კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ სურდა ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა ბექა ზარდიაშვილს და სად გამოსჭრა მას ყელი აფროამერიკელმა მკვლელმა

გასულ კვირას, საქართველოდან შორს, მერილენდის შტატში, ქალაქ  ბალტიმორში, 23 წლის ბექა ზარდიაშვილი მოკლეს. მას 23 წელი მკვლელობამდე ოთხი დღით ადრე შეუსრულდა...  დაბადების დღე ბალტიმორში იმ სახლში გადაიხადა, სადაც იმ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღეში მისი მკვლელი გახდა.                  
ბალტიმორის პოლიციამ ბექა ზარდიაშვილის ცხედარი ქუჩაში აღმოაჩინა. მას ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ცხედარს იმ მაღაზიის სიახლოვეს მიაგნეს, სადაც ბიჭი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საწყობში  მტვირთავად მუშაობდა (მაღაზია ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდა). ამავე მაღაზიაში მუშაობდა  მკვლელიც, რომელიც ბექამ ხუთი თვის წინ, მაშინ გაიცნო, როდესაც ნიუ-იორკიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ ბალტიმორში გადავიდა.
  რა გახდა მკვლელობის საბაბი?  როგორც თბილისში გახდა ცნობილი, ბექასა  და მისი ამერიკელი თანატოლის დაპირისპირების საბაბი  გახდა შენიშვნა, რომელიც ბექამ თანამობინადრის მისამართით მაღაზიის მენეჯერს განუცხადა.  ამის შესახებ მან მოგვიანებით ნიუ-იორკში მყოფ დედასაც უთხრა სატელეფონო საუბრის დროს:  ბოლო დღეებში დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ვიკამათეთ და, თუ რაღაც მოხდა, იცოდე, მისი ბრალი იქნებაო.  ბექას  მენეჯერისთვის უთქვამს: მე მთელი დღე ვმუშაობ, ეს კი მთელ დროს კომპიუტერთან ატარებსო.  მენეჯერი ბექას დაჰპირდა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და ზომებს აუცილებლად მიიღებდა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კი, ბექას  ბალტიმორის ქუჩაში ყელგამოჭრილს პოულობენ – შავკანიანმა საყვედური არ აპატია. გარდაცვლილს სამი ჭრილობიდან ერთი მუცელში, ერთი  კი გულში აქვს მიყენებული. ბექას ახლობლების ვარაუდით, მკვლელი მას ზურგიდან მალულად  მიეპარა. „ბექა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო,  ბავშვობიდან ვარჯიშობდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა, ისეთი ძლიერი იყო, ხუთი-ექვსი კაცი ვერ წააქცევდა. წლების წინ  თბილისის ჩემპიონიც კი გახდა სპორტის სახეობაში „ბრძოლა წესების გარეშე”. მე არ ვიცი, ის შავკანიანი რამდენად ძლიერი იყო, მაგრამ,  მარტოს, ჩუმად რომ არ მიჰპარვოდა, ბექას მოკვლა  გაუჭირდებოდა. არ ვიცი, რა ვითარებაში მოკლა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში,  ზურგიდან მიეპარა და ყელი ისე  გამოჭრა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი.
ამერიკა საბედისწერო აღმოჩნდა ქართველი ბიჭისთვის, რომელსაც, სხვათა შორის, არც უნდოდა იქ წასვლა. ანჩისხატის ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, მთელ დროს ეკლესიაში ატარებდა, უჭირდა  ყველაზე ძვირფასი ტაძრის გარეშე გაძლება, მაგრამ, მაინც წავიდა. ეს იყო ოთხი წლის წინ, როდესაც მისმა  ოჯახმა  „მწვანე ბარათი” მოიგო. მათ თბილისში, საბურთალოზე მდებარე ბინა გაყიდეს, რადგან, ამერიკაში წასვლა სახსრების  გარეშე, მხოლოდ მოგებული ბარათით, შეუძლებელი იყო.  