კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აპირებს გრანდიოზული ქორწილის გადახდას ქეთი მელუა და რა საჩუქარს უმზადებს მას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ქმარი

 27 წლის ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი ქეთი მელუა ქორწილისთვის ემზადება. მისი რჩეული, 30 წლის ჯეიმს ტოსელენდი, ქეთისთან ერთად,  აქტიურადაა ამ პროცესში ჩართული. როგორც ქეთის ბაბუისგან, ბატონ ამირან მელუასგან შევიტყვეთ, ქორწილის თითქმის ყველა დეტალი უკვე მოფიქრებულია და საქართველოდან ქეთის ყველა ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი აპირებს ინგლისში ჩასვლას. მათი მგზავრობის ხარჯები კი, მილიონერმა  მომღერალმა თავის თავზე აიღო.

ამირან მელუა: მიხარია, რომ ქეთიმ, როგორც იქნა, იპოვა თავისი გულის სწორი და არჩევანი საკმაოდ კარგ ბიჭზე –  ჯეიმს ტოსელენდზე შეაჩერა. სულ ვნერვიულობდი მის  გათხოვებაზე. ვეუბნებოდი, წლები გემატება და ახლა დროა საკუთარ ოჯახზე იფიქრო-მეთქი. მეუბნებოდა: ბაბუ, დაწყნარდი, ჯერ არც ისე დაგვიანებულია და, როგორც კი ვინმე შემიყვარდება, პირველი შენ გაიგებო. მიხარია, რომ ეს დღეც დადგა და ქეთი ქორწილისთვის ემზადება. სხვათა შორის, უკვე ყველა დეტალი დაგეგმილია და სტუმრებიც დაპატიჟებულები არიან. ქორწილი კი 1 სექტემბერს გაიმართება. ისე სწრაფად გადის დრო, რომ ეს დღეებიც მალე გაივლის.
– სად გეგმავს ქეთი ქორწილს და რამდენი სტუმარი ჰყავთ დაპატიჟებული?
– ქეთის სულ ვურეკავ და ვესაუბრები ქორწილის შესახებ. ვხუმრობ ხოლმე, მე შენი ქორწილის პროდიუსერი ვარ-მეთქი (იცინის). 200 კაცი ეყოლებათ: ასი ჯეიმსის მხრიდან და ქეთის მხრიდანაც ამდენივე. სხვათა შორის, ვიზები უკვე გამოგზავნილია და ქეთიმ თავის თავზე აიღო ჩვენი მგზავრობის ხარჯები. ქორწილი ერთ-ერთ რესტორანში გაიმართება, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბევრი მომღერალიც დაესწრება. უკვე ვიცი, რომ ეს ქორწილი პატარა კონცერტად გადაიქცევა, სადაც ყველა იმღერებს და, მათ შორის –  თავად ქეთი-დედოფალიც.
– სიძემ საქორწინო საჩუქარი უკვე გაუკეთა?
– ჯეიმსი მდიდარი ბიჭია და ძვირად ღირებულ საჩუქარს გაუკეთებს ქეთის ქორწილის დღეს, მაგრამ, რომ ჰკითხეს, რას აჩუქებო, გაეღიმა და პასუხი არ გასცა –  ეტყობა სიურპრიზს უმზადებს. ნიშნობაზე კი ძვირად ღირებული, ულამაზესი  ბრილიანტის ბეჭედი მიართვა. ასე, შორიდან, კარგი ბიჭი ჩანს. პირადად რომ გავიცნობ, ვიცი, როგორც ქეთის მესაიდუმლე ვარ, ისევე ვიქნები ჯეიმსის მესაიდუმლე (იცინის). მე ყველაფერს მეტყვის და არ დამიმალავს. ქეთი მეუბნება, ჯეიმსის გვერდით სულიერად ვისვენებ,  ისეთი კარგი ბიჭია, ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ აგიწერო. ჩემი შვილი და რძალიც გაოცებულები არიან მისით. რემონტი ჰქონდათ ბინაში და, თურმე, ჯეიმსი თავისი ხელით უკეთებდა რაღაცეებს.
– მეჯვარეებად ვინ აარჩია ქეთიმ?
