კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს ის დარიალი აღარ არის

ანუ, აღარც თერგი, არც თერგდამლევები

მართალია, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი დაგვპირდა, რომ მტკვარს გრამი არ მოაკლდება (თურქეთის ტერიტორიაზე ჰესისთვის მტკვრის წყლის დაგუბებას აპირებდნენ), მაგრამ, სამაგიეროდ, გაირკვა, რომ თერგისგან საკუთარი ხელით ვაპირებთ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტის დატოვებას. დანარჩენისგან დარიალჰესი უნდა ავაგოთ და შემდეგ ელენერგია სარფიანად გავყიდოთ.
ოღონდ, ისიცაა, რომ სარფიანობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფრიად პირობითი ცნებაა, რადგან, ჯერ ერთი, ექსპერტთა თქმით, ახალი და დიდ-დიდი ჰესების მშენებლობა საკუთრივ საქართველოს მოსახლეობისთვის ელენერგიის ტარიფს კი არ გააიაფებს, პირიქით, გააძვირებს და, რაც მთავარია, თავის ელენერგიას საქართველო მეტად არამომგებიანად ყიდის.
ასეა თუ ისე, გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ რეგიონი იქცევა მეწყერსაშიშ ზონად, 14 ისტორიული სოფელი კი დატბორვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მეტიც, „წითელ წიგნში“ შეტანილი კალმახიც გაქრება.
მაგრამ, რაკი გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა ნებართვა უკვე გასცა (თუმცა, გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ, კანონით, ჰესის მშენებლობა იმ კონკრეტულ ადგილას დაუშვებელია), ფაქტია, რომ ჰესიც აშენდება და თერგის ღრიალიც აღიკვეთება (და, რა თქმა უნდა, დარიალის ხეობის ლანდშაფტიც შეიცვლება).
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ თერგს, გარდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ღირებულებისა, სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს, იბადება რიტორიკული კითხვა: რა საჭიროა თერგი, როცა თერგდამლევები აღარ არიან?!

скачать dle 11.3