კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიატოვა საავადმყოფოში შევარდნაძემ ცოლი და შვილი და რატომ წვებოდა ის ხშირად სახლში მაგიდაზე


ათეული წლების წინათ ამ ადამიანმა შეძლო თავისი ცხოვრება ეპოქალური გაეხადა. ამაზე, ალბათ, ყველა იოცნებებდა. გურიის სოფელ მამათიდან თბილისში ჩამოსულმა გლეხის შვილმა წარმატების ფორმულას ადვილად მიაგნო, თუმცა ამისთვის საკმაოდ ბევრი შრომა მოუწია. შევარდნაძეების ოჯახში ეგონათ, რომ მეხუთე, ნაბოლარა შვილი ექიმი გამოვიდოდა და ასე უფრო გამოადგებოდა თავის კუთხეს, მაგრამ... დღეს კრწანისის რეზიდენციაში ექს-პრეზიდენტი მშვიდად ცხოვრობს თავის გარემოცვასთან ერთად. 81 წლის ასაკში ისევ ბევრს კითხულობს, წერს. ბატონმა ედუარდმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები – მშობლები, ახალგაზრდობა, დანიშვნა, გადადგომა, დაოჯახება, შვილების დაბადება, მეუღლის გარდაცვალება.



ედუარდ შევარდნაძე: მამაჩემი ამბროსი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა მამათის საშუალო სკოლაში. მეც იმ სკოლაში გავიზარდე. მამაჩემის გარდა, სკოლაში კიდევ ჩემი ორი ბიძა ასწავლიდა. დედაჩემი, სოფიო აზნაურ გლახუნა პატეიშვილის ქალი გახლდათ. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მე – ნაბოლარა. დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ რომ დარჩენილა, მამაჩემს ოზურგეთში გინეკოლოგთან წაუყვანია. ექიმს უთქვამს: თუ ოპერაციას გავაკეთებთ, ქალიც დაიღუპება და ბავშვიცო, თუ არადა, მარტო ბავშვი გადარჩებაო. ბოლოს დედაჩემიც გადარჩა და მეც. ტრადიციულად, ოჯახში ნაბოლარა ყველას უყვარს, პატივს სცემენ. მეც ყველასგან განებივრებული ბავშვი ვიყავი. მამათში რვა კლასის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში შევედი. ეს ახლობლების დაჟინებული თხოვნით მოხდა, ყველას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. იმ დროს ეს მეც მინდოდა (იქნებ ასეც ჯობდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი გვიანია – ე. შ.). მერე მორგში რომ შემიყვანეს, კინაღამ ჭკუაზე გადავედი. არ მინდა, თქვენი ექიმობა-მეთქი. იმ დროს თბილისში ჩემს დასთან დავბინავდი, ძველ სახლში, ფასანაურის ქუჩაზე, სარდაფის მსგავს რვა კვადრატულ ოთახში. დიდ ხალისს არ მანიჭებდა ასეთი ცხოვრება, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. თუ რომელიმე ჩემი ძმა ან ნათესავი ჩამოვიდოდა, მე მაგიდაზე უნდა გამეშალა ლოგინი და იქ დამეძინა. ასე ვიყავით მთელი ახალგაზრდობა. ჩემმა დამ ნამდვილი დედობა გამიწია. ტექნიკუმის დამთავრების დროს სერიოზულად დავეჭვდი ჩემი არჩევანის სისწორეში და როცა კომკავშირის რაიკომში დამიბარეს და ინსტრუქტორის ადგილი შემომთავაზეს, ულაპარაკოდ დავთანხმდი. მშობლებმა, ვიდრე პირში სული ედგათ, ეს არ მაპატიეს.

დიდი შრომისა და მატერიალური გაჭირვების მიზეზითაც, წელიწად-ნახევრის შემდეგ ტუბერკულოზით დავავადდი. უცხოურ წამლებს ოქროს ფასი ედო, მაგრამ იყვნენ მეგობრები. სწორედ ამან გადამარჩინა. რამდენიმე თვე დავყავი გურიის მაღალმთიან სოფელ ბახმაროში.

– ამ დროს როგორ ცხოვრობდა შევარდნაძეების ოჯახი გურიაში?

– მატერიალურად გვიჭირდა, მაგრამ რადგან მამაჩემი დამსახურებული მასწავლებელი იყო, გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა. პურზე ლიმიტი ჰქონდა. ჩემმა დამ ეს თბილისში გადმოიტანა და 600 გრამამდე პურს აქ ვიღებდით.

