კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმართში ქვამიწეულები

ტრიალ მინდორში

თითქოს ჩვენი სიღარიბე არ გვეყოფოდა, ქვა აღმართშიც მოგვეწია: ზაფხულის განმავლობაში არც სტიქიური უბედურებები მოგვკლებია და არც სტიქიით მოყენებული ზარალი, მეტიც – ადამიანთა მსხვერპლიც. სულ ბოლოს, სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ერთდროულად შეუტია: კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოსავალი განადგურდა, გზები ჩაიხერგა და საცხოვრებელი სახლებიც დაინგრა.
შესაბამისად, მთავრობა კახეთში შეიკრიბა და პირველმა პირმა იქვე ბრძანა აბარგებული პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, რომელზეც, დაზარალებული რეგიონებისთვის თანხის გამოყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანონ (რაც სავსებით ბუნებრივია).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ თბილისის პარლამენტის შენობა იცლება, აგვისტოში მას კარ-ფანჯრებსაც დააძრობენ, პარლამენტის ქუთაისის სავანე კი ჯერაც დაუმთავრებელია, სტიქიამ რომ აგვისტოშიც შემოგვიტიოს ან, თუნდაც, სექტემბრის დასაწყისში, პარლამენტი ტრიალ მინდორში უნდა შეიკრიბოს?!

скачать dle 11.3