კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ასო-ბგერა – „ც“


პრე და პოსტ

ის, რომ ხალხის მსახურები ხალხზე უკეთ ცხოვრობენ, ჩვენი როგორც პრე, ისე პოსტრევოლუციური რეალობის ერთ-ერთი უეჭველი კანონზომიერებაა (ქვეყანაზე ამაგდართ ყოფითმა პრობლემებმა ხალხზე ჯეროვან ზრუნვაში ხელი რომ არ შეუშალოს). თუმცა, ისიცაა, რომ ჩვენს რჩეულებს, მაინცდამაინც, არც დილით ადგომა უყვართ (ამიტომაც იწყება საპარლამენტო სხდომები 11 საათზე, როდესაც პატიოსან ევროპელს ნახევარი დღის საქმე მოთავებული აქვს) და არც კანონპროექტებზე თავის მტვრევა, შესაბამისად, მთავარი კენჭისყრებისას დარბაზში კვორუმისთვის აუცილებელი რაოდენობის დეპუტატების მოგროვება. ხოლო, რაკი პარლამენტის სხდომათა დარბაზი უმეტესწილად ცარიელია, როგორც ჩანს, სინდისმა პარლამენტის ხელმძღვანელობას, ანუ ხალხის მთლად მთავარ რჩეულებსაც შეუცაცხანა, ამიტომაც დაგვპირდნენ, რომ გამცდენი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციებს გაატარებდნენ და მათ ხელფასის 10 პროცენტს დაუქვითავდნენ (რაკი ვიცი თქვენი სუსტი გულის ამბავი, უნდა დაგამშვიდოთ: ხალხის რჩეულის ყოველთვიური საშუალო ხელფასი 3 000-4 000 ლარის მიდამოებშია, ესე იგი, საჯარიმო სანქციები 300-400 ლარს არ ასცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რჩეულები შიმშილით წელში არ გაწყდებიან). მეორე მხრივ, ჩვენი ძვირად ღირებული დეპუტატები ჩვენივე შეჭირვებული თანამემამულეების საქველმოქმედო შოუშიც იღებენ მონაწილეობას („ვის უნდა 20 000“) და მათ დახმარებას საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობით ცდილობენ. ასეთთა რიცხვში უმცირესობის, მართლაც, გამორჩეულად კოლორიტული სახე ბ-ნი თორთლაძეცაა. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან ხალხის რჩეულმა ქართული ანბანის 27-ე ასო ვერ გაიხსენა. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ბ-ნი თორთლაძე მთელ დროს ამერიკული პატრიოტის აქტიდან ქართულის გამოდნობას ახმარს და ამ პროცესმა „ქართული სულ დაგავიწყდა“. ასე რომ, უპრიანი იქნებოდა, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, ერთი მხრივ, გამცდენი დეპუტატები დაგვეჯარიმებინა, ქართული ანბანის მცოდნენი კი (ნეტავ 150 რჩეულიდან რამდენი ჩამოარაკრაკებს 33-ვე ასოს?!) აი, იმ დაქვითული 10 პროცენტით დაგვეჯილდოებინა.

რაც შეეხება ქველმოქმედებას: თუ დეპუტატებს შეჭირვებულ თანამემამულეთა დახმარების წყურვილი ახრჩობთ (ვიდრე 33-ვე ასოს ჩამოარაკრაკებდნენ), ტვინის ჭყლეტის ნაცვლად, შეუძლიათ, ასეთებს თავიანთი ხელფასის 10 პროცენტი გადაურიცხონ, რაც ერთ თვეში 45 000 ლარია (150X300) – ტვინის ჭყლეტას ეს არ ჯობია?!


скачать dle 11.3