– თქვენს ძმებზე რას იტყვით?

– უფროსი ჩვენს შორის იყო ევგრაფი, ბავშვობიდან ინვალიდი, მაგრამ მაინც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. უაღრესად განათლებული იყო და ლანჩხუთის რაიონული გაზეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. ფეხბურთით დაინტერესდა და იმდენს მიაღწია, რაიონის გუნდი ფეხბურთის „ა“ კლასში გადაიყვანა. მომდევნო ძმა, იპოკრატე, ჯარში მსახურობდა. შტაბში მოღვაწეობდა და მაიორის წოდებაც მიიღო. მესამე ძმა, აკაკი, სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში გაიწვიეს – ბრესტის ციხესიმაგრეში მსახურობდა. სამამულო ომის პირველივე დღეებში დაიღუპა (იქ დღესაც არის სათანადო მემორიალი). ჩემს დაზე, ვენერაზე კი უკვე ვისაუბრე.

– თქვენს ოჯახს, ალბათ, ვერასდროს წარმოედგინა, რომ ასეთი სახელგანთქმული პიროვნება გახდებოდით. როგორ დაიწყო თქვენი წარმატების გზა?

– ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი ძმა, იპოკრატე, ქალაქკომის მეორე მდივნად მუშაობდა, შემდეგ ცენტრალური კომიტეტის გამგე იყო და რა თქმა უნდა, ის მაკვირდებოდა, რას ვაკეთებდი. ერთხელ, მამაჩემს წერილი მისწერა: ეს ის ბიჭი აღარ არის, შენ რომ იცნობდი. ძალიან გაიზარდაო. სწავლით ყველა კარგად სწავლობდა, მაგრამ მე მაინც მეტი საშუალება მქონდა.

კომკავშირის რაიკომში რომ ვმუშაობდი, ერთ-ერთი განყოფილების გამგედ, ცენტრალურ კომიტეტთან იყო სპეციალური პოლიტიკური განათლების ინსტიტუტი, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. გადამიყვანეს ქუთაისში საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. სტალინი რომ გარდაიცვალა, ოლქი გააუქმეს და ვიყავი კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მდივანი. ასე ვთქვათ, პირველი ცხოვრებისეული გამოცდა ქუთაისში ჩავაბარე. ზოგჯერ ადამიანის ბედი შემთხვევაზეც არის დამოკიდებული. მჟავანაძის წინადადებით გადმომიყვანეს თბილისში საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე, შემდეგ პირველ მდივნად. მცხეთაში პარტიის რაიკომის მდივანი ვიყავი, მერე პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი. სხვათა შორის, რასაც მთავაზობდნენ, ყველაფერზე უარს ვამბობდი. სამი დღე მეხვეწებოდა მჟავანაძე, მინისტრობას დავთანხმებოდი. ჩემი ლოგიკა ასეთი იყო: რაიკომში რომ ვმუშაობდი და ჩემთან ადამიანი მოვიდოდა, ბინას მთხოვდა და ვერ ვაძლევდი, მთელი ღამე არ მეძინა დარდისგან და ფიქრისგან. ამიტომ მჟავანაძეს ვეუბნებოდი – ჩემგან რანაირი მინისტრი გამოვა-მეთქი? არა უშავს, ყველაფერს შეეჩვევიო. 1972 წლიდან ვიყავი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი. 1985 წელს კი მოსკოვში გადამიყვანეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად.

– ქალბატონი ნანული როგორ გაიცანით?

– ეს იყო თითქმის შემთხვევითი გაცნობა. მე და ჩემი და წაღვერში ვისვენებდით, ერთოთახიანი ბინა გვქონდა დაქირავებული. ჩვენს დაბლა პიონერთა ბანაკი იყო. ნანული და მისი მეგობარი პიონერხელმძღვანელები იყვნენ. მათაც უჭირდათ, პატარა ხელფასს იღებდნენ და ამიტომ შეღავათიან ფასებში სადილობდნენ. ძალიან მომეწონა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო. პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. მამიდამისის ოჯახში გაიზარდა. შემდეგ ისე მოხდა, წაღვერიდან ბორჯომში ერთად ვიმგზავრეთ. ვიჯექით და ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ისტორიას. მისი ცხოვრების ისტორია ჩემგან განსხვავებით მძიმე იყო. მამამისი, რაჟდენ ცაგარეიშვილი გორში პოლკის მეთაური იყო. ერთ ღამეს პირუტყვივით წაიყვანეს და დახვრიტესო – მითხრა. დედა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. დაც დაავადდა და გარდაიცვალა. როცა ერთმანეთი გავიცანით, მასზე უფრო ნატანჯი ადამიანის წარმოდგენა ძნელი იყო. მამა რომ დაუჭირეს და დაუხვრიტეს, მთელი ოჯახი უსახლკაროდ დატოვეს. ღამეებს ნათესავებთან ათევდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია შერბილდა, მაგრამ იმ სახლში ვეღარ დაბრუნდნენ, რადგან იქ უკვე სხვები ცხოვრობდნენ. ომი რომ დამთავრდა, მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა და დებს ეხმარებოდა. უგანათლებულესი კაცი, პროფესიით ექიმი იყო.

