კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გორელების ქორწილში შარსგადაყრილი თბილისელი სტუმარი და ჟურნალის უკანა ყდას დადევნებული პოეტი

ულვაშა
ბევრის მომსწრე და მნახველ პატარა გორში დამპატიჟეს ქორწილში. რა თქმა უნდა, არ გავაუქმე მოსაწვევი და წავედი. სტალინის გამო შარი და უბედურება ამიგორეს და წიხლით დამაგორეს... უფალმა თამადამ დიდი „ულვაშას“ სადღეგრძელო დალია – დიდება სტალინსო. მე, ხომ იცით, მიყვარს ხუმრობა  „ვისესხე“ ხევსურის ანეკდოტი და ხმის ტემბრი და ვუთხარი: „ხმას რად არ გაიწყვეტთ, საიდან იცით, დიდ ება თუ პატარა ება-მეთქი“. აბა, თუ პატარა ება და, ბელადს გვილანძღავსო?! დაივიწყეს სტუმარმასპინძლობა და სასიკვდილოდ მცემეს. ერთმა შეზარხოშებულმა ისიც კი იკადრა, ხიზილალას რო ერეკები, სტალინმა მოგვიპოვა და შემოგვინახაო. ველური ტომებივით მომექცნენ საყვარელი ბელადის დასაცავად. იმ დღიდან სტალინის ხსენებაზეც და გორული ვაშლის დანახვაზეც „მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს“.
ცხვარივით ჭკვიანი
თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს. პირიდან „სოსკა“ გამოიღო და მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?! ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ... გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ და ღუნღულა ქუდში სახე არ უჩანს. დავაფასებინე გამყიდველს ცხვარი. მითხრა ფასი. გიორგიმ გამოიღო პირიდან „სოსკა“ და ეკითხება გამყიდველს: „არ დაა-კლებ-თ?“ გაგიჟდა მეცხვარე. ცოცხალი თავით ფული არ გამომართვა და მითხრა, ამ კაი კაცის ხათრით, თუ გინდა, მთელ ფარას გაგატანთო.
პოეტური გენია
ზოგიერთ პოეტს ჰგონია, რომ ლექსის წერა მხოლოდ მაღალ მატერიებზე შეიძლება. სინამდვილეში კი, ის არის პოეტი, ვინც ნებისმიერ ემოციას აქცევს ლექსად. მაგალითად, მე მაშინაც მწყალობს მუზა, როცა დილით „ნასკებს“ დავეძებ და ვერ ვპოულობ:
„დივანზე ვზივარ, არა მაქვს წინდა
და არც გრძნობები არა მაქვს წმინდა,
არადა – მინდა“...
ეს არაწმინდა გრძნობები მაშინ მიმძაფრდება, როცა ლამაზები მიღიმიან ჟურნალების ბოლო გვერდებიდან, ყურებიდან რომ ეწყებათ ფეხები... სანამ არ გამომისვრიან ხოლმე ჟურნალ-გაზეთების გამყიდვლები, მანამდე ვუყურებ მათ თავბრუდამხვევ ღიმილს, მაგრამ, რა მეინტერვიუება. გულიც იქ იწევს და თვალიც, ბოლო ყდისკენ... სხვათა შორის, მშვენიერების სიშიშვლისკენ მოკრძალება და მოწიწება ბავშვობიდან მომდევს: მახსოვს, ერთხელ, ერთ პატარა შავ-თეთრ ფოტოში 12 „პაჩემნიკი“ და 8 „ჯილა კოჭი“ გადავიხადე. მეტიც რომ ეთხოვათ, გადამხდელი ვიყავი. 14 წლისამ კი ეს ლექსი შავტუხა, იისფერკაბიან ქურთის გოგოს მივუძღვენი:
„იასამანო, იასამანო,
შენც ისიამანე,
მეც მასიამანე, რა...“
თოთხმეტისამ ამდენი რომ გავქაჩე, ოცდათოთხმეტისა რაებს დავწერდი, ძნელი წარმოსადგენი არ არის, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, მსახიობად უფრო მაღიარებენ, ვიდრე პოეტად.
იღბლიანი მონადირე
ჩემს მრავალრიცხოვან ძმაკაცთა შორის მე ყველაზე იღბლიანი მონადირე ვარ-მეთქი, ხშირად ვტრაბახობ. ერთხელ ერთ კურდღელს დავედევნეთ ექვსი კაცი და მე მხვდა წილად მისი მონადირება. თავმომწონედ ავყურებდი ყველას. ძმაკაცის მამამ დაამუშავა ჩემი ნანადირევი და იკითხა, ვინ მოკლაო. ვინ მოკლავდა-მეთქი – ამაყად ვუპასუხე. საფანტი არა აქვს მოხვედრილი, შიშისგან აქვს გული გახეთქილი საცოდავსო – ღიმილი პირზე შემაყინა მასპინძელმა.
ჯაპანას (დათო ხურცილავას) ნაამბობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3