. ის ოთახი ცარიელია, მარტო კომპიუტერები დგას, ისიც ნაპირებში. მარშსაც ვუკრავ დოლზე, მარშსაც და კიდევ იმას „ტრიალებს”.

– მამიკომ იცის დოლზე დაკვრა?

– არა, ვერ ისწავლა, ბევრი საქმე აქვს და არ სცალია, რომ დოლზე დაუკრას. როცა მასწავლებელი მამას სამსახურში მოდის, ის არ არის ხოლმე თავის ოთახში. მამას იმდენი საქმე აქვს, თბილისობაში ძლივს წამიყვანა. ბომბორაზეც ვიყავით ერთად და ქუთაისშიც. მე მიყვარს ცხოველები და იქ ბევრი ძაღლები გვყავს, მაგრამ ბებიამ არ მოუარა ძაღლებს და სხვებმა წაიყვანეს.

– მოგწონს, ცნობილი მამა რომ გყავს?

– დიახ, მომწონს, როცა ტელევიზორში გამოდის. მე მარტო ვუყურებ, არ ვუსმენ, იმიტომ რომ, ვერ ვიგებ რაზე ლაპარაკობს. ტელევიზორში გამოსვლა მეც მინდა. როცა ტელევიზორში გამოდიხარ, თუ არ იცი, რა თქვა, დაძაბული ხარ და ცუდად ილაპარაკებ. ბევრჯერ რომ გამოხვალ და ზეპირად გეცოდინება რა უნდა თქვა, დაძაბული აღარ იქნები.

– მამა მკაცრია?

– დიახ. თუ ცუდად მოვიქეცით, ბრაზდება. მაშინაც გვიბრაზდება, თუ წამალს არ დავლევ.

– გიორგი შენ ვინ უნდა გამოხვიდე?

– მე უნდა გამოვსულიყავი კოსმონავტი. თუ ძალიან ჯანმრთელი ვიქნები გამოვალ კოსმონავტი, თუ არადა მხატვარი ვიქნები. ჯერ ადამიანებს ვერ ვხატავ, მაგრამ ახალი წლის და შიგნით ზღვის დახატვა შემიძლია. როცა დიდი ვიქნები, ჩემს ნახატებს გავყიდი, ოღონდ ეგ არ ვიცი, სად უნდა გავყიდო. თუ შენობას ვიშოვი, კარგია, თუ არადა ქუჩაში გავყიდი დიდ ადამიანებზე, ვისაც თავისი ფული აქვს.

– პატარებს არ აქვთ ფული?

– არა, ჩემს დებს და ძმას აძლევენ ხოლმე ფულს, იმიტომ რომ ისინი დიდი ბავშვები არიან. მე ერთხელ მაჩუქეს დაბადების დღეზე, ის ფულიც დედას მივეცი და მერე დამავიწყდა, რომ უკან გამომერთმია. როცა დიდი ბიჭი ვიქნები და ჩემი ფული მექნება, რუსთაველზე უნდა ვიყიდო ლამაზი სახლი. შეიძლება, მე თვითონ ავაშენო, რომ სხვები არ შევაწუხო. იცი, სად უნდა ვიყიდო სახლი? პოლიტიკოსები რომ სამსახურში დადიან, იქვე ახლოს.

– მერე იქ მიტინგები რომ ტარდება ხოლმე?

– მერე რა. ისეთ ფანჯრებს გავუკეთებ, რომ ხმაური და ყვირილი არ შემოვიდეს. მოსწავლეთა სასახლეში რომ მივდიოდი ხოლმე, იქ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ყვიროდნენ. კარვებიც იყო მიწაზე გაკეთებული. ერთხელ დოლის გაკვეთილზე რომ მივსულიყავი, კარავშიც კი შევედი და ისე გავიარე...


скачать dle 11.3