კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუმარჯოს არჩევნებს!


მთავარია გაგება

რაკი ჩვენი მიზანია, დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპას (მეტიც, თუ ქართულ ელმედიას დავუჯერებთ, ქართული ეკონომიკა საცაა ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის ფუნქციასაც შეითავსებს), ჩვენს პრემიერ-მინისტრს კი ლამის ფეხსაცმელი გაუცვდა ევროპაში სიარულით, რათა ინვესტორები დააინტერესოს და, ზედაც, მოიზიდოს, ახალი წელი რის ახალი წელი იქნებოდა, ხელისუფლებას მადლიერი ბიზნესმენებისთვის „ფრეზენთი“ რომ არ გაეკეთებინა?! ჰოდა, გაირკვა, რომ მთავრობა მეწარმეებს (მსხვილებსაც და შედარებით წვრილებსაც, აი, იმათ, „საშუალო ბიზნესს“ რომ უწოდებენ) საახალწლოდ დასაჩუქრებასაც უპირებს: თუ დამალულ გადასახადებს თავიანთი ნებით გამოამზეურებთ, დავალიანების ნაწილს ჩამოგაჭრით, ნაწილს ულუფა-ულუფა გადაგახდევინებთო (მთავარია, ჩვენი ბიზნესმენები ბოლოს გაღიმებულები არ დარჩნენ). ამ საფინანსო სიურპრიზის დამუშავებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება. მაგალითად, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავკაცი ბ-ნი მელიქიშვილი განმარტავს, „ჩვენი მთავარი ორიენტირი დასაქმებულების შენარჩუნებააო“ და განსაკუთრებით იმითაა კმაყოფილი, რომ მცირე მეწარმეებსაც გაუჩნდათ დამალულის გამომზეურების შანსი. საპარლამენტო ოპოზიცია, სახელდობრ, „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ ნოვაციას იჭვნეულად უყურებენ: თუ მთა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიმე მეწარმე) თავისი ფეხით არ მივა მუჰამედთან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადოში), საგადასახადო (ესე იგი, მუჰამედი) მივა მათთანო. შესაძლოა, ეს ასეც მოხდეს, მეტიც, სწორედ ეს იყოს ამ ნოვაციის მიზანი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება არგუმენტი, რომ ბიზნესს ეხმარება, იმიტომ რომ, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც არჩევნებია – მთავარია გაგება!


скачать dle 11.3