კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოგიკიდან ამოვარდნილები

შეპოტინებულები

მართალია, სიტყვიერად აქტიურად მივილტვით ცივილიზებული სამყაროსკენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ, სახელდობრ, ჩვენს ბაზარს დასავლურობისა დიდი არაფერი ეტყობა. ჰოდა, რადგან არ ეტყობა, საწვავის ფასიც ყველა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურზე იდენტურია და, მაინცდამაინც, არც წამლებს ადგას უკეთესი დღე. მეტიც, სადღესასწაულო დღეებში, ნაცვლად იმისა, რომ ფასები შემცირდეს, ისინი იზრდება. ხოლო, თუ სადმე ხალხმრავლობის პერსპექტივაა, ფასებს საერთოდაც ცეცხლი ეკიდება.
ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის ქუჩებში გამაგრილებელი სასმელების ავტომატები დაიდგა. აპარატი იმდენად გონიერია, რომ სასმლის ღირებულებას ამინდისა და ტემპერატურის მიხედვით განსაზღვრავს, ოღონდ, არა ისე, როგორც ჩვენ გვგონია: პლუს ოცდაათ გრადუსს ზემოთ გამაგრილებელი სასმლის ღირებულება მინიმალურია.
ჰოდა, დგება დილემა: ევროპული დონის არჩევნების ჩატარებას რომ ვეპოტინებით, იქნებ ჯერ სასმელი წყლის ცივილიზებულად გაყიდვა გვესწავლა?!

скачать dle 11.3