კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვერდასათვლელნი

კარდაკარ

მაშინ, როდესაც ჩვენ, ნორჩ დემოკრატებს, ჩვენსავე ურნებში საკუთარი ორთავ ხელით ჩაყრილი ბიულეტენების აღარ გვჯერა, გაირკვა, რომ დემოკრატიის აკვნის დამრწევ ქვეყანაში ახალი პროგრამა ამოქმედდა, რისი წყალობითაც, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის რეგისტრაცია უკვე სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ჩატარდება.
პროგრამაზე თვით „მაიკროსოფტი“ მუშაობს და პირობას დებს (მეტიც, პასუხსაც ვაგებთო), რომ სისტემა გამართულადაც იმუშავებს და ინფორმაციის კონფიდენციალობასაც ზედმიწევნით დაიცავს. ამ სისტემით ინფორმაცია მიეწოდებათ ამერიკელებსა და სრულიად  „ფეისბუქს“.
შესაბამისად, არჩევნებზე რეგისტრაციის გავლა ამერიკელ ამომრჩეველს ამიერიდან უკვე სოციალური ქსელით შეეძლება, მეტიც, „ფეისბუქით“ საარჩევნო აქტიურობის საშუალებაც მიეცემა, ინფორმაციის ვირტუალური მეგობრებისთვის გაზიარებაც და, ეს ყოველივე, თურმე, დაფასდება და წახალისდება.
ამის პარალელურად, ჩვენს სამშობლოში, იმას გარდა, რომ ჩვენს აღსანუსხავად ცესკოც არსებობს (რომელსაც ამომრჩეველი აფინანსებს), იმავე ფრონტზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამზუსტებელი კომისიაც იღვწის (რა თქმა უნდა, ისიც ამომრჩეველთა ჯიბეებიდან ფინანსდება) და, რა თქმა უნდა, ცალკეული პოლიტპარტიებიც გვითვლიან. ამის მიუხედავადაც, თუმცაღა კარდაკარ დავიარებით, არც მკვდარი სულები გვაკლია და, საბოლოოდ, ვერც ჩვენი, ცოცხლად მყოფთა ზუსტი რაოდენობა დაგვიდგენია. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი სოციალური ქსელების, ისე პირადი ელფოსტის გვერდი დაინტერესებული სტრუქტურებისთვის ზეცის კარივით ღიაა, ხოლო, თუ ისევ ციხეების მართვას მივეძალეთ, კიდევ კარგა ხანს იქნება ღია.

скачать dle 11.3