– თქვენ ერთხელ ისიც თქვით, რომ ახლობლები არ გირჩევდნენ მის ცოლად შერთვას.

– ნანულის ბიძა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების გამგის მოადგილე იყო და ჩემს უფროს ძმასთან მეგობრობდა. ბიძამისს ვუთხარი, – უნდა დავნათესავდეთ-მეთქი. ვისზეა საუბარიო, – მკითხა. ნანული ცაგარეიშვილზე-მეთქი. არ გირჩევ, ბიოგრაფიას გაგიფუჭებსო, მითხრა.

– ცოლობა როგორ სთხოვეთ?

– ბორჯომის ხეობაში სეირნობისას ვთხოვე ხელი. მითხრა, – ეგ ამბავი არ გამოვაო. გავოცდი, რატომ-მეთქი? კარიერას გაგიფუჭებო. სულ არ მადარდებს, ყველაფერს მივატოვებ-მეთქი. ამ საუბრიდან მესამე დღეს ისევ შევხვდით ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ ჩვენი საკითხი გადაწყდებოდა. თავიდან ჩემს დასთან ვცხოვრობდით. რამდენიმე წლის შემდეგ მეორე სართულზე მეზობელმა 4 კვადრატული ოთახი მოგვაქირავა. დიდი ხელფასი არ გვქონდა და გვიჭირდა. ნანულის ნათესავები ჰყავდა ქუთაისში და ისინი გვეხმარებოდნენ. რასაც ავიღებდი, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებზე მეხარჯებოდა, ფაქტობრივად, სახლში ფული არ მიმქონდა. ხანდახან ნანული ამაზე ბრაზობდა, მაგრამ ესმოდა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქუთაისიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემს თავს პირობა მივეცი – ამიერიდან ჯიბეში ხურდა ფულსაც არ დავიტოვებ-მეთქი. მთელ ფულს ნანულის ვაძლევდი და არ ვეკითხებოდი, რაში რამდენს ხარჯავდა.

– ქალები ბუნებით ეჭვიანები ვართ. ქალბატონი ნანული რამდენად ეჭვიანი იყო?

– ცოტა ეჭვიანი იყო. ლამაზი ბიჭი ვიყავი, ბევრი ლამაზი ქალი იყო გარშემო, მაგრამ ამ მხრივ ყოველთვის ზომიერებას ვიცავდი. ნანული კარგად იცნობდა იმ საზოგადოებას, რომელშიც მე ვტრიალებდი. გულში, ალბათ, ფიქრობდა, რომ კაცია და ვიღაცასთან აუცილებლად ექნება საქმეო, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთა იყო. თუმცა, რომ გითხრათ, არასდროს არაფერი ცოდვა არ ჩამიდენია-მეთქი, ალბათ, არ დამიჯერებენ. (იცინის).

– თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი იყო თქვენი საქართველოში პრეზიდენტად დაბრუნება. გაიხსენეთ ის დრო.

– სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ირაკლი ბათიაშვილი და ჯაბა იოსელიანი მთხოვდნენ სასწრაფოდ ჩამოსვლას. კაკო ასათიანმა თქვა: შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო, საქართველო დაიშლებოდაო. მართლა ასე იყო, იმიტომ, რომ არ იყო ადამიანი, ვის გარშემოც უნდა გაერთიანებულიყო ყველაფერი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩემს ჩამოსვლამდე დაიკარგა, მაგრამ საქართველო ხომ გადარჩა? ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გენშერთან, ბეიკერთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ წყობაში ვმუშაობდით, მეგობრები ვიყავით. მაშინ მათ დავურეკე და ვუთხარი, ასე და ასეა საქმე-მეთქი. მითხრეს – თუ შენი სამშობლო გეძახის, შენ უარს ვერ იტყვიო. ეს იყო 1992 წლის 7 მარტი, ნანულის დაბადების დღე – პატარა მიტინგივით მოაწყვეს აეროპორტში. იქიდან პირდაპირ სიონში წავედი კათოლიკოს პატრიარქთან. ერთი საათი ვისაუბრეთ. ბოლოს მითხრა – ედუარდი კარგი სახელია, მაგრამ ქართული არ არის. მინდა, ამიერიდან გიორგი გერქვასო. გარეთ რომ გამოვედი, მრევლი იყო შეკრებილი და მათ უთხრა – მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ედუარდი მოსკოვიდან ნამდვილი მორწმუნე დაბრუნდაო.

