კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის უნდა კრისტი ყიფშიძეს მეორე შვილის გაჩენა და აპირებს თუ არა ის პედრო ალმადოვართან მუშაობას

ნებისმიერი მოდელი იოცნებებდა, საკუთარი თავი ჟურნალ „ვოგის” ფურცლებზე ენახა. ეს ყველა წარმატებული და საქმიანი ქალის ოცნებაა. როცა ამ ჟურნალის ფურცლებზე ქართველი მოდელის, კრისტი ყიფშიძის ფოტოები ვნახე, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გამიხარდა. ხოლო, როცა ჭორიც გავიგე, ის თვით პედრო ალმადოვარმა თავის ახალ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცაო, ცოტა არ იყოს, „თეთრი შურით” შემშურდა. მართალია, კრისტი, ერთი შეხედვით, ძალიან თამამი ჩანს, მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობს, დამეთანხმება, რომ ის ძალიან უბრალო, სადა და თბილი ადამიანია. მის გარშემო არაერთი ჭორიც აგორდა. ხან ვისთან დააწყვილეს და ხან – ვისთან, ხან რა მოუგონეს და ხანაც – რა. ჩვენ კი, ამ ამბების გადამოწმება თავად კრისტისთან გადავწყვიტეთ.

– პირად საუბარში, ხშირად ახსენებ, რომ შემთხვევით მოხვდი სამოდელო ბიზნესში. თუმცა, 19 წელია, პოდიუმზე დგახარ.
– მართალია, მე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი პოდიუმზე და ისე შევეჩვიე და შემიყვარდა ეს სფერო, რომ ჩემი პროფესიაა, აგერ, უკვე 35 წლის ვხდები, მაინც არ ვთმობ პოზიციას (იცინის). თუმცა, არასდროს მქონია კონკურსებზე გასვლის სურვილი. ალბათ, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ სულ სხვა დროში, რომ იტყვიან, სიბნელეში, მომიწია პოდიუმზე გამოსვლა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ბევრი გზა გაიხსნა და  გაცილებით მეტი შესაძლებლობებია ამ სფეროში. ახლა რომ თინეიჯერის ასაკში ვიყო, აუცილებლად ვცდიდი ბედს კონკურსებში.
– არასდროს გიფიქრია საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში გაგეგრძელებინა კარიერა?
– როგორ არ მიფიქრია, შემოთავაზებებიც მქონდა, მაგალითად, საფრანგეთიდან და იტალიიდან, მაგრამ რისკი არ მიყვარს. გარემოებებიდან გამომდინარეც იყო ხელისშემშლელი პირობები. თუმცა, არაფერს ვნანობ. ჩემი გოგონა, ნატალი ძალიან კარგად სწავლობს, უკვე ფილმებშიც გადაიღეს და მინდა, მან გაიკვლიოს გზა უცხოეთში. იქ მიიღოს განათლება და გამოცდილება იქ დააგროვოს. ამაში ხელს ნამდვილად შევუწყობ.
– ნატალი დედას რაში დაემსგავსა, როგორ გგონია?
– ძალიან მგავს. რა ვიცი, ჩემი მეგობრები ამბობენ: ნატალი რომ იცინის, შენ ჰგავხარო, მე კიდევ ვპასუხობ – მე კი არ ვგავარ, ის მგავს-მეთქი (იცინის). ვფიქრობ, ნატალი, უფრო კარგი ხასიათისაა, ვიდრე მე.
– კრისტი, ჟურნალ „ვოგში“ დაიბეჭდა შენი სურათები. ამ ჟურნალში მოხვედრა, დამეთანხმები, საკმაოდ რთულია. როგორ მოხვდი იქ?
–  ჩემი მეგობარი ლუკა ბოლქვაძე სწავლობს თურქეთში, კერძოდ, სტამბულში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ასევე, მუშაობს თურქული „ვოგის” რედაქციაში. ამ ჟურნალში ლუკას თავისი რუბრიკა აქვს. ძალიან მამსგავსებენ პენელოპა კრუზს. ამაზე, რაღაც მომენტში, ვბრაზდები კიდეც, რადგან ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათ შორის მეც. არ მინდა, ვინმეს დავემსგავსო და მას მადარებდნენ.
