კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოქროს სარაიების“ პროექტები

ბრიტანელების მწუხარება ქართველების ციხეებსა ზედა

რაკი არჩევნები ახლოვდება (მისი გამართვის საბოლოო თარიღი კვლავაც უცნობია, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ოქტომბერს მაინც ვერ გადააცილებს), საქართველოს სრულიად პოლიტიკური სპექტრი მოსახლეობას შეესია, რა თქმა უნდა, მათთვის ასაშენებელი „ოქროს სარაიების“ პროექტების გასაცნობად. გამონაკლისი არც გასული კვირა ყოფილა. მაგალითად, პრეზიდენტი გლდანელებსაც შეხვდა და არც ის დაუმალა, რომ საქართველო მსოფლიოსთვის მისაბაძ ქვეყნად უკვე იქცა.
ისიც აუწყა, რომ იმ დღეს ინგლისის პარლამენტში დებატები გამართულა საქართველოს იუსტიციის სახლებზე და, როგორც პირველი პირი ირწმუნება, ბრიტანელ კანონმდებლებს ერთი დედა არ უგინებიათ თავიანთი მინისტრისთვის, მაგრამ საფუძვლიანად გამოულანძღავთ, რომ ქართული იუსტიციის სახლები არ გადაიღო (მაინც, რა ჩამორჩენილები არიან ეს ასწლიანი პარლამენტარიზმის ისტორიის მქონე კანონშემოქმედები?!).
მეტიც, თუ პირველ პირს დავუჯერებთ, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, სანამ თანამდებობებზე დაინიშნებიან, ტრენინგს საქართველოში გადიან და სწორედ აქ, ჩვენს ნორჩ დემოკრატიულ ქვეყანაში სწავლობენ ციხის მართვას (ბასტილიის პატრონებს, ვითომ, ციხის მართვა უჭირთ?!).
რა ამის პასუხია და, ამის პარალელურად, ჩვენ, თუმცა, რაღა ჩვენ, ჩვენს თავმომწონე მთავრობას რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლამდე აყვანა ესწავლა, უკეთესი არ იქნებოდა?! აქვე მოგახსენებთ, რომ, მაგალითად, საფრანგეთში, საპენსიო ასაკს ზემოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 24 წელია, ხოლო, მაგალითად, გასულ კვირას თურქეთში საქართველოს 35 წლის მოქალაქე  აუტანელი სამუშაო პირობების შედეგად დაიღუპა: ის რიზეს ჩაის პლანტაციაში მუშაობდა.

скачать dle 11.3