კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ უგებს გიორგი გაგლოევი თანატოლ ქალებს და რა შემთხვევაში დაძვრება ის „ჩორნი ხოდებით”

მსახიობი გიორგი გაგლოევი მაყურებელმა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” გაიცნო, სადაც ის ზურიკოს გმირს ასახიერებს. თუ მისი პერსონაჟი დაბნეული ადამიანია, რეალურ ცხოვრებაში ის რადიკალურად განსხვავებულია და თითქმის არ აქვს საერთო ზურიკოსთან. ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ კარგი იუმორით გამოირჩევა და თავს კარგად გრძნობს თავისი მსგავსი ტიპის ადამიანებთან. რას საქმიანობს სერიალის მიღმა და როგორია მისი რეალური სახე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ზურიკოს როლს ასახიერებ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან.” რას გვეტყვი შენს გმირზე?
– ზურიკო ძალიან კარგი, დადებითი, ცოტა დაბნეული, მაგრამ, საყვარელი გმირია.
– რით ჰგავხართ ერთმანეთს?
– რით არ ვგავართ, იმით დავიწყებ: ზურიკოსგან განსხვავებით, არ ვარ დაბნეული და მორიდებული. რაც შეეხება საერთო თვისებას, ორივე მხიარულები და ხალისიანები ვართ. მოკლედ, კარგი ტიპები ვართ.
– ზურიკო ხშირად ძალიან სახალისო სიტუაციებში ვარდება, მაგალითად, როცა გოგონები სხვის მაგივრად სწერენ ესემესებს და ასე შემდეგ. ცხოვრებაში თუ ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში?
– ცხოვრებაში პირიქით ხდება ხოლმე. გიორგი აქეთ უგზავნის ესემესებს და აქეთ „ეღადავება” სხვებს. იუმორის გრძნობა ნამდვილად მაქვს.
– ყოველთვის ესმით შენი იუმორი?
– რა თქმა უნდა.
– სერიალის გარდა, რით ხარ დაკავებული?
– თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დავიწყე მუშაობა. უკვე ხუთი წელია, იქ ვმუშაობ.
– როგორ მოქმედებს შენზე ხალხის ყურადღება? დარწმუნებული ვარ, ქუჩაში გცნობენ.
– არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოსწონდეს პოპულარობა. ვინმე თუ ამას გეტყვით, იცოდეთ, რომ ტყუის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა საზოგადოებას უყვარხარ, პატივს გცემს და სითბოს გამოხატავს შენ მიმართ. ხალხის ყურადღება ხელს ნამდვილად არაფერში მიშლის.
– ანუ, არ იზღუდები?
– არ ვიზღუდები, უბრალოდ, ხანდახან ეგრეთ წოდებული „ჩორნი ხოდებით” დავძვრები, ყურადღების ცენტრში რომ არ მოვხვდე, ისიც, ძალიან იშვიათად.
– გარდა იმ რამდენიმე დეტალისა, რომელიც აღნიშნე, როგორია გიორგი, ზურიკოსგან განსხვავებით?
– გიორგი კარგი და მონდომებული ბიჭია, აქვს იუმორის გრძნობა. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ გიორგი ძალიან პუნქტუალურია, რადგან ვერ იტანს დაგვიანებას. ყველგან ათი წუთით ადრე მივდივარ. ვარ ძალიან სამართლიანი და არ მიყვარს, როცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. მოკლედ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ვარ ის, ვინც ვარ და არასდროს არ ვთამაშობ, რაშიც ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან.
– საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ. გამომდინარე აქედან, თუ შეგიძლია პასიურ ადამიანებთან ურთიერთობა?
– ხომ გაგიგია – ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. რაც უნდა პასიური იყოს ადამიანი, მაშინვე ჩემს ტალღაზე გადმომყავს. მონოტონურ ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია, ხუთი-ათი წუთი გავუძლებ, მაგრამ, მერე დეპრესია მეწყება. ამიტომ, ყველა ჩემს ტალღაზე გადმომყავს.
– როგორი მანდილოსნები მოგწონს?
– მომწონს ძალიან მაგარი მანდილოსნები. შეყვარებული კი ვყოფილვარ, მაგრამ, ამჯერად ძიების პროცესში ვარ. ჯერ ხომ, როგორი კარგი ვარ და როცა შეყვარებული ვარ, კუბში კარგი ვხდები (იცინის).
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– პროფესიაზე არ ვიტყვი უარს არასდროს.
– პოპულარობას ბევრი ჭორიც მოყვება თან, შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– ჯერ მხოლოდ და მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ, ცუდი არ გამიგია.
– ძალიან მხიარული ადამიანი ხარ. რას შეუძლია, ცუდ ხასიათზე დაგაყენოს?