– რამდენადაც ვიცი, სწორედ მაშინ აშენდა დიდებული სამების ტაძარი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის ნულზე იყო. როგორ მოახერხეთ ეს?

– ცოტა დრო რომ გავიდა, დავიწყეთ ფიქრი ტაძრის მშენებლობაზე. როგორც პრეზიდენტს, მქონდა ჩემი ფონდი, მაგრამ ეს თანხა იყო მწირი. ჯერ იმაზე ვსაუბრობდით, სად აგვეშენებინა. სავარაუდოდ, ეს იყო ვაკე. სტუდქალაქს აიღებდნენ და ტაძარი თავისუფლად ჩაეტეოდა, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, რომ ძალიან შორს იყო და შევარჩიეთ ელიას მთა. ფული გაგვითავდა, არადა მხოლოდ საძირკველია ამოთხრილი. მოდიოდა ხალხი, ქვებზე თავიანთ სახელსა და გვარს აწერდნენ და ფუნდამენტში ყრიდნენ. გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი. მოსკოვში მქონდა გაგონილი მასზე, რომ კარგი ბიზნესმენი იყო. გაკოტრების პროცესი რომ დაიწყო, ბევრი ბანკი გაკოტრდა. ბიძინას ბანკი კი, ყოველთვის სათანადო დონეზე იყო. მერე ბიძინამ თავისი ბანკი საქართველოში გადმოიტანა. დავუძახე და ვუთხარი: ყველა თაობა რაღაცას ტოვებს. ზოგმა გელათი დატოვა, ზოგმა – სვეტიცხოველი. დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით და რაღაც ხომ უნდა დავტოვოთ-მეთქი. რაზეა საუბარიო, მკითხა. არის ასეთი ბრწყინვალე არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი, ამ შესანიშნავი პროექტის ავტორი და უნდა დავეხმაროთ-მეთქი. ორი დღის ვადა მომეციო. ორ დღეში მოვიდა და მითხრა, – ყველაფერი ვიანგარიშე, 25 მილიონი ჯდებაო, მაგრამ მთელ ხარჯებს მე ვიღებო. გადავეხვიე და ვაკოცე, – ამაზე უკეთესს რას გააკეთებ, ისტორიას დარჩები-მეთქი, მაგრამ ერთი პირობითო: ბუღალტერიაში ფული ხომ უნდა ჩაირიცხოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა პატიოსანია და მინდა ეს ფული მხოლოდ ამ საქმეს მოხმარდესო. ამიტომ, სანამ ტაძრის მშენებლობა არ დამთავრდა, მისი წარმომადგენელი იქ იჯდა და ამ თანხას განკარგავდა.

– ქალბატონი ნანული ბოლოს როგორი გახსოვთ?

– სანამ ცოცხალი ვარ, ამ დარდს ვერ მოვინელებ. ბოლოს კარგად აღარ იყო და საავადმყოფოში გვეწვინა. მიუნხენში უნდა წავსულიყავი, კონფერენცია ტარდებოდა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ჩემი მოხსენება იყო დაგეგმილი. ნანულიმ იცოდა, რომ უნდა წავსულიყავი. წინა დღეს შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, სახე ისეთი დამშვიდებული ჰქონდა, ვერ იტყოდით, რომ ავადმყოფობსო, მაგრამ შიგნით რა ხდება, გულში, ფილტვებში – რა იცი? ვუთხარი, გერმანიაში აღარ მივდივარ, მშვიდად იყავი, გვერდიდან აღარ მოგცილდები-მეთქი. შენ თუ გერმანიაში არ წახვალ, ხვალ ცოცხალი აღარ დაგხვდებიო. წავედი. 2 საათზე კონფერენცია უნდა ყოფილიყო და 12 საათზე ეს ამბავი გავიგე. მაშინვე გამოვფრინდი. ბედნიერები ვიყავით მანამ, სანამ ნანულის ავადმყოფობა მოერეოდა. უცნაურია, მაგრამ როცა ცოცხალი იყო, იშვიათად მესიზმრებოდა. ახლა ყოველღამე მესიზმრება, ყოველი ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთია.

