კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაბიჯი წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან


„ … ისიც ძილში“

მართალია, ვარდების რევოლუციის წლისთავმა ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა, თუმცა საზეიმო ელფერი ამ უპომპეზურობასაც გადაჰკრავდა, რაშიც თავისი ლომის წილი ქართულმა საერთო მაუწყებლებმაც შეიტანეს, რაკი რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო; ოფიციალური ვერსიით, იმ მიზეზით, რომ იქ წინასაახალწლო განათებებს ამონტაჟებდნენ (ის მაინც გავინათოთ, რაც შეგვარჩინეს და თვალი ამით მაინც გავიხაროთ), სავარაუდოდ კი, იმის გამო, რომ ტერიტორია პროტესტანტებს არ დაეკავებინათ, არაპირდაპირი ზეიმის ეპიცენტრმა გორში გადაინაცვლა. ამას ობიექტური მიზეზიც ჰქონდა: გორი-თბილისის ახლად დაგებული ტრასა თავად პრეზიდენტმა მონათლა (უბრალო კი არა, სპორტული ავტოთი). რითაც აღმშენებლობის ეფექტიც დაგვანახვა და იმითაც დაგვაიმედა, რომ აწი თბილისიდან გორამდე 20 წუთშიც ჩავალთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გორიდან თბილისამდეც უკვე 20 წუთში მოხვდებიან ოკუპანტების ტანკები (მართლაც წინ გავარდა ტექნიკა ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავზე?!). მეტიც, პრეზიდენტმა არც ის დაგვიმალა (ოღონდ, ამჯერად სტუდენტებთან შეხვედრისას, რომლებსაც ნოემბრის რევოლუციის ანგარიში ჩააბარა, დაახლოებით, ასეთი პათოსით: ნაბიჯი წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან), რომ არაფრის რცხვენია (იმიტომ რომ, წაგება და მოგება ძმები ყოფილან) და არც თვალების მილულვას აპირებს. ჰოდა, რაკი არ აპირებს, დაგვპირდა, რომ ახლად დაგებული თბილისი-გორის ტრასა სოხუმამდე გაგრძელდება (ამ გზით ჩავალთ სოხუმშიო). ხოლო, რაკი ამ გზით ჯერჯერობით მხოლოდ ოკუპანტების ტანკები გლახაობდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნინა იმღერებს, ლელა ბანს მისცემს, ზუმბა თავის „ვახტანგ გორგასლის ორდენს“ დაიკიდებს და სოხუმშიც ჩავალთ, ისე, რომ თვალებიც არ მიგველულება…


скачать dle 11.3