კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მამაა დათო კირკიტაძე და როგორ ცდილობდა სალომე წაქაძე მეუღლესთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე მისთვის ყურადღების განაწილებას

„ბარამბოს“ ფიარ-მენეჯერის‚ მშვენიერი სალომე წაქაძისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის, დათო კირკიტაძის ოჯახში უკვე ორი თვეა, ყველაზე საპატიო წევრი ცხოვრობს – პატარა, უსაყვარლესი, მუდმივად მოღიმარი, მშვიდი ალექსანდრე, რომელიც 3 მაისს მოევლინა ქვეყნიერებას და მშობლების გაგიჟება დაბადების პირველი წუთებიდანვე მოახერხა. ამ საოცარმა ბავშვმა არა მხოლოდ მშობლებს, წაქაძეებისა და კირკიტაძეების დიდ ოჯახსაც მთლიანად აურია გრაფიკი და ახლა ყველა მის გაზრდასა და მოვლაშია ჩართული. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სალომე საოცარი დედაა, ის ჯერ კიდევ ორსულობის დროს ცდილობდა, გაეგო ყველა ის ნიუანსი‚ რაც მისი მომავალი შვილის გაზრდას დასჭირდებოდა და, ალბათ, ამიტომაც, საკმაოდ მოძრავი და ენერგიული ალექსანდრეს მოვლას სალომე გამოცდილი დედასავით მშვენივრად ართმევს თავს. .

სალომე  წაქაძე: მთელი ოჯახი ალექსანდრეზე ვართ გადართული და, ყველა იმით ვცხოვრობთ მის გარშემო რაც ხდება. სულ სხვა ეტაპი დადგა ჩვენს ცხოვრებაში და ვფიქრობ, ნეტავ რა ხდებოდა მაშინ, როცა ალექსანდრე არ იყო-მეთქი. ეს პერიოდი უკვე ვეღარც წარმომიდგენია.
– ალექსანდრე უკვე 2 თვის ხდება. როგორც ახალბედა დედას, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით რამე სირთულეები თუ გქონდა?
– ოჯახის წევრები პატარას გაზრდაში ძალიან მეხმარებიან. უბრალოდ‚ პირველი ერთი კვირა შეგუების პერიოდი გვქონდა, ბავშვი ადაპტაციას გადიოდა გარემოსთან, ჩვენ – ბავშვთან. ერთი კვირის მერე უკვე ავუწყვეთ ცხოვრების რიტმი ერთმანეთს.
– ალექსანდრემ‚ ალბათ‚ ბაბუა-ბებიებსაც შეუცვალა ცხოვრების სტილი.
– კი, ყველას, მთელ დიდ ოჯახს – გრაფიკიც, განწყობაც; უკვე ალექსანდრეთი ვცხოვრობთ ყველანი. ოჯახის წევრები და მეუღლე მეხმარებიან. დეკრეტიდან რა პერიოდიც შეიძლებოდა, გამომეყენებინა, თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს დრო ბავშვთან ერთად უნდა გამეტარებინა. თუმცა, ოთხი თვეც ძალიან ცოტა დროა. უკვე 2 თვის არის და ახლა, რომ ვფიქრობ‚ ძალიან რთული იქნება‚ როდესაც სამსახურში გავალ და მთელი დღე მასთან ერთად ვერ ვიქნები. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ, ყველა მეუბნება, კიდევ ორი თვე რომ გავა, ასე აღარ იქნები, რადგან, ყველა დედა თავიდან ასეაო. ამ ეტაპზე ვერ გეტყვი‚ რა იქნება, მაგრამ, ვიცი‚ ძალიან გამიჭირდება. ზოგჯერ‚ სახლიდან ერთი საათით რომ გავდივარ‚ თავი მტკივდება ფიქრით, ახლა რას შვრება, როგორ არის. ორ თვეში რა განწყობაზე ვიქნები, ეს ჯერ არ ვიცი.
– ვიცი, რომ ძალიან ყურადღებიანი დედა ხარ, ბევრ რამეს აქცევ ყურადღებას, ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყავი და ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი ნიუანსი გქონდა გათვლილი.
