კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო დაშორდა ვალერი გელაშვილის შვილი ირინკა ბათიაშვილს დროებით და რატომ არ დარჩა ის ლიტველ ქალთან

ვალერი გელაშვილი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ირინკა ბათიაშვილთან ქორწინების შემდეგ მოექცა, თუმცა მისი ცხოვრების გარშემო ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვა მას შემდეგ, რაც ჩვენი ჟურნალის რედაქციას ლიტვიდან ვინმე ვიქტორია აგეევა დაუკავშირდა.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ლიტვიდან გამოგზავნილი მასალების მიხედვით მომზადდა – ვიქტორია აგეევა „თბილისელებს“ თავისი სიყვარულის ისტორიას უყვება.
– ვიქტორია, ცოტა რამ თქვენ შესახებ მოგვიყევით, რას საქმიანობთ?
– ვილნიუსში მაქვს მიღებული უმაღლესი განათლება – სამართლისა და ბიზნესის საერთაშორისო სკოლა დავამთავრე. რაღაც პერიოდი ოჯახურ ბიზნესში ვიყავი ჩართული – მშობლების ტურისტულ კომპანია „ირტავიკში” რეკლამის განხრით ვმუშაობდი. ამ მომენტისთვის კი „მივლინება” მაქვს სახლში – შვილის აღზრდით ვარ დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ მისი მოვლაა ჩემი სამუშაო. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ბოლოს და ბოლოს, მინდა, ფარდა ავხადო გელაშვილების ოჯახის საიდუმლოებებს, რათა ამ ისტორიას საბოლოოდ დაესვას წერტილი.
– როდის და სად გაიცანით ვალერი გელაშვილი უმცროსი?
– ვალერი შვიდი წლის წინ, საერთო მეგობრების წრეში გავიცანი და ძალიან მალე დავიწყეთ შეხვედრები, პაემნები. მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით, დავდიოდით კინოში, მეგობრებთან ერთად ვერთობოდით.
– კარგი ურთიერთობა გქონიათ. ხომ არ გახდა ფეხმძიმობა, ანუ, ის, რომ თქვენ შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ, მისი წასვლის მიზეზი?
– ვალერი სულ მეუბნებოდა თუ როგორ უნდოდა, ჩემგან „მალენკი გრუზინჩიკი” ჰყოლოდა. იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ წყვილი ერთად არის, უყვართ ერთმანეთი და ურთიერთობის გაოფიციალურების, ბეჭდების გარეშე ცხოვრობენ ერთად, ფიქრობენ შვილებზე და საერთო მომავალზე. როდესაც ვალერიმ გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, ის უზომოდ ბედნიერი იყო, და სასწრაფოდ აცნობა თავის მეგობრებს, რომ ცოტა ხანში მამა გახდებოდა.
– თქვენი ურთიერთობის დასრულება მისი მშობლების სურვილი იყო? და, საერთოდ, მანამდე თუ შეხვედრიხართ ვალერის მშობლებს, თუ იცნობდით მათ?
– ვალერის მშობლებს ვიცნობდი, მის დედასთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მამას კი იშვიათად ვხვდებოდი, ერთმანეთს მხოლოდ ვესალმებოდით. როგორც კი მამამისმა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, სასწრაფოდ გამოგზავნა ვალერი საქართველოში და დააქორწინა. როგორც ვალერი მოგვიანებით მიყვებოდა, მამამისს ყოველთვის უნდოდა, რომ მის ვაჟს ქართული ოჯახი შეექმნა, ქართველი გოგო მოეყვანა ცოლად. მას კი იმდენად ვუყვარდი, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო, თუმცა, მამასთან ამის აღიარებაც უჭირდა. ის ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში მამამისი დაწყნარდებოდა და გარემოებას ისე მიიღებდა, როგორც იყო, მაგრამ; ასე არ მოხდა. ორსულობის ბოლო თვეში ვიყავი, როდესაც ვალერი დაქორწინდა. ცერემონია დასრულდა თუ არა, დამირეკა, ტიროდა... ტიროდა ისე, როგორც მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ჩვენი ურთიერთობა მისი დაქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდებოდა: ის მირეკავდა, იგებდა ჩემი და ბავშვის ამბებს. იყო შემთხვევა, რომ ბავშვთან ერთად მე და ვალერი სპა-ცენტრშიც ვიყავით. ჩვენი კონტაქტი იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ბავშვს უკავშირდებოდა. ახალი წლის წინა დღეებში ვალერი ლიტვაში მარტო დაბრუნდა. ახალი წლის წინ მან დამირეკა, მერე ჩემთან მოვიდა, ბავშვს საჩუქრები მოუტანა და მითხრა, რომ ცოლს შორდება; რომ არ შეუძლია სიყვარულის გარეშე, ჩემ გარეშე ცხოვრება. საყვარელ ადამიანს ყველაფერი ვაპატიე და მივიღე. ცოტა ხანში ბინა ვიქირავეთ და ერთად გადავედით საცხოვრებლად. ეს იყო ძალიან კარგი დრო, სულ ერთად ვიყავით. ამ პერიოდში ძალიან დავუახლოვდი დედამისს. ის ძალიან გვეხმარებოდა და მეხმარება დღემდე. არაჩვეულებრივი ქალია!