– თქვენს შვილებზეც მიამბეთ.

– ჩვენს ოჯახში ერთი ქალიშვილი დაიბადა, დანარჩენი – ბიჭები. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ნანულის ბიჭი გვეყოლებოდა. სამსახურში ვარ, დამირეკეს, ნანულიმ იმშობიარაო. ბიჭია-მეთქი? არა, გოგოო. არ წავედი მათ გამოსაყვანად. ეს ქუთაისში ხდებოდა. დეიდამისი პატრონობდა. საფიჩხიაზე ცხოვრობდა, ბრწყინვალე ქალი იყო, კარგად ცხოვრობდნენ. მან წამოიყვანა. პაატა რომ დაიბადა, დიდი პურმარილი გავაკეთე. მანანას შესანიშნავი მეუღლე ჰყავს, გია ჯოხთაბერიძე, მიყვარს, როგორც საკუთარი შვილი. მანანას ქალიშვილი თამუნა გათხოვილია ბერძენზე. სარანთოსი საკმაოდ წარმატებულად ეუფლება ქართულს, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდაა. ამა წლის სექტემბერში ძალიან გამახარეს – შეეძინათ ვაჟი, ასე რომ, გავხდი დიდი ბაბუა. ასეთივე შესანიშნავი მეუღლე ჰყავს ჩემს ვაჟს, პაატას – ნინო ახვლედიანი, კარგი დედა, საინტერესო პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედაა, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი შვილიშვილის, ლაშას მეუღლე თათია შარანგია. სხვათა შორის, ნიჭიერი პიანისტია. ველოდები, როდის გამახარებს სოფო. ძალიან წარმატებული ჟურნალისტია. ახლახან, ჩემი გერმანიაში ვიზიტის დროს, ჩაწერა ძალიან საინტერესო ერთობლივი ინტერვიუ ჩემთან და გენშერთან, რომელიც „რაშენ თუდეის„ არხზე გავიდა. როგორც ამბობენ საინტერესო იყო. ნანულიკო ჯერ პატარაა, მაგრამ მისი ნიჭიერების დიდი იმედი მაქვს.

– რა დონეზე ერეოდა თქვენი ცოლი თქვენს საქმეებში? 2003 წელს რა გირჩიათ, როცა სააკაშვილი პარლამენტში შემოიჭრა და გადადექის ყვიროდა.

– გადადგომაში რეკორდსმენი ვარ! საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, გადამოწმებული ინფორმაცია მივიღე, რომ მოსკოვში, და არა ვაშინგტონში, თეთრ სახლზე შეტევა, კონტრრევოლუცია მზადდებოდა. გორბაჩოვს სჯეროდა, რომ ის ერთადერთი მართალი კაცი იყო მთელ მსოფლიოში და „პერესტროიკას„ ვერაფერი შეცვლიდა. ვხედავდი, რომ დიქტატურა მოდიოდა და მის შეჩერებაზე ვფიქრობდი. მივედი დასკვნამდე – ალბათ, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს-მეთქი. სახლში გვიან მივედი, ნანულის ვკითხე: რას იტყვი, რომ გადავდგე-მეთქი. ჩათვალე, რომ მხარი დაგიჭირეო. ეს იყო 1990 წლის 20 დეკემბერს. რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას, ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. როცა მითხრეს, პარლამენტთან ახალგაზრდობაა შეკრებილიო, დილის შვიდ საათზე მათთან წავედი. არ ვარ მიჩვეული იმას, რომ მიყვირონ და არ მომისმინონ. გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება. შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. მთავარსარდალი ვიყავი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს-მეთქი. მანქანიდანვე გადავრეკე – ბრძანება გააუქმეთ-მეთქი. ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე. თუ საჭირო გახდა, გადავდგები. მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. ყველანაირ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო. მეორე დღეს დავიბარე ოპოზიცია. პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. რვა წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებოდაო. მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და აბა, თქვენ იცით-მეთქი.



ქალბატონ მარინა დავითაშვილს და ბატონ სერგო ედიშერაშვილს მადლობას ვუხდით გაწეული დახმარებისთვის.


скачать dle 11.3