კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დათუსანი
გვარში დათუსანი ფუძედა გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი დავით. ეს სახელი წინაპრებს ძველი ებრაელებისგან უსესხებიათ. დავით – ებრაულად ნიშნავს „სატრფიალოს”, „საყვარელს”.
დავითიდან ბევრი გვარია ნაწარმოები და ისინი გაჩნდა არა უშუალოდ დავითის, არამედ მისი მოფერებით-კნინობითი ფორმებიდან. ასეთებად კი ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია: დავითელა, დათილა, დათუ, დათუკი, დათუსი, დათუჩა.
1840-იანი წლების, აღწერის მონაცემებით, ამბროლაურის რაიონის სოფელ ღვიარაში დათუსანები საბატონო გლეხებად მოიხსენიებიან.
დათუსანი, თუთისანი, დავითულიანი, გაბისიანი გაფორმებული სუფიქსების მიხედვით, სვანური, ანუ სვანეთში გაჩენილი გვარებია. დასადგენი ის არის, როდიდანაა გაჩენილი ისინი სვანეთში და რა მიზეზმა განაპირობა მათი მიგრაცია საქართველოს სხვა კუთხეებში.
საქართველოში 115 დათუსანი ცხოვრობს: ამბროლაურში – 42, თბილისში – 38, ქუთაისში – 35.
ციცქიშვილი
ზოგი აღნიშნავს, რომ გვარი ვაზის ჯიშთან – ციცქასთანაა დაკავშირებული, ზოგიც ამბობს, თითქოს მათ ადრე სხვა გვარი ჰქონიათ.
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ციცქა.
ციცქიშვილთა ძირითად საცხოვრებლად ჩხერის – ჩხერიმელას ასახელებენ. იყვნენ, ასევე, ვერტყვიჭალაში. მათი სოფელი ყოფილა ასევე ციცქიური.
წიგნში „ქართული გვარ-სახელები“, ილია მაისურაძე წერს, რომ „ციცქიურში ძირითადად ციცქიშვილები ცხოვრობენ“.
საქართველოში 1 666 ციცქიშვილი ცხოვრობს: ხაშურში – 385, თბილისში – 355, ჭიათურაში – 160. არიან სხვაგანაც.
ქარცივაძე
ისტორიულ წყაროებში გვარი გვხვდება ფორმით: ქარცისძე, ქარციძე, ქარსიძე. სამეგრელოში იგივე გვარი გვხვდება ფორმით – ქარცხია.
მეჩვიდმეტე საუკუნეში გვხვდება სახელი ქარცივა.
ქარცივაძე ორსუფიქსიანი გვარია. ფუძით –  ქარცა (ქარცი) + ვა + ძე.
გვარი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნიდან. ალექსანდრე ღლონტი წერს: „საკუთარი სახელი ქარცივა, გვარში – ქარცივაძე“. გვარი აჭარისა და გურიის კუთვნილებაა.
საქართველოში 2 288 ქარცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 739, შუახევში – 498, ოზურგეთში – 263. არიან სხვაგანაც.
ბაბულაშვილი
ფუძეებით – ბაბულა, ბაბულია, დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.
ქაისხევის (ქისისხევი) მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს საფუძველი დაუდევთ ბაბულაშვილების გვარისთვის.
ქაისხევიდან (ქისისხევი) დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთში, მთისწინეთიდან კი ბარში გადასახლების გზა.
ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი წმიდა კვირიკე იყო.
1781 წელს ქაისხევში მკვიდრობდნენ: „ბოგანო ბაბულაშვილი, პატარკაცი“.
1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილების ხუთი ოჯახი ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არის დასახელებული.
საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.
ქუჩულორია
ქუჩულორია რთულფუძიანი გვარია, შედგება ორი კომპონენტისგან, საკუთარი სახელებით – ქუჩუ და ლორი.
ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.
საქუჩულორიო უბანია ფოცხოში. ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოში. ნაქუჩულუ – ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).
წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.
მეორე ვარიანტით: გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს. ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ „აყვავებული“, „აღმოცენებული“, მიჩნეულია მეტსახელად.
მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.
საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. არიან სხვაგანაც.
მახვილაძე
მეცნიერები გვარს მამაკაცის საკუთარი სახელისგან – მახვილასგან წარმოებულად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ის სადაურობის აღმნიშვნელი გვარია. მახვილა ერქვა ჯავახეთში მთას და ამ გვარისანი იქ სახლებულან.
„აზნაურ მახვილაძეთა წინაპარნი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა, სოფელ ცუდანს მოვიდნენ და დაეშენენ სურამის კერძოდ და მუნითგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელისა გამო და არიან მოხსენიებული ტრაქტატსა შინა, ხოლო რომელნიმე ამათ გვარნი ცხოვრობდნენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს”.
მახვილაძეები ჯავახეთში დიასამიძეთა აზნაურებად მოიხსენიებიან. დიასამიძეებს ტრაქტატით სულ სამი აზნაური ჰყავდათ: მახვილაძე, გობირეხვასშვილი და ხუცისშვილი.
დიასამიძეები წარმოშობით სამცხის დიდგვაროვანი ფეოდალები იყვნენ და ქართლში მეთექვსმეტე საუკუნეში გადმოვიდნენ. მეფე გიორგი მეთორმეტე იესე დიასამიძისთვის 1860 წელს ბოძებულ წყალობის წიგნში წერს: „ოდესცა შენნი პირველნი მამა-პაპანი საქართველოში მოსულან, იმათი სამკვიდრო ყმა აზნაურიშვილი მახვილაძე თან მოჰყოლია მემკვიდრე ყმად, ერთგულად სამსახურში ყოფილან იმ დროდამ, აწცა იმყოფებიან. კურთხეულის ბატონის პაპის ჩვენის მეფის თეიმურაზის დროს მამაშენი – მორდალი დავით და შენი სახლი კაცი იოანე რომ გაყრილან, მორდალს დავითს ზაალ მახვილაძე თავისის ყმით, მამულით ადგილით, საუფროსოთ აუყვანია”.
საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. არიან სხვაგანაც.
სოიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოიტა.
ლეკვია სოიტაშვილი მოხსენიებულია 1760 წელს, ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი წარიხაძემ მისცა შალვა ფავლენიშვილს.
1817 წელს, სოფელ ღოუბანში, პროპორჩიკ თავად ლუარსაბ ორბელიანის მამულზე მცხოვრებთა შორის მოიხსენიება გულია სოიტაშვილი.
საქართველოში 112 სოიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 66, თბილისში – 32, გორში – 14.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3