– ორსულობის დროს წიგნებს ვკითხულობდი, ინტერნეტშიც ვიძიებდი მასალებს, როგორც ფეხმძიმობასთან, ისე ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი,  შვილს მხოლოდ აჭამო, დაბანო და დააძინო, ძალიან ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი თავიდანვე ნორმალურად გაზარდო და სწორი ფსიქიკა ჩამოუყალიბო. უნდა ეთამაშო, ბევრი ელაპარაკო. როგორც დიდ ადამიანს‚ მასაც სჭირდება ყურადღება, ამიტომ, ვცდილობ‚ სწორი მიმართულებით წავიდეთ.
– როგორი იყო ის ემოცია, როდესაც ალექსანდრე პირველად დაინახე?
– პირველად რომ დავინახე‚ სასწაული რეაქცია მქონდა. თან, მშობიარობის შემდეგ მუცელზე რომ დამაწვინეს, ამ დროს, ალექსანდრე მუცელზე ხელებით დამეყრდნო, თავი ასწია და თვალებში შემომხედა. ამაზე ისეთი რეაქცია მქონდა, თავს ვერ ვიკავებდი, არადა, მშობიარობის პროცესი ჯერ ბოლომდე არ იყო დამთავრებული და ექიმი  მეძახდა, სალომე, ყურადღება მოგვაქციეო, მაგრამ, არაფერი აღარ მესმოდა.
– როგორც ვიცი, მშობიარობამაც კარგად ჩაიარა და ექიმების შექება დაიმსახურე.
– კი, შემაქეს. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, ალექსანდრე 4 კილო და 320 გრამი დაიბადა, არ ეგონათ, ამხელა, თუ იქნებოდა. ზოგადად‚ ამხელა ბავშვის დაბადება რთულია, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ალექსანდრეც ყოჩაღად მოიქცა – დაგვეხმარა. ძალიან დიდი როლი შეასრულა იმან, რომ დათო დაესწრო მშობიარობას. წინასამშობიარო პერიოდშიც რამდენიმე საათი სულ ჩემთან იყო, მერე სამშობიარო ბლოკშიც შემომყვა. დათო რომ არ ყოფილიყო ჩემთან ერთად, გამიჭირდებოდა, რადგან, მორალურად ძალიან მამხნევებდა. დიდ ძალას ვგრძნობდი მისგან, გაუტკივარებაც კი არ გამიკეთებია. იმ დროს დათო ჩემთან ერთად რომ არ ყოფილიყო, ალბათ, გაუტკივარების გაკეთებაზე დავთანხმდებოდი, რადგან, ამდენს მარტო, მგონი‚ ვერ გავუძლებდი. დათო იმხელა ძალას მაძლევდა, რომ, ვთქვი, არაფერი არ მინდა, ერთად ყველაფერს გავართმევთ თავს-მეთქი.
– დასწრება შენ სთხოვე?
– არა, მე არ მითხოვია. ძალიან მინდოდა, მაგრამ, ეს ისეთი შემთხვევაა‚ ადამიანს ვერ დააძალებ. დათომ ეს თავად გადაწყვიტა და ძალიან გამიხარდა. თან‚ ვფიქრობ, მამას აქვს უფლება, ნახოს, როგორ იბადება მისი შვილი. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ‚ მე არ მიგრძნია. ნახევარ საათში უკვე დაიჭირა ხელში ალექსანდრე, ეფერებოდა და ეთამაშებოდა.
– დათოს საკმაოდ რთული სამუშაო გრაფიკი აქვს. ახლა‚ რაც ალექსანდრე დაიბადა, თუ ახერხებს‚ სახლში თუნდაც ცოტა ადრე მოსვლას, შვილთან მეტი დროის გატარებას?
