კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სულწაწყმედილები“

იშტაზე მოსულები

იმაზე, რომ ენაკვიმატური გამონათქვამებით ქართველ ლეიბორისტებს ბადალი არ ჰყავთ, თვით მტერ-მოყვარეც კი თანხმდება. შესაბამისად, მათ გასულ კვირასაც ასიამოვნეს ჩვენს ყურებს. კვირის მიწურულს გამართულ ბრიფინგზე ქართველი მშრომელების ლიდერებმა საზოგადოებას მატერიალური დახმარება სთხოვეს (თუმცა, ისიც ქართული პარადოქსია, მშრომელები არსად იყვნენ, ლიდერების თვლას ვერ ავუდიოდითო). ამის იშტაზე ისინი ბოლო დროს აქტუალურმა თემამ – სხვადასხვა აპოლიტიკური პარტიებისთვის გაღებული შემოწირულობების კანონიერება-უკანონობამ – მოიყვანა და, როგორც ტექსტიდან ირკვევა, ერთგვარი დაჩაგრულობის გრძნობამაც (მომყავს ციტატა: „ლეიბორისტული პარტია ერთადერთია, ვისაც არავისგან შემოწირულობა არ მიუღია“).
თუმცა ისიცაა, რომ ერთადერთად დარჩენა არ ისურვეს და მოსახლეობას ფულადი დახმარებისკენ მოუწოდეს (რაკი, როგორც თავად ამბობენ, „ტოტალური პოლიტიკური ვაჭრობის, სულწაწყმედილთა სარფიანი ყიდვა-გაყიდვის პირობებში“, პოლიტიკური უბიწოების ბოლომდე შენახვა უნდათ).
შესაბამისად, მოგვმართავენ თანამოქალაქეებს: „ვისთვისაც ღირებულია ერთგულება, ეროვნულობა და სოციალური სამართლიანობა“, შემოიტანეთ პარტიაში შემოწირულობანი, „რათა ერთიანი ძალისხმევით დავამარცხოთ უსამართლობა“-ო.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ საზოგადოების ნებით აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება, მის ოთხ წევრს კი – საპარლამენტო ხელფასებიც, წესით, მაინცდამაინც არ უნდა ეშლებოდეთ ხელი სამართლიანობისთვის ბრძოლაში. თუმცა, ანეკდოტის არ იყოს (აი, ამ ანეკდოტის: ქვრივი ქალი საყვარელთანაა, ახედავს ქმრის გადიდებულ სურათს და დაიჩივლებს: შენ რომ გიყვარდა ასეთები, თორემ, მე ახლა ამის გული მაქვსო?!), საზოგადოებას რომ სჭირდება უსამართლობის დასამარცხებლად შემოწირულობა, თორემ, განა „ლეიბორისტულ პარტიას“ არ ჰყოფნის, რაც აქვს, ის ფინანსები?!

скачать dle 11.3