კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადავიდა ზურა ხაჩიძე ჰოლანდიიდან საბერძნეთში და რატომ ასაიდუმლოებს ის თავის ბიზნესს

ექვსი თვის წინ ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია საცხოვრებლად ჰოლანდიაში, მერაბ ჟორდანიასთან გადავიდნენ. ზურამ საფეხბურთო მენეჯმენტიც შეისწავლა და მუსიკალურ კარიერასაც ფენიქსივით აღდგენილ „ქუჩის ბიჭებთან” ერთად აგრძელებს. ჰოლანდიური ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ზურა თავად გვესაუბრა.

ზურა ხაჩიძე: მე და ჩემი ოჯახი ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემს ცოლის ძმასთან, მერაბ ჟორდანიასთან ერთად არნემში ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ, მერაბი არნემის საფეხბურთო კლუბის, „ვიტესის” მფლობელია. ჩვენი იქ გადასვლა მისი სურვილი იყო. მერაბს უყვარს, როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ. თბილისშიც ასე იყო და აქედან გამომდინარე, დიდ დროს ჰოლანდიაში ვატარებ. თუმცა, ბოლო 3-4 თვეა, საბერძნეთში ვცხოვრობ. მაქვს ჩემი კერძო ბიზნესი და რაღაც გეგმები, რომლებიც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია და მედიასთან ამაზე არ ვლაპარაკობ. ცოტა ხნის წინ კონცერტი მქონდა სალონიკში. მოწვევა მაქვს ათენიდან, ბელგიიდანაც.
– არ გაგიჭირდა სხვა ქვეყანაში გადასვლა?
– ძალიან გამიჭირდა. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ბოლო პერიოდში დიდი ჩავარდნა მქონდა ყველა თვალსაზრისით და ჰოლანდიაში იმიტომ წავედი. იქ უფრო მეტია რეალიზების საშუალება. თუმცა, ყველაფერს ეჩვევი, უამრავი მეგობარი შევიძინე საბერძნეთში და მინდა, გულით მოვიკითხო. ზოგი 10-15 წელია, არ ყოფილა საქართველოში, მშობლები, ახლობლები არ უნახავს. ძალიან მტკივა ამის გამო გული. ჰოლანდიას რაც შეეხება, ძალიან მომწონს, განსაკუთრებით სახელოვნებო თვალსაზრისით. მომწონს იქაური ცხოვრების წესი – ძალიან სპორტული და ჯანმრთელი ხალხია. სხვათა შორის, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ყველაზე მეტად ევროპაში, ჰოლანდიაშია დაცული. თუმცა, გადასახადები ძალიან მაღალია და ეს ხალხს აწუხებს (იცინის).
უამრავი ცნობილი მომღერლის კონცერტზე ვიყავი – სტინგის, ბიონსეს, ჯემიროქვაის... ჯორჯ მაიკლი იყო ცოტა ხნის წინ როტერდამში ჩამოსული. თვითონ ჰოლანდიელები ძალიან თბილი, კარგი და მოწესრიგებული ხალხია. აი, საბერძნეთში რომ ჩავედი, იქ ნამდვილი შოკი მქონდა, ამდენი ქართველი რომ დავინახე. ერთდროულად სიხარულიც განვიცადე და გულისტკენაც. სალონიკში არსებობს კულტურის დიდი ცენტრი „დაისი პალასი”, სადაც მე, ჩემმა მეუღლემ – ხათუნა ჟორდანიამ, დათო გომართელმა და ნინი ქარსელაძემ კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ქართულ ჟურნალებს ვიცი, რომ კითხულობენ იქაური ქართველები და მინდა გავახმოვანო, რომ მალე კონცერტი ათენშიც გვექნება.
 – ჰოლანდიაში ბევრ ქალაქში იყავი?