– ცუდ ხასიათზე შეიძლება დამაყენოს გაუგებარმა ადამიანმა. თუ გავბრაზდი, ძალიან ფსიხი ვარ. შეიძლება, ერთ წუთში გადავუსვა ადამიანს ხაზი და გავუშვა. ასეთებთან შემდეგ ძალიან დისტანციით ვარ და ახლოს აღარ ვუშვებ, რადგან, თუ ადამიანმა ეს ერთხელ გაგიკეთა, მეორედაც გაგიკეთებს.
– სერიალში შენზე უფროს მანდილოსანზე იყავი შეყვარებული. რეალურ ცხოვრებაში თუ მოგწონს უფროსი ქალები?
– კი, ჩემზე ბევრად უფროსი ქალები მომწონს. მათში იმას ვხედავ, რაც ჩემს თანატოლებს ან უფრო უმცროსებს არ აქვთ. ჩემზე ათი წლით უფროსი ქალიც მომწონებია.
– ოჯახში კიდევ თუ გყავთ მსახიობი?
– ოჯახში არა, მაგრამ, ნათესავი იყო მსახიობი, ეთერ სიხარულიძე, რომელიც რუსთაველის თეატრში მუშაობდა. ასევე, მისი მეუღლე, გიზო სიხარულიძე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. სხვათა შორის, მხატვრულ კითხვაში გიზოსთან ვემზადებოდი აბიტურიენტობის პერიოდში.
– რომ არა მსახიობობა, რა სფეროში წარმოგიდგენია საკუთარი თავი?
– ვერ წარმომიდგენია, მაგრამ, მსახიობი რომ არ გამოვსულიყავი, ალბათ, ფლორისტი ვიქნებოდი. მიყვარს მცენარეები ძალიან, განსაკუთრებით – კაქტუსები. დაახლოებით 25 ჯიშის კაქტუსი მაქვს, მათგან ერთი 65 წლისაა. ეგზოტიკური ქვეყნების მცენარეებიც ძალიან მიყვარს. სადაც მივდივარ, პალმები ჩამომაქვს. საკუთარ სახლში ვცხოვრობ და ეზოში პალმებიც მაქვს. სამწუხაროდ, კლიმატის გამო კიპარისის პალმა გამიხმა.
– კაქტუსი რატომ შეგიყვარდა?
– ვიცოდი, რომ კაქტუსი წელიწადში ერთხელ ყვაოდა, მაგრამ, ამისთვის განსაზღვრული ასაკისთვის უნდა მიეღწია. მინდოდა, ეს ყვავილები მენახა და ამიტომ ბევრი შევაგროვე. ასე რომ, ჩემს სახლში ყოველ წელს ყვავის კაქტუსები, რაც ძალიან ლამაზია.
– უარყოფითი რა გაქვს?
– ზედმეტად ვიცი გაბრაზება. ვფეთქდები, მაგრამ, ცოტა ხნით.
– მავნე ჩვევა რა გაქვს?   
– არ ვიცი. არ ვიკეთებ, არ ვეწევი, არ ვატყუებ ხალხს. მართალია, ვსვამ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მავნე არ არის. თუმცა, თუ სიმთვრალის მეოთხე სტადიაში ვარ, „ვჭედავ“. მაგალითად, პირველიდან მეორე სტადიაში რომ გადავდივარ, თავს კარგად ვგრძნობ. მეორიდან მესამეში გადასვლისას უკვე ბურუსში ვარ. მეოთხე სტადიაა ყველაზე მძიმე, ამ დროს ან უნდა გაგიტანონ, ან უნდა გახვიდე და ვიღაცამ წაგიღოს. აი, მანდ ყველაფერი მავიწყდება.
– და, მეორე დღეს გიყვებიან?
– რომ გითხრა, არაფერი არ მახსოვს-მეთქი, მოგატყუებ. მაგრამ, ხანდახან ამოვარდნები მაქვს. მაგალითად, ერთი-ორი კვირის წინ ტაქსი გავაჩერე და მძღოლი მეკითხება, ვერ მიცანიო? ალბათ, ადრეც მიმგზავრია თქვენი მანქანით-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა – აბა, კარგად დაფიქრდიო. ვერანაირად ვერ ვიცანი. მიმიყვანა სახლში და, მანქანიდან რომ გადმოვედი, მომაძახა: იცი მე ვინ ვარ? რამდენიმე დღის წინ მანქანიდან რომ გადახვედი, წაიქეცი, აგაყენე და სახლში რომ შეგიყვანეო. რატომ დავეცი-მეთქი? რა ვიცი, ძალიან მთვრალი იყავი, ავტობუსში გეგონა თავი და, რომ ჩახვედი, წაიქეციო. თან, ფულსაც არ მიხდიდი, „გადაგდება“ გინდოდაო. მადლობა გადამიხადე, ჩახვედი და წაიქეციო. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ამიტომ, ვცდილობ, სიმთვრალის მეოთხე სტადიაში ხშირად არ აღმოვჩნდე.

скачать dle 11.3