კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

მამაკაცი ფეხსაცმელებს ათვალიერებს: – აი ეს ფეხსაცმელი მომეცით 39 ზომა... – კი მაგრამ‚ ბატონო‚ თქვენ 42-ზე ნაკლები არ გაქვთ‚ მოგიჭერთ... – რა თქმა უნდა, მომიჭერს.... მაგრამ, სახლში რომ მივალ‚ ბავშვები ჩხუბობენ‚ ცოლი ბავშვებს სცემს, სიდედრი ჩემს უფხოობაზე ლ


***
საგიჟეთში ავადმყოფებს გამოუცხადეს‚ ვინც პუტინს მისცემს ხმას, აქედან გავუშვებთო. ყველანი ადგნენ და ხმის მისაცემად გაიქცნენ‚ ერთის გარდა.
– თქვენ რატომ არ წახვედით?
– თქვენ არ გითქვამთ‚ როდის არის არჩევნები...
– ყოჩაღ‚ თქვენ ახლავე გაგიშვებთ!
***
ექიმი:
– რამდენი კილო ხართ?
– 70.
– რამდენი იყო თქვენი მაქსიმალური წონა?
– 80.
– მინიმალური?
– სამი და სამასი.
***
– ელაპარაკე რედაქტორს ჩემი მოთხრობების შესახებ?
– კი. შემოგითვალა‚ პროქტოლოგთან მიდიო...
– რატომ?
– აბა‚ უკან შენ თვითონ ხომ არ შეიტენი?!
***
თვითმფრინავის სალონში სტიუარდესა აცხადებს:
– შემთხვევით თქვენ შორის, ანესთეზიოლოგი ხომ არ არის?
წამოდგა ერთი.
– თუ შეიძლება, წამობრძანდით... – და ერთ მამაკაცთან მიიყვანა‚ რომელიც ჭიქებში კონიაკს ასხამდა.
– რა ხდება‚ თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ქირურგი ვარ, ვერა და ვერ მივეჩვიე ანესთეზიოლოგის გარეშე დალევას...
***
– ექიმო‚ თქვენ რომ მირჩიეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ვიყიდე‚ დავიბანე და მთელი თმა დამცვივდა.
– ო‚ მართალია‚ ასეც უნდა ყოფილიყო – არ არის თმა‚ არ არის ქერტლი!
***
ალბათ‚ „გუგლი“ მალე იმ დონეს მიაღწევს‚ რომ ძიებაში ჩაწერ: „სად არის ჩემი ჩუსტი“ და გიპასუხებს: – „საწოლის ქვეშ“.
***
ბილ გეითსმა გადაწყვიტა, ავტომობილების წარმოებაში სცადოს ბედი და გამოუშვა ავტომობილი‚ რომელიც მუხრუჭის პედალზე ფეხის დაჭერისას გეკითხებათ:
„თქვენ ნამდვილად გინდათ, დაამუხრუჭოთ ავტომანქანა?“
***
– თუ შეიძლება‚ „ინვოისი“ გამომიგზავნეთ!
– რა?
– „ინვოისი“ გამომიგზავნეთ!
– რა გამოგიგზავნოთ?!
– კარგი, სახელებით გეტყვი ასოებს: ირაკლი‚ ნათია‚ ვახტანგი‚ ირაკლი‚ სიმონი‚ ირაკლი...
– ეგ ხალხი ვინღაა?!
***
– იცი? ზუკამ ნოუთბუქი მაჩუქა?
– ო‚ მაგარია! და, ახლა მასთან გძინავს?
– საიდან გაიგე?
– მე ნოუთბუქზე გკითხე...
***
სერიოზულ კომპანიას ესაჭიროება UNIX სისტემის მცოდნე დამლაგებელი‚ რომელსაც შეეძლება აღადგინოს კომპიუტერული სისტემა ოფისის დალაგების შემდეგ.
***
– შვილო‚ რომ გეუბნებოდი‚ საღამოს კონკიასავით მოდი-მეთქი‚ 12 საათამდე უნდა მოსულიყავი‚ განა ცალი ფეხსაცმლითა და დაჭმუჭნული კაბით...
***
პატარა გოგონა აფთიაქში შევიდა და ტირილი დაიწყო.
