კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, თუ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარე ვერ ახერხებს თავისი მოწმის სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადების უზრუნველყოფას, როგორ შეიძლება მოწმის წარდგენა და დაკითხვა სასამართლო პროცესზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია, დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ. პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია, გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეიძლება იგი იძულებით მიიყვანონ. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ ის უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი, ასევე, ვის ევალება მისი მიყვანა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია ან მასალები მისი კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, უფლებამოსილნი არიან თუ არა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გადასცენ მტკიცებულება უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ან მასალები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კრიტერიუმებით ხორციელდება  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა და როგორ ხდება სახელმწიფოს საზღვრის ორიენტირების განსაზღვრა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დგინდება: ხმელეთზე – რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და ხაზების ან თვალსაჩინო ორიენტირების მეშვეობით; ზღვაზე – საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და მათი მიმდებარე ზონის მიხედვით; სანაოსნო მდინარეზე – მთავარი ფარვატერის ან ტალვეგის შუაში; არასანაოსნო მდინარეზე ან ნაკადულზე – შესაბამისად მდინარის ან ნაკადულის ან მისი მთავარი ტოტის შუაში; ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე – სწორ ხაზზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე გავლის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს; ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე – მის შევსებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესაბამისად; სასაზღვრო ზოლში მდებარე სარკინიგზო და ავტოსაგზაო ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე – მათი გეგმის განივი ღერძის ან ნაგებობის შუაში, მიუხედავად იმისა, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წყალზე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ,  რა ოდენობით განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟი ადმინისტრაციულ საქმეებზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტით, მაგრამ, არანაკლებ 100 ლარისა.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ საქართველოში კანონით რა მაქსიმალური პატიმრობის ვადაა დადგენილი   ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და როგორ ხდება აღნიშნული სახდელის გამოყენება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობის შეფარდებას ახდენს შესაბამისი რაიონის, ქალაქის სასამართლოს მოსამართლე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია საგადასახადო საქმეებზე სასამართლო დავის შემთხვევაში საქმის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში და რამდენი – სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო, თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ არა უმეტეს 2 თვისა. სააპელაციო სასამართლოში, საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო დავის განხილვის ვადა, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
კითხვა: მაინტერესებს, შეუძლია თუ არა პირს, იშვილოს ასაკით მისი თანატოლი სხვა პირი, თუ ორივე მხარე, მშვილებელიც და შვილად ასაყვანიც, თანახმა არიან?
პასუხი: გაცნობებთ, რომ  მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც. პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია, შეამციროს ასაკობრივი სხვაობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ბავშვი, რომელიც, შესაძლებელია, შვილად აიყვანოს მსურველმა ოჯახმა?
პასუხი: ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება და შეიძლება, იგი შვილად იქნეს აყვანილი, თუ: მისი მშობელი ან მშობლები სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი; იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად; მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვათ მშობლის უფლება და, თუ მისმა მშობლებმა თანხმობა განაცხადეს ბავშვის გაშვილებაზე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ადმინისტრაციული თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის ისეთი უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

скачать dle 11.3