 – ყველა ქალაქში, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდები თამაშობენ. ჩვენ არნემში ვართ, პატარა ქალაქია, 350 000 კაცი ცხოვრობს, ამსტერდამიდან 80 კილომეტრში, მთელ ჰოლანდიაში ყველაზე ლამაზი და მწვანე ქალაქია. ხომ იცი, იმ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და მეყვავილეობა რა მაღალ დონეზეა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. აქ რომ ჰგონიათ, რომ ჩახვალ ჰოლანდიაში და არიქა, თავს თავისუფლად იგრძნობ, რაც გინდა, ის აკეთეო, ეგრე არ არის. კი, ქცევის თავისუფლება არის, მაგრამ მე მაინცდამაინც მარიხუანას და სასმელს არ ვგულისხმობ, თავისი საქციელით მე იქ არავის შევუწუხებივარ. რაც კიდევ მინდა აღვნიშნო, უმაღლეს დონეზეა საკლუბო მუსიკა. სხვათა შორის, რაც ჰოლანდიაში წავედი, მხატვრობით მოვიწამლე. მანამდე მაინცდამაინც არ მქონია ფერწერისადმი ინტერესი, ასეთი განსაკუთრებული აღქმა. მუდმივად დავდიოდი გალერეებში ვან გოგის, რემბრანდტის ტილოების სანახავად. ახლა რომ ვერ ვნახულობ, ცოტა ცუდად ვარ (იცინის). თანამედროვე მხატვრების გამოფენებზე არ დავდივარ. თუ თანამედროვეს ვნახავ რამეს უფრო ტექნიკის ექსპოზიციას. მე არ მაქვს ხატვის ნიჭი, სამაგიეროდ, ანასტასია, თავისი ასაკის კვალობაზე, ძალიან კარგად ხატავს. ეს მისი პედაგოგების დამსახურებაცაა.
 – საბერძნეთის ქართველობა ძალიან კარგად დაგვხვდაო, თქვი.
– კი და იცი რა? საბერძნეთშიც და ჰოლანდიაში წასულ ქართველს სულში და გულში ბევრად უფრო კარგად აქვს შენახული თავისი ქართველობა, ვიდრე საქართველოში. ძალიან არ მომწონს, რაც აქ ხდება, ნამდვილი „მგლების ხორუმია”. ვინ ვის დაასწროს და ცუდი გაუკეთოს, იმაზე ფიქრობს. კონცერტის მერე უამრავ ხალხთან გადავიღეთ სურათები. ქუჩაში გვაჩერებდნენ, ბევრი სახლში გვეპატიჟებოდა. სამ-ოთხ ოჯახთან ძალიან ახლოს ვართ, სტუმრად დავდივართ ერთმანეთთან, გავდივართ ბუნებაში, მწვადს ვწვავთ, ვქეიფობთ. ყველას ძალიან უნდა დაბრუნება. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბერძნების მხრიდან ქართველებისა და განსაკუთრებით ემიგრანტების  მიმართ არ არის კარგი განწყობაო, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მთლად ასეა. ინდივიდუალურია მაინც ყველაფერი, ჩემთვის პირადად, საბერძნეთი ყველაზე თბილი ქვეყანაა, მაინც ერთმორწმუნე ხალხი ვართ.
– საფეხბურთო მენეჯმენტი შეგისწავლია.
– კი, გავიარე საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი, შევისწავლე რაღაც-რაღაცები. მე თვითონაც ფეხბურთელი ვიყავი 16 წლამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი. ბორჯომის „თორში” ვთამაშობდი და გარკვეული წარმატებებიც მქონდა, 15 წლის ბიჭი უკვე დიდი გუნდის სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. თუმცა, არ იყო მაშინ კარგი დრო ფეხბურთისთვის, არც ახლა არის, მაგრამ 18 წლის წინ რა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენია?! მერე „ბოტკინი” შემეყარა და 6 თვე საერთოდ ამიკრძალეს ვარჯიში და თამაში. მწვრთნელები კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, არ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ არ ვნანობ. ასე თუ ისე, დღესაც მაქვს ფეხბურთთან შეხება. ჩემთვის, უპირველესად, ღირსება საქართველოს ნაკრების მაისურია, დანარჩენი გუნდები მეორეხარისხოვანია.
რაც შეეხება გერმანიასთან თამაშს, ძალიან უჭირთ ჰოლანდიელებს. ტრადიციულად, ეს ორი კონკურენტი ქვეყანა ძალიან განსხვავდება ყველანაირი სპეციფიკით. გერმანიაშიც ნამყოფი ვარ, ალიანს არენაზე მიუნჰენის „ბაიერნისა” და „ჩელსის” თამაშს დავესწარი. მოკლედ, საფეხბურთო მენეჯმენტს მოვრჩი და ახლა ყოველდღიურად მერაბისგან ბევრ რამეს ვსწავლობ – როგორ და რა ხდება ფეხბურთში, ტყუილად ყოფნას ნამდვილად ჯობია (იცინის). მერაბი ამ საქმის დიდი პროფესიონალია და ხშირად ჩამოდიან მასთან ამ სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი ქინქლაძე გვესტუმრება ხოლმე ძალიან ხშირად. „ვიტესშიც” სამი ქართველი თამაშობს. ჭანტურია და კაშია იცით, დუბლებში თამაშობს ვაკო ყაზეიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.