– რატომ ტირი გოგონი? – შეეკითხა აფთიაქარი.
– დედამ წამალი დამაბარა‚ სახელი დამავიწყდა... რაღაც მოკლე სიტყვაა‚ მარტო ის მახსოვს‚ რომ მასში ნივთიერება ჰიდროქსიმიტელამინოტრიფენილაცეტატი შედის.
***
გოგონამ აფთიაქში ჰემოროის სანთლები იყიდა. შემთხვევით მოიხედა და დაინახა‚ მის უკან მამაკაცი დგას‚ რომელმაც შენიშნა‚ რა სანთლებიც იყიდა. გოგონას შერცხვა და გაწითლდა. კაცმა გადაწყვიტა, დაემშვიდებინა:
– არ ინერვიულოთ‚ გოგონი‚ თქვენ ძალიან ლამაზი შანდალი გაქვთ.
***
– გუშინ შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი და ძალიან ვიჩხუბეთ – ბოზი მიწოდა.
– შენ?
– მე ვუთხარი‚ ცისფერი ხარ-მეთქი.
– იმან?
– იმან თავისი ბისერებიანი ჩანთა ჩამარტყა...
***
– თეატრში ასე წამოსვლა შეიძლება? რატომ არ გაიპარსე?
– როგორ არ გავიპარსე‚ შენ რომ ჩაცმა დაიწყე‚ სწორედ მაშინ დავასრულე გაპარსვა.
***
გათხოვილმა ქალიშვილმა მიხოსთან დაიჩივლა:
– მამი, მიტუა მღალატობს‚ როგო მოვიქცე‚ ოჯახ ხო არ დავანგრევ?..
– შვილო‚ დედაშენს ჰკითხე‚ ემაგის გამოცდილება იმაი უფრო აქვს...
***
კარგად აღზრდილი მამაკაცი არასდროს დააბიჯებს მინიკაბიან გოგონას ფეხზე იმ მიზნით‚ რომ გოგო როგორმე გადაიხაროს.
***
– ბიძია‚ გაიხადე ამსისქე კურტკა‚ დასადგომი ადგილი აღარაა...
– იქნებ, შარვალიც გამეხადა‚ ხელის მოსაკიდებელიც გექნებოდათ...
***
ცოლი კატლეტებს წვავს. სამზარეულოში ქმარი შედის:
– რას შვრები?! ცოტა ცხიმი დაამატე‚ არ მიიწვას!.. გადაბრუნების დროა!.. ჩქარა‚ არ დაგეწვას! მარილი ხომ არ დააკელი?.. ზედმეტი წიწაკა ხომ არ გიქნია?.. თეფში ახლოს მიიტანე‚ ცხიმები არ გადმოისხას გადმოღებისას!..
– რა გჭირს?! – გაუკვირდა ცოლს.
– ახლა ხო ხვდები‚ რა დღეში ვარ, საჭესთან რომ ვარ და გვერდით შენ მიზიხარ?!
***
– სანდრო‚ „კამასუტრა“ შენ აიღე ჩემი მაგიდიდან?
– კი‚ მამა...
– რამე ხომ არ მიგიხატავს?
– კი...
– ჰოდა‚ წამოდი ახლა და დედაშენის გამოკვანძვაში დამეხმარე...
***
დააკვირდით‚ რა ხდება‚ როდესაც ქალების აბანოში მამაკაცი შედის – ქალები მდუღარეს ასხამენ; როდესაც ქალი შედის მამაკაცების აბანოში‚ მამაკაცები პატივისცემით და გახარებული ხვდებიან... ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს‚ რომ მამაკაცები გაცილებით კეთილები არიან‚ ვიდრე ქალები.
***
– თქვენ ისე ხშირად შემოდიხართ ჩემს გვერდზე‚ რომ ან ჩემი ქმრის საყვარელი ხართ‚ ან – ჩემი საყვარლის ცოლი...
***
ოჯახში მყუდროება და მშვიდობა რომ შეინარჩუნო‚ აუცილებელია სიყვარული‚ ერთგულება‚ გაგება‚ პატივისცემა... და‚ რა თქმა უნდა‚ ორი კომპიუტერი.

скачать dle 11.3