– თუმცა, ფიზიკურ მსგავსებას ვერსად გაექცევი.…
– ამაში გეთანხმებით და ამას არც უარვყოფ. მაგრამ, ამაზე მე ჩემი მოსაზრება და პასუხი მაქვს: მე ვგავარ მამაჩემს და არა პენელოპას (იცინის). ფიზიკურობისა რა გითხრათ, მაგრამ აი, კარიერული თვალსაზრისითაც რომ ვგავდე პენელოპას, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი (იცინის). მოკლედ, ლუკამ ჟურნალ „ვოგში“ გააკეთა რუბრიკა, სადაც სხვადასხვა, ფიზიკურად ერთმანეთის მსგავსი, წარმატებული ადამიანის ფოტოებს აქვეყნებს. რუბრიკას ჰქვია „ცნობილი ორეულები”. ერთ-ერთ ნომერში ჩემი და პენელოპა კრუსისა და სინდი კროუფორდისა და ჰოლანდიელი მოდელის ფოტოები დაიბეჭდა. ამაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია, თუმცა, ვინც ნახა ყველამ დამირეკა და მომილოცა. თავად მე, ამ ჟურნალის ის ნომერი არ მაქვს, „სკაიპით” მაჩვენეს და დავათვალიერე.
– რომელი ფოტოები მოხვდა ჟურნალის ფურცლებზე?
– რადგან პენელოპას მამსგავსებენ, ფოტო-სესია ჩაატარეს და გადამიღეს სურათები თეთრ პარიკსა და თეთრ კაბაში. ზუსტად ასეთი გარეგნობა აქვს პენელოპა კრუსს პედრო ალმადოვარის ერთ-ერთ ფილმში. ამ სურათებში მართლა ძალიან ვგავართ და ვერ გაარჩევ რომელი რომელია. მანამდე, რუსეთში, ჟურნალ „ფრისტაილში” მოხვდა ჩემი ფოტოები, რომელიც ირმა შარიქაძის „ფრიდას წერილების” ფოტოსესიის პროექტიდან იყო არჩეული. „ფრიდა” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია და მეამაყება, რომ ამ ფოტოსესიაში მივიღე მონაწილეობა. მოდელი კი ვარ და გადაღებებზე კიდეც ვპოზიორობ, მაგრამ მიყვარს, როცა კონკრეტულ გმირს ვთამაშობ და მიწევს ხშირი გარდასახვა. ფრიდა ზუსტად ის ქალია, რომელიც გავითავისე და მოვირგე.
– რამდენიმე ფილმში ხარ გადაღებული. არ გიფიქრია, კარიერა ამ გზით გაგეგრძელებინა?
– დიახ, სამ ქართულ ფილმში ვარ გადაღებული და თუ კიდევ იქნება შემოთავაზება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ეს რეჟისორზეა დამოკიდებული და არა ჩემზე.
– ჭორი დადის, თითქოს, პედრო ალმადოვარი დაინტერესდა შენით და უნდა, მის ახალ ფილმში მთავარი როლი შემოგთავაზოს. თავად თუ გსმენია ეს ამბავი და თუ დასთანხმდები როლზე?
– დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, უსიტყვოდ. პედრო ალმადოვარი ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია. ნეტავ, ეს ჭორი მართალი აღმოჩნდეს და პედრომ როლი შემომთავაზოს, ახლავე ჩავალაგებ ბარგს (იცინის). ეს რეჟისორი მართლა ძალიან მიყვარს და მისი ხედვები მაოცებს. მის ფილმში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება.
– ასევე, ბევრს ჭორაობენ შენს პირად ცხოვრებაზე. შეყვარებული ხარ?
– დღეს მარტო ვარ, არ მყავს გვერდით არც შეყვარებული და არც რჩეული მამაკაცი. ძირითადად, გადართული ვარ ჩემს შვილსა და საქმეებზე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და არც ჭორებს ვაქცევ ყურადღებას. ბევრი მეგობარი მყავს, მაქვს ოჯახი, საყვარელი საქმე  და ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი, ვინმე მიყვარდეს. ნამდვილი სიყვარული ჯერ არ მოსულა ჩემამდე და თუ მოვა, არ გამოგაპარებთ (იცინის). გამოგიტყდებით და მეორე ბავშვიც მინდა, მყავდეს. ნატალის კი ჰყავს ძამიკო, მაგრამ კიდევ მინდა, ჩემი მხრიდან და ან ძმა ჰყავდეს. ჯერ ყველაფერი წინ არის. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3