ბექა მშობლებს გაჰყვა, თბილისში კი  დარჩა მისი უფროსი ძმა, ლევანი, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს: „როცა ჩემი ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მე  აქ დავრჩი. უახლოეს პერიოდში მეც ვაპირებდი წასვლას, საბუთები უკვე ჩაბარებული მქონდა. ბექა ვერ მიეჩვია ამერიკას, სულ ამბობდა, უნდა ჩამოვიდეო; ამ ზაფხულს  თუ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ახალ წელს მაინც თქვენთან ვიქნებიო. ძალიან თბილი იყო, სულ  ვენატრებოდით. თავიდან, როცა ამერიკაში ჩავიდნენ, ყველა ერთად ცხოვრობდა, დედა-მამა და ბექა. იქ ბექამ  პოლიციის აკადემიაში ჩააბარა,  რეინჯერი  უნდოდა გამოსულიყო. სულ გვეუბნებოდა: აი ნახეთ, თბილისში რომ ჩამოვალ, რა მაგარი ბიჭი ვიქნებიო, ჩემს ქვეყანას გამოვადგებიო.  ერთი წლის წინ აკადემიური აიღო – სწავლას დროებით თავი მიანება, რადგან, სწავლის ხარჯის გადახდა ჩვენი ოჯახისთვის  იოლი არ იყო.  გადაწყვიტა, მუშაობა დაეწყო და თავისი სწავლის ფული თვითონ მოეგროვებინა. სწორედ ამ მიზნით გადავიდა ბალტიმორში, სადაც ჩასვლისთანავე დაიწყო მუშაობა. ზანგების კვარტალში ცხოვრობდა, სადაც ცხოვრება იოლი არ იყო.  მე ზუსტად ვიცი, რატომ მიუწევდა გული ბალტიმორისკენ – იქ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია იყო, სადაც სტიქაროსნად  ყოფნას შეძლებდა, სულ მეუბნებოდა, მომწონს ეს ტაძარი, აქ თავს კარგად ვგრძნობო. ეკლესიის გარეშე ვერ ძლებდა, სულ ეკლესიაში იყო თბილისშიც და ამერიკაშიც. თავიდან, როდესაც ჩავიდნენ ამერიკაში, დედა ეჩხუბებოდა ხოლმე: მუშაობას  არ იწყებ, მარტო  ტაძარში გინდა ყოფნაო...   
  სკაიპში ხშირად ვლაპარაკობდით. ერთხელ მითხრა, აქ მეგობარი მყავს, შავკანიანიაო. ისიც დამალაპარაკა. ხინკალს  აკეთებდნენ ერთად, „გამარჯობაო” – ქართულად მითხრა, ალბათ, ბექა ასწავლიდა ქართულ სიტყვებს. ეს იყო მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე დღეში კი სწორედ მან გამოსჭრა ყელი ჩემს ძმას“.
 გიორგი ოქრიაშვილი (ბექა ზარდიაშვილის დეიდაშვილი): „თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ბექა როგორი ადამიანი იყო, რადიკალურად განსხვავებული, არავის არ ჰგავდა. ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდა, სხვანაირი ხედვა ჰქონდა.  სულ ღმერთზე მელაპარაკებოდა, საოცრად მორწმუნე იყო, სულ გვარიგებდა,  გვთხოვდა, კარგად მოიქეცითო. როცა ამერიკის „მწვანე ბარათი” მოიგეს, ამერიკაში წასვლა არ უნდოდა.  მერე, როდესაც გაიგო, რომ იქაც შეძლებდა ეკლესიაში სტიქაროსნად ყოფნას, მხოლოდ ამის შემდეგ  გადაწყვიტა  წასვლა, თუმცა, სულ ამბობდა, ამერიკა ისეთიც ნუ გგონიათ, როგორც შორიდან ჩანსო. ოცნებობდა, კარგი სამხედრო დამდგარიყო, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, ნახეთ, როგორი გაწვრთნილი ჩამოვალო, – მეტყოდა ხოლმე.  ის ადამიანი, ვინც ბექა მოკლა მან ბალტიმორში ჩასვლის შემდეგ გაიცნო. აფროამერიკელი იყო. დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში, საწყობში ჩაუსაფრდა,  იქ დაარტყა დანა. ბექას წვალებით გამოუღწევია ქუჩამდე, სისხლისგან ყოფილა დაცლილი“.   
   მკვლელობის შესახებ პირველად ინფორმაცია ბექას დედას  შეატყობინეს.  პირველი ვინც ბალტიმორში ჩავიდა, სწორედ გარდაცვლილის დედა, ნინო ცქიფაშვილი იყო.  ბექას ცხედარი მორგში იყო დასვენებული. დედამ მორგთან ოცდაოთხი საათი გაატარა, მოგვიანებით მასთან ბექას ქართველი მეგობრებიც ჩავიდნენ. მკვლელი, ბექას თანატოლი, 22-23 წლის ზამან ლაუდსონი, პოლიციამ, მეორე დღესვე დააკავა.  გარდაცვლილის გადმოსვენების  ხარჯები ქართულმა მხარემ თავის თავზე აიღო. ბექა ზარდიაშვილს ამ კვირაში  თბილისში დაკრძალავენ...

скачать dle 11.3