– დათო საკმაოდ დაკავებულია, თან‚ ისე იღლებოდა, რომ სულ ცდილობდა, სამსახურის შემდეგ სახლში წამოსულიყო. ახლაც ისევ დატვირთულია, თუმცა‚ როგორც კი სამსახურის საქმეებს მორჩება, სახლში უფრო მეტი ხალისით მოდის, რადგან ალექსანდრე  ელოდება. თან‚ უკვე უცინის, ეთამაშება და ამაზე სულ გიჟდება. სხვათა შორის‚ როდესაც დათო ელაპარაკება, სულ თვალებში უყურებს და უსმენს. როდესაც ალექსანდრე მუცელში იყო, მაშინაც ბევრს ელაპარაკებოდა და, ალბათ‚ ხმაზე ცნობს, რადგან, ყველას მიმართ ასეთი რეაქცია არ აქვს.
– დათო როცა სახლშია‚ გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– თავისუფლად შეუძლია, ხელში აიყვანოს, ჰყავდეს. ალექსანდრე კარგი ბავშვია, ღამით სძინავს. ძირითადად, მაშინ ღვიძავს‚ როდესაც მამიკო სახლში არ არის. დათო ძალიან ყურადღებიანი მამაა. ორივე მაქსიმალურს ვაკეთებთ მისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ ვართ პატარები. ალბათ, 18 წლის რომ ვიყო, ცოტა სხვანაირად შევხედავდი ამ ყველაფერს. ფსიქოლოგიურად და ყველანაირად, ორივე მზად შევხვდით ალექსანდრეს დაბადებას.
– ალბათ‚ უკვე საუბრობთ იმაზე, თუნდაც ხუმრობით, ვინ უნდა გამოვიდეს ალექსანდრე მომავალში.
– ვსაუბრობთ იუმორითაც და უკვე სერიოზულადაც. თუმცა‚ ეს ისეთი რამ არის, თუ ბავშვს ნიჭი არ აქვს, ვერაფერს დააძალებ. სპორტზე აუცილებლად ვატარებთ და, მერე‚ რისი ნიჭიც აღმოაჩნდება, იმ კუთხით წავა. თან, უკვე ისეთი ენერგიულია, აუცილებლად უნდა დაიტვირთოს რამით.
– ვიცი, რომ დილით ადრე  შენ და ალექსანდრე უკვე სეირნობთ.
– როგორც კი გაიღვიძებს, დაახლოებით 6 საათზე, გამოვდივართ გარეთ, ვსეირნობთ, ვჭამთ და მერე დაახლოებით ორი საათი სძინავს. აქ სიგრილეა, ბევრი ხალხი არ არის, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის და ეტყობა ძალიან მოსწონს. შემდეგ უკვე სახლში ამოვდივართ და ასე ვაგრძელებთ დღეს.
– ცოტა ხნის წინ ალექსანდრე გაქრისტიანდა. ვინ იყვნენ ნათლიები?
– მონათვლისას ძალიან კარგად მოიქცა. თავიდან ცოტა იტირა‚ მაგრამ, მერე, როგორც კი მამაომ წყალში განბანა და ამოიყვანა‚ ნათლიის ხელზე დაეძინა  და მთელი ნათლობის განმავლობაში მშვიდად ეძინა. ექვსი ნათლია ჰყავს: ეთუნა ინწკირველი, თეონა შეყილაძე, რუსკა ჭუმბაძე, კახა გეწაძე, ბიძინა ბრეგაძე, მიშა აბულაძე. ერთმა ნათლიამ თქვა, კაცობა დავანათლეო, მეორემ – კარგი ადამიანი გამოვიდესო... მოკლედ‚ კარგი რაღაცეები დაანათლეს.
– მეუღლეს ხომ არ მოაკელი ყურადღება?
– ყველანაირად ვცდილობ, რომ დათოს ყურადღება არ მოვაკლო და ამას ჩვენი ურთიერთობის ყველა ეტაპზე ვცდილობდი, ორსულობის პერიოდშიც კი, როდესაც ცოლები იქით ითხოვენ ქმრის ყურადღებას. ბავშვი იმ დროს იძინებს, როცა დათო მოდის სახლში და ამ დროს უკვე მამიკოს ვაქცევ ყურადღებას, თუმცა‚ ზოგჯერ სამივე ერთად ვერთობით, ვეთამაშებით პატარას.

скачать dle 11.3