კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როდის კეტავს და აბინძურებს ადამიანი საკუთარ კარმას და რისგან უნდა შეიკავოთ თავი ნეგატიურ დღეებში

თითოეულ ადამიანს შეუძლია, დაგეგმოს და  მომავალი მოქმედებები რაღაც საფეხურამდე განჭვრიტოს წინასწარ. ამაში მას საკუთარი მეხსიერება ეხმარება.
წარსულსა და მომავალს შორის არსებობს ჩვენი აწმყო, ანუ, დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს დღევანდელ დღეს და ძალიანაც ცდება, რადგან, გამოდის, რომ ყველაზე მთავარი და ძირითადი, რაც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, ან, რასაც ჭეშმარიტ სიყვარულს ვუწოდებთ, სადღაც შორეულ მომავალში გველოდება. თუმცა, ეს, ერთი მხრივ, არც ისე ცუდია, რადგან მომავლისთვის წინსვლის სტიმულს იძლევა, მეორე მხრივ კი, ვერ ვამჩნევთ, რომ ნებისმიერი სერიოზული მოვლენა შემთხვევით კი არ მოხდა, არამედ მომავალი საქმის სასარგებლოდ მომზადდა და ჩაეყარა საფუძველი. ირგვლივ ადამიანებსა და რეალურ შესაძლებლობებს ან ვერ ვამჩნევთ, ან უკუვაგდებთ მათ სწორედ იმის გამო, რომ დღეს დრომ თავისი დანიშნულება დაკარგა. ადამიანები კი ასეთი ცხოვრების წესით საკუთარ კარმას კეტავენ და აბინძურებენ.
იმის პირველი მიზეზი, რომ ადამიანებს უჭირთ აწმყოს რეალურად აღქმა,  დროის აღქმაში გაურკვევლობაა. მაგალითად, თუ დრო სწრაფად მიდის და ქრება, ესე იგი, თქვენი ყურადღება დღევანდელ დღეზეა მიმართული და ფოკუსირებული. ასეთი შეგრძნება ხშირად იმითაა  გამოწვეული, რომ ცხოვრებაში რაღაცას ზურგს აქცევთ, რაღაცის შემჩნევა, ცნობა, აღიარება არ გსურთ თუ ვერ გაგირკვევიათ, რის მიღება არ გსურთ, ან რას გაურბიხართ ცხოვრებაში, კარგად დაფიქრდით და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ. თუ ეს „რაღაც“ უკვე თქვენი ცხოვრების რეალური ნაწილია, ალბათ, მისი მიღება მაინც მოგიწევთ, რადგან კოსმოსს ვერ შეეწინააღმდეგებით. ამიტომ, უმჯობესია, ეს ახლავე გააკეთოთ და არ დაელოდოთ მომენტს, სანამ შემდეგ რამე მოხდება.
მეორე მიზეზი კი არის, რეალობასთან კონტაქტის შეწყვეტა. ამ დროს სხეულს რაღაც ემართება, თითქოს მის შეგრძნებას კარგავთ; ქრება მოხერხებულობა, ცხოვრების ჩვეული რიტმის შეგრძნება და, შედეგად, ირღვევა სხეულთან ჰარმონია. ეს, უბრალოდ, უგუნებო-უქეიფოდ ყოფნა როდია. მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ვინაიდან, ფიზიკური შეგრძნება ჩვენზე უფრო შორსმჭვრეტელია და ჩვენს ქვეცნობიერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მესამე მიზეზი გრძნობების ერთგვარი დაჩლუნგებაა. სინამდვილესთან კონტაქტის არქონა წარსულში გვაბრუნებს და ჩვენი ცხოვრება რაღაც უგრძნობი სიტუაციების შემადგენლობას ემსგავსება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვინდა  დროის შეჩერება, ეს არარეალური და შეუძლებელია. სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი; ყური დაუგდეთ, რას გთავაზობენ ვარსკვლავები ყოველდღიურად, გაითვალისწინეთ მათი პროგნოზები და რჩევები, დაიზღვიეთ თავი და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო და სასარგებლო აღმოჩნდება.

скачать dle 11.3