კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, როგორ შევურჩიო ძაღლს ჭურჭელი? ანუ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორი ჭურჭელს მოვახმართ ცხოველს წყლისთვის და კვებისთვის?
პასუხი: ჭურჭელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. ძაღლს, რომელიც ოჯახში გყავთ და ძალიან გიყვართ, შეიძლება ძალიან ლამაზი ჯამი შეურჩიოთ წყლისთვის და საკვებისთვის, მაგრამ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს ჯამი რისგან არის დამზადებული. თუ შემთხვევით არარეკომენდებული ჭურჭლიდან აჭამეთ ძაღლს საკვები, ცოტა ხანში შეატყობთ, რომ მას ბეწვი სცვივა, ვერც ხასიათზე იქნება, თვალები გაუდიდდება, ღვიძლი გაუღიზიანდება, დილაობით პირღებინება დაეწყება და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჭურჭლის დასამზადებლად ტყვიის მინარევებიან კომპონენტებს იყენებენ. როცა ძაღლი საკვებს ასეთი ჯამიდან იღებს, ტყვია მის ორგანიზმში გადადის და იწყება ქრონიკული მოწამვლა. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჭურჭლის ხარისხი. ძაღლისთვის კარგია  პლასტმასის სპეციალური თასები ან მომინანქრებული ჭურჭელი, რათა დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.
კითხვა: როგორ უნდა მოვაშოროთ ძაღლის კბილებს ქვები?
პასუხი: ამისთვის არსებობს პროფილაქტიკური საშუალებები: დაპრესილი ტყავები, რომლებსაც ძვლის ფორმა აქვს. ძაღლი მას ღეჭავს და კბილები ეწმინდება. არის, ასევე, მამაპაპური საშუალება, როცა ძაღლს კარგად დამდუღრულ ძვალს ვაძლევთ, რათა მას ბაქტერიები არ ჰქონდეს. თუ ძაღლი პატარაა, უმჯობესია, ხერხემლის ან ნეკნის ძვალი მივცეთ, რომელსაც ხრტილოვანი ნაწილი ბევრი აქვს და მის კბილებს ნაკლებ ზიანს აყენებს. ასევე, კარგია ბარძაყის ძვალი, რომელიც ძალიან დიდია და ამიტომ შუაზე უნდა გაიჩეხოს, მჭრელი კიდეები კი უნდა ჩამოვატეხოთ, გლუვი რომ გახდეს, უნდა დავმდუღროთ და ისე მივცეთ ძაღლს. მას ეს მოსწონს – თამაშობს, ღრღნის და კბილებიც ეწმინდება. ეს უნდა გავიმეოროთ მხოლოდ თვეში ან ორ თვეში ერთხელ, რადგან, ზედმეტი კალცის გამოყოფა, რასაც ეს იწვევს, კუჭ-ნაწლავის შეკრულობასაც უკავშირდება. შეიძლება, ამან ზოგ შემთხვევაში კოლიტიც გამოიწვიოს. ზოგ ჯიშში, მაგალითად, პუდელებში, ეს ხშირად საკმარისი არ არის, რადგან მათი კბილები და ქვა ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ მას ამ მეთოდით კბილი უფრო მოსტყდება, ქვა კი არ მოშორდება. ასეთ შემთხვევაში ლეკვი კლუბში სპეციალისტთან უნდა მიიყვანოთ, სადაც თანამედროვე აპარატით მოაშორებენ კბილებიდან ქვებს.
კითხვა: სახლში გვყავს 9 თვის ძაღლი. მაინტერესებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ქალაქიდან გამგზავრების დროს, ანუ, როგორ ვამგზავროთ ცხოველი?
პასუხი: პირველი რჩევა ის იქნება, რომ გამგზავრების წინ, უმჯობესია, ძაღლს საკვები არ მისცეთ, რადგან გადაადგილების დროს შეიძლება, მას გული აერიოს. ეს ინდივიდუალურად ხდება, ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში: ზოგი ძაღლი მგზავრობას ჩვეულებრივად იტანს, ზოგი კი – პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ შორს არ მიემგზავრებით და გზაში რამდენიმე საათის გატარება არ არის საჭირო, თქვენს ძაღლს განსაკუთრებული მზრუნველობა არ დასჭირდება. კარგი იქნება, თუ დილით ადრე ან საღამოს გაემგზავრებით, რათა მაღალმა ტემპერატურამ თქვენს ცხოველს დისკომფორტი არ შეუქმნას ან სიცხემ სხეულის გადახურება არ გამოიწვიოს. სასურველია, მგზავრობის დროს ძაღლი უკანა სავარძელზე მოათავსოთ და მისაბმელით დააფიქსიროთ, რათა, მძაფრი დამუხრუჭების შემთხვევაში გაუთვალისწინებელი ინციდენტი აიცილოთ თავიდან თქვენც და თქვენმა ცხოველმაც. ასეთდროს, თუ ძაღლი დაბმული არ არის, შესაძლოა, ინერციით წინ გადმოვარდეს და, ან თქვენ დაგეჯახოთ, ან თავად შეეჯახოს საქარე მინაეს და საფრთხეში აღმოჩნდეს.

скачать dle 11.3