კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (150)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 18 იანვარს, შუადღეს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა ის, რომ მეტად წარმოაჩინოთ თქვენს ხასიათში დადებითი თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ასევე, იმოქმედეთ პრინციპით: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.” იყავით ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება. ყოველივე ეს წარმატებებშიც შეგიწყობთ ხელს და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: დავიბადე 1963 წლის 13 აპრილს, დილის საათებში. არის თუ არა ჩემთვის უცხოეთი სასურველი და რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები უფრო მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ, თქვენთვის ძირითადად წარმატებების მომტანი სწორედ სამშობლოა. უცხოეთთან რაღაც პერიოდით კონტაქტი ცუდი ნამდვილად არ არის. უმჯობესია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმაროთ და აქ გამოიყენოთ.  თქვენთვის უცხოეთიდან სასურველია: ინგლისი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი ნაწილი, აფრიკის ქვეყნების ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ნეპალი და უზბეკეთი. გირჩევთ, თუ უცხოეთში აპირებთ წასვლას, სწორედ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 27 სექტემბერს, დილის 8-ის ნახევარზე, ხუთშაბათ დღეს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, სცენარისტობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია. რაც შეეხება დაოჯახებას, თქვენთვის მისაღებია ბედი დაუკავშიროთ ლომის, მშვილდოსნის, ვერძის, ტყუპების ან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში. უცხოეთის რომელ ქვეყნებში მირჩევთ ბედის მოსინჯვას?
პასუხი: თქვენთვის კარგი და მისაღებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 23 თებერვალს. რომელ პროფესიებში მოსინჯოს ძალები, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, დიაგნოსტიკა, სოციოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენებისა და გართობის ინდუსტრია, რელიგია, ფილოსოფია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 31 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში მეტად გამიმართლოს?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული. ასევე, გამოიჩინოთ გონებამახვილობა. თქვენ ძლიერი გონებრივი მონაცემებით გამოირჩევით, ამიტომ, სწავლის ბაზაზე დაფუძნებული ცოდნა დიდ წარმატებებს მოგიტანთ. გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა. შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის – ეს თქვენს წარმატებას გაზრდის. ასევე, თქვენი ერთ-ერთი მთავარი კარმული მისიაა სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედებები, ორიგინალური თვითგამოხატვა. რაც მეტად წამოსწევთ ამ თვისებებს წინა პლანზე, მით მეტ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებაში. არ გამოავლინოთ ხასიათში სულსწრაფობა, გაორება და მერყეობა. არ ხარჯოთ ფული უმიზნოდ, ასევე, არ დაიწყოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე.

скачать dle 11.3