სხვათა შორის, ვალერკას მამა ჩვენი შვილის რატმირის ნათლიაა. საწყენია, რომ ის ნათლიის მოვალეობებსაც კი არ ასრულებს. მას ნათლულისთვის ერთხელაც კი არ მიულოცია დაბადების დღე, საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ აქვს შვილიშვილთან. ბოლოს მაშინ ნახა, ჯერ ერთი წლისაც რომ არ იყო.
– ოჯახიდან თქვენი შვილის ამბავს ვინმე კითხულობს?
– მხოლოდ დედამისი, რომელიც სულ ინტერესდება შვილიშვილის ჯანმრთელობით.
– თქვენს შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა?
– როდესაც რატმირი ოთხი თვის იყო, მას ზედა ყბის სიმსივნე აღმოაჩნდა. საჭირო გახდა ორი ოპერაციის ჩატარება, ამოიღეს სიმსივნე და ზედა ყბის ნაწილიც. ეს საშინლად რთული პერიოდი იყო ჩემთვის, ძალიან მძიმედ გადავიტანე. იმ პერიოდში ვალერის მშობლები ძალიან დამიდგნენ გვერდში, საქართველოში მყოფი ვალერიც სულ მამხნევებდა, მორალურად ჩემ გვერდით იდგა.
– რატომ გაცივდა თქვენი ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ის ცოლს გაშორდა?
– ვალერიმ მთხოვა, ბავშვთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვსულიყავი. მას უნდოდა, რომ, საბოლოოდ, როგორც ოჯახს, ისე გვეცხოვრა. მაგრამ, იმის გამო, რომ ჩემს შვილს ძლიერი ალერგია ჰქონდა, წამოსვლა ვერ მოვახერხეთ. დიახ, ჩვენ გვინდოდა ურთიერთობების გაოფიციალურება!
– ხელმეორედ დაშორებას ისევ მის მშობლებს აბრალებთ?
– ვალერი ხაშურში წავიდა ბებიის მოსანახულებლად. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამამისმა მისი ყოფილი ცოლი ჩაიყვანა იქ, იმ მიზნით, რომ შეერიგებინა. კონკრეტულად რა და როგორ მოხდა იქ, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტი ერთია – ვალერიმ ამის შემდეგ გაწყვიტა ჩვენთან ყველანაირი ურთიერთობა და შეწყვიტა შვილის დახმარება. მან მხოლოდ ერთხელ, ოფისიდან დამირეკა. რა თქმა უნდა, ვკითხე, რა მოხდა, ისევ ერთად ვართ თუ არა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი-მეთქი. მან მითხრა: დრო მჭირდება, ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქრო, ამ წუთისთვის არც „კი” შემიძლია გითხრა და არც „არაო”. მითხრა, რომ ზაფხულში აუცილებლად წავიდოდით დასასვენებლად ზღვაზე და იქ ყველაფერს გადავწყვეტდით, მაგრამ, ეს არ მომხდარა.
– წერილში მწერდით, რომ გელაშვილების ოჯახიდან გემუქრებიან. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვიამბოთ, რა მუქარაზეა საუბარი?
– მუქარები მაშინ იყო, როდესაც ვალერი ჩემთან დაბრუნდა და ერთად ვიყავით. მამამისმა მითხრა, არასდროს მოგცემ ჩემს ოჯახში შემოსვლის უფლებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდესო.
– როგორ გრძნობთ თავს ახლა და როგორ არის თქვენი შვილი?
– ახლა მე და ჩემი შვილი თავს მშვენივრად ვგრძნობთ, მზად ვარ ახალი ცხოვრებისა და ახალი ურთიერთობებისთვის. ვალერი საბოლოოდ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან და უკვე მზად ვარ, რომ ჩემმა გულმა სხვა მამაკაცი მიიღოს, ვისთან ერთადაც შევძლებ მტკიცე, ბედნიერი, ნამდვილი ოჯახის შექმნას. ვოცნებობ პატარა გოგონაზე! ვაპირებ, სწავლა გავაგრძელო და ამ მიმართულებასაც მივხედო. რაც შეეხება მთელი ცხოვრების გეგმებს, ისინი ძალიან ბევრია!
– თუკი თქვენი ურთიერთობა დასრულდა და ვალერისთან ურთიერთობას აღარ აპირებთ, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგეწერათ, რა გახდა ამ ფაქტის აფიშირების მიზეზი?
– აღარ შემიძლია დუმილი, მინდა, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დავსვა. არ შეიძლება, ადამიანი ორ ოჯახში ერთად ცხოვრობდეს, ვიღაც უნდა გაუშვა და შენი არჩევანი გააკეთო. ვიცი და მესმის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძალიან ძნელია, მას ვუყვარვარ და, თან, არ უნდა, რომ აწყენინოს მამას, რომელიც ასევე ძალიან უყვარს.

скачать dle 11.3