– თავისი უახლოესი ბავშვობის მეგობრები ჰყავს დაპატიჟებული ქეთის ბათუმიდან და იმათგან ერთ-ერთი იქნება მისი მეჯვარე. ხომ იცით, ბათუმზე გიჟდება ქეთი, იქ არის გაზრდილი, მისი უსაყვარლესი ქალაქია და, აქ რომ ჩამოდის, თბილისში ვერ ვაჩერებთ, იქით გარბის ხოლმე. მართალია, მე ვერ მოვახერხე ჯერ-ჯერობით ბრიტანეთში ჩასვლა და სიძის გაცნობა, მაგრამ, ჩემი ბიჭი, აჩიკო იყო ჩასული და ძალიან მოეწონა. მითხრა, უბრალო, სადა, თბილი და საყვარელი ადამიანია, ყურადღებიანი და სათნოო. თან, რაც მთავარია, საკმაოდ განათლებულია. ჯეიმსი მოტორბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ახლა კი სიმღერებს წერს.
– ქეთი „ოპელის” სახე გახდა და ამ საავტომობილო ფირმამ, საკმაოდ ძვირად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი აჩუქა. ამ მანქანით ქეთი დადის თუ მისი საქმრო?
– იმ მანქანით ქეთი დადის, მის საქმროს კი თავისი ავტომანქანა ჰყავს. ისე,  ქეთი და ჯეიმსი სულ ერთად არიან და არ დასჭირდებათ ორი მანქანით სიარული. ჯეიმსი კომპოზიტორია და თავისი ჯგუფიც ჰყავს. ქეთის ძმა, ზურიკოც წაიყვანა ამ ჯგუფში გიტარისტად და იქ უკრავს. ასე რომ, მთელი ოჯახი მუსიკოსებისგან შედგება და ერთმანეთს კარგად უგებენ.
– ჯეიმსი ავტორბოლაში აღარ იღებს მონაწილეობას?
– ჯეიმსმა ხელი დაიწვა, საკმაოდ რთული დაზიანება ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოსცილდა მოტორბოლას და მუსიკა არჩია. აქაც კარგი მონაცემები აქვს და წარმატებებსაც მიაღწია.
– თუ იცით, ქორწილში ბრიტანეთის დედოფალი დაპატიჟებულია?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი, თუმცა, ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს ქეთის ბრიტანეთის დედოფალთან, რომ, მგონი ეყოლება, დანამდვილებით არ ვიცი.
– პირადად თქვენ რა საჩუქარს უმზადებთ ახალდაქორწინებულებს?
– ახლაც ფიქრში ვარ და ვარჩევ საქორწილო საჩუქარს. მინდა, ის ტრადიციული, ქართული იყოს. ალბათ, სიძეს მივართმევ ქართული, ტრადიციული ტექნოლოგიით  ჩამოსხმულ ღვინოს –  ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა იყოს ჩემგან?!
– ახალდაქორწინებულები სად იცხოვრებენ?
– ბინა და ქონება არც ერთს არ აკლია –  ქეთისაც აქვს საკუთარი სახლი და შემოსავალი და ჯეიმსსაც. ასე რომ, თავიანთი ნებაა, სად იცხოვრებენ. ის კი ვიცი, რომ ცალკე იქნებიან. ორივე ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდაა, პერსპექტიული, ცნობილი და ნიჭიერი. მიხარია, რომ ერთმანეთი იპოვეს და ოჯახს ქმნიან. თავად ქეთიმ მითხრა, ეს ის სიყვარულია, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი და გამიმართლაო. ორივემ ზუსტად იცის, რა უნდათ ცხოვრებაში და რა უნდა გააკეთონ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად. ქეთი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ჩამოიყვანს თავის ქმარს. თურმე, იმდენს უყვება ჯეიმსს საქართველოზე, რომ ზეპირად იცის ყველაფერი ჩვენ შესახებ. მასაც ძალიან აინტერესებს აქაურობა. ახლა ყველაზე ბედნიერ ბაბუად ვგრძნობ თავს, მთლიანად ქორწილზე ვარ გადართული და, იქიდან რომ დავბრუნდები, გპირდებით, ბევრ სიახლეს ჩამოგიტანთ და პირველებს თქვენს ჟურნალს მოვუყვები, რა ხდებოდა იქ.

скачать dle 11.3