– არასასიამოვნო შეკითხვაა, მაგრამ „ვიტესს” აბრამოვიჩთან აკავშირებენ ხშირად.
– ვიცი, ამაზე ქართული პრესა ხშირად წერდა. ჯერ ერთი, აბრამოვიჩს და მერაბს რა ურთიერთობა აქვთ, ჩემი საქმე არ არის. შეიძლება, მეგობრობენ კიდეც, მაგრამ „ვიტესის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა. როცა საჯარო პირი ხარ, შეგუებული უნდა იყო, რომ, ხან ცუდს დაწერენ შენზე, ხან კარგს. მერაბი ამ ბიზნესს წარმატებით აკეთებს – წინა წელს გასავარდნი გუნდი წელს პლეიოფში მოხვდა და ევროპის ლიგაზე გავიდა. ჰოლანდიის პრესამაც დიდხანს ქექა ეგ ამბავი და მერე თავი დაანება, რადგან მერაბი საფეხბურთო სამყაროში დიდი ავტორიტეტია. ბავარიაში ეშლი კოულთან ერთად ვიჯექი ტრიბუნაზე, ბაიერის ტექნიკურ დირექტორს, ცნობილ მიულერს ვეჯექი გვერდზე, რომელიც ნამდვილი გრანდი იყო თავის დროზე.
– ჯგუფში რა ხდება?
– ჩვენ ამჟამად საქართველოში ვართ. ორი კლიპი გადავიღეთ ცოტა ხნის წინ, ახალ სიმღერებსა და კლიპებზე ვმუშაობთ. გურამი ერთ კვირაში ჩამოდის და თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, დაგვიყენოს გვერდით. ძალიან კარგად ვიცი, კონცერტებზე რატომ არ გვეძახიან. დაშლილები არიანო, მიზეზად რომ ასახელებენ, ეგ ტყუილია. ჩვენ შემოთავაზებების ნაკლებობას ისედაც არ განვიცდით. 2 დღის წინ „სითი ქლაბში” არაჩვეულებრივი საღამო გვქონდა, 30-ში დაგეგმილია „ვიპტაიმ ბერმუხაში” ჩვენი კონცერტი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დღეს აღარ ვართ პოპულარულები და აქტუალურები. გაჭედილი იყო „სითი ქლაბი”. ახალი თაობაც გვისმენს და ძველი თაყვანისმცემლებიც არ გვაკლია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მუსიკალური არხი არ არსებობს. „რუსთავი 2” ერთი კვირა ატრიალებდა ჩვენს კლიპს, რისთვისაც გეგა ფალავანდიშვილს მადლობა მინდა, ვუთხრა. თუ მუსიკალური არხი არ იქნება, შოუ-ბიზნესიც სულ მკვდარი იქნება.
– ხათუნა როგორ შეეგუა ჰოლანდიურ ცხოვრებას?
– ხათუნა თავს იქ გრძნობს კარგად, სადაც მისი ოჯახია. ერთი პრობლემა ის არის, რომ ანასტასია წელს სკოლაში შედის და აუცილებლად კარგად უნდა ისწავლოს დედა ენა. პირველ საფუძველს სკოლაში აქ მიიღებს და შემდეგ ვაპირებთ, ჰოლანდიაში მივცეთ განათლება, სადაც განათლების სისტემა უმაღლეს დონეზეა. ვეცდები, ჩემს შვილს უცხოეთში მაქსიმალურად ქართული გარემო შევუქმნა. ნინიც წელს ინგლისში მიდის სწავლის გასაგრძელებლად.
 – შენ თუ ისწავლე ჰოლანდიური?
 – ცოტა, აქაურ ჰოლანდიელებს მინდა, მივესალმო: „ხუი მორხენ” – ეს ნიშნავს, დილა მშვიდობისა. ჩვენთვის, ვინც რუსული იცის, ცოტა უხერხული და სასაცილო წარმოსათქმელია (იცინის). გერმანულს ჰგავს ჰოლანდიური ძალიან. ურთულესი ენაა. არც მერაბმა იცის ჰოლანდიური, ინგლისურად კონტაქტობს. სამაგიეროდ, ლევანიკომ, მერაბის ვაჟმა იცის კარგად, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და ძალიან ნიჭიერია. იმდენ ქვეყანაშია ნაცხოვრები, რომ ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური შესანიშნავად იცის.

скачать dle 11.3