კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როგორ შეუმსუბუქა მეუღლეს მშობიარობა ვასკა ივანოვ-ჩიქოვანმა და რატომ აღარ ფიქრობს ის სამსახურსა და გართობაზე

19 ივნისი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანისა და მისი მეუღლის, მაიკო ბოკერიას ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო – ქვეყანას მოევლინა პატარა დემეტრე, წყვილის პირველი შვილი, და ეს დღე ორივე მშობლისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მაიკოს გვერდში ედგა საყვარელი ადამიანი – ვასკა, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ გარკვეული აღმოჩნდა ყველა იმ ეტაპში, რაც მშობიარობას ახლავს თან.
 ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: დემეტრე 19 ივნისს, დღის 12 საათსა და 55 წუთზე გაჩნდა სამშობიარო კლინიკა „ჰერაში”. მეან-გინეკოლოგი იყო სოსო ღოღობერიძე. მან გვითხრა, რომ ბავშვი 24 ივნისამდე გაჩნდებოდა და ასეც მოხდა – 19-ში დაიბადა. მაიკოს ღამით დაეწყო ტკივილები, მაგრამ, არ გამაღვიძა, სამსახურში წასასვლელად რომ გავიღვიძე მხოლოდ მაშინ მითხრა, ტკივილები დამეწყოო. დავინიშნეთ დრო და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ექვს წუთში ერთხელ ჰქონდა შეტევები და გავიქეცით სამშობიაროში.
– როგორც ჩანს, კარგად ხარ გარკვეული მშობიარობის ეტაპებში.
– საკმაოდ. როდესაც იცი, რომ ეს უნდა მოხდეს, გარკვეული ინფორმაცია უნდა მიიღო, საერთოდ მოუმზადებელს რომ არ მოგიწიოს შეხვედრა. დაახლოებით ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მივედი სამსახურში, დილის ეთერიც მქონდა იმ დღეს და „სხვა ამბებიც”, ორივე გავაცდინე, წავედი და დავესწარი მშობიარობას.
– ამას გეგმავდი თუ იქვე, სპონტანურად გადაწყდა?
– არა, ვგეგმავდი. ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ საერთოდ არც ერთმა მამამ არ უნდა გამოტოვოს ასეთი მომენტი და უნდა იყოს ცოლისა და შვილის გვერდით. მაიკომ ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
– მაიკოსთვის ეს, ალბათ, ბევრს ნიშნავდა.
– როგორც თვითონ ამბობს, ძალიან გაუადვილა ეს პროცესი გვერდით ჩემმა ყოფნამ. ერთი მხრივ, მე ვარ დამნაშავე, მეც ვმონაწილეობ ამ ამბავში და, მეორე მხრივ, ჩემი იქ ყოფნით ვუადვილებ ყველაფერს. დაახლოებით ხუთი უცხო ადამიანი ახვევია ქალს თავს და, ამ დროს ერთი შენიანი რომ არის, ვისაც ენდობი, ვისაც შეგიძლია, შესჩივლო ან რაღაც სთხოვო, ძალიან ბევრს ნიშნავს. გრძნობ, რომ შენს ტკივილს საყვარელი ადამიანიც იზიარებს და ამას ემოციურად დიდი  მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ძალიან რთული იყო მაიკოს ტკივილის ყურება, მაგრამ, ვცდილობდი ყველანაირად გამემხნევებინა; რასაც ექიმები ეუბნებოდნენ, იმის გაკეთება უფრო დაჟინებით მეთხოვა. ისიც მიჯერებდა და, აი, როდესაც ბავშვი გაჩნდა, ამ წამების ენით გადმოცემა მართლა შეუძლებელია. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ ადამიანმა სიამოვნება, „კაიფი” მიიღოს, ალბათ, ეს მომენტია. ცხოვრებაში რაც კი კარგი გადამხდენია თავს, ყველაზე კარგი და საუკეთესო იყო ეს.
– საკმაოდ დიდი ბიჭი გაჩნდა, არა?
– კი, 4 კილოგრამი და 300 გრამი და 53 სანტიმეტრი. მაშინვე დააწვინეს მაიკოს მკერდზე და, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, უკვე კარგი ბუთქუნა ტიპი გაჩნდა, ნაკეცებიანი, ჩამოყალიბებული, დაჭმუჭნილი კანი არ ჰქონია. ოჯახის წევრებს თითქმის ყველას გვგავს, ჩემი, მაიკოს, ჩემი დის, ბებიების ნაკვთები აქვს აღებული – ყველას სინთეზია.
– სახელი ვინ შეარჩია?
– მაიკომ. მას მივანდე სახელის არჩევა –  რაც გინდა, ის დაარქვი-მეთქი და დემეტრე შეარჩია. მეც მომწონს ეს სახელი. მერე ალბათ რაიმე მოფერებითი სახელი გაუჩნდება, მაგრამ, მინდა, რომ დემეტრე დავუძახოთ. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ივნისს, – ავტორი) უკვე გამოგვწერეს, სახლში ვართ და თავს ყველა კარგად გრძნობს. პატარაც არ ჭინჭყლობს, გაიღვიძებს, შეჭამს და დაიძინებს, ასეთი რეჟიმითაა.
– შენ როგორ გგონია, აქტიურად მიიღებ მის აღზრდაში მონაწილეობას? მამებს ჩვილის ხელში აყვანაც კი უჭირთ ხოლმე.
– ისე, ჯერჯერობით ხელში აყვანა მეც მიჭირს – მეშინია, რამე არ ვატკინო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ პასიური მამა ვიქნები, ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებ მის აღზრდაში. იცი, როგორ ვარ? სულ მინდა, მაიკოსა და დემეტრეს გვერდით ვიყო, სულ მათთან მიმეჩქარება. სხვა არაფრის კეთება არ მინდა – არც სამსახური, არც მეგობრები, სულ ბავშვთან მინდა ყოფნა.
– თქვენი ოჯახის ორი ოთხფეხა მეგობარი როგორ შეხვდება ამ ამბავს?
– ისინი ჯერჯერობით ცალკე არიან, სხვა სახლში. დღეში ორჯერ გავდივარ, რომ ვაჭამო. მერე ვეცდები, ერთად ვიყოთ. მინდა, ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ სულ პატარაობიდან ჰქონდეს ურთიერთობა ცხოველებთან და ბუნებასთან.